მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

საქართველომ უკრაინაში გადატვირთა სამი ახალი ელმავალი ВЛ11М/6.

თებერვალი 2012.


სს "ელმავალმშენებელთან" (საქართველო) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში "უკრზალიზნიცამ" მიიღო სამი ახალი ელმავალი ВЛ11М/6, – ამის შესახებ შეგვატყობინა "უკრზალიზნიცის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლაი სერგიენკომ. "წინასწარი გათვლით ახალი წევა ანაზღაურდება 8-9 წლის განმავლობაში, ვინაიდან ლოკომოტივები ეკონომიურია ექსპლუატაციაში ენერგომოხმარებით და მომსახურებით 15-30%–ით. გააჩნიათ გაზრდილი ექსპლუატაციის ვადა – 30-40 წლამდე" – აღნიშნა ნიკოლაი სერგიენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 5 ოქტომბერს უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაციამ "უკრზალიზნიცამ" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სს "უკრზალიზნიჩპოსტაჩთან" და სს "ელმავალმშენებელთან" 110 მუდმივი დენის სატვირთო მაგისტრალური ელმავლის მიწოდებაზე. პირველი 24 ელმავალი უკრაინის რკინიგზაზე გადაიტვირთება მიმდინარე წელს. 2013 და 2014 წელს გადაიტვირთება 30 ერთეული ყოველწლიურად, 2015 წელს – 16 და 2016 წელს - 10 ელმავალი. მთელი ტექნიკა განკუთვნილია პრიდნეპროვსკის რკინიგზისათვის.
ცნობა
ელმავალი ВЛ11М/6 არის ВЛ11 ელმავლის მოდიფიკაცია და განკუთვნილია რკინიგზის ელექტრიფიცირებულ მონაკვეთებზე ექსპლუატაციისათვის ძაბვით 3000 ვ. და ლიანდის სიგანით 1520 მმ. ელმავალი შედგება ორი სექციისაგან. ყოველ სექციას გააჩნია მოწყობილობების კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს სექციის მუშაობას წევის რეჟიმში და ელექტრული დამუხრუჭების რეჟიმში ნებისმიერი სექციიდან მართვის შემთხვევაში.
მექანიკური ნაწილი, წევის ძრავები და დამხმარე მანქანები, ძირითადი ძალური აპარატურა, მართვის აპარატურა, ელმავლის გაბარიტული მახასიათებლები უნიფიცირებულია ВЛ11 და ВЛ11М ელმავლების მაჩვენებლებთან.
სალოკომოტივო ბრიგადების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ელმავალზე დაყენებულია ООО "ПКПП МДС" (ქ.დნეპროპეტროვსკი) წარმოების მოდულური მემანქანის ჯიხურები. მემანქანის ჯიხური შემუშავებულია როგორც ცალკეული ასაწყობი მოდული ყველა საჭირო მოწყობილობით მთლიანი შუშაპლასტიკის კორპუსით.
ასევე დიდი ყურადღებაა მიქცეული სანიტარიაზე და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე.
//ინტერფაქსი–უკრაინა

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=