მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

"უკრზალიზნიცა" გეგმავდა უფრო დიდ თანამშრომლობას "ლუგანსკტეპლოვოზთან" – ვ.კოზაკი

დეკემბერი 2011.


"უკრზალიზნიცა" "ლუგანსკტეპლოვოზის" ხელმძღვანელობის განცხადებას და იმ განცხადებას, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთ თანამშრომლობას მიიჩნევს არამეგობრულად, ატყობინებს სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწოფო ადმინისტრაციის პრეს–ცენტრი.
"უკრზალიზნიცის" გენერალური დირექტორის ვლადიმირ კოზაკის თქმით, დღეს "ლუგანსკტეპლოვოზი" აშენებს 2 დიზელ–მატარებელს ლვოვის და დონეცკის რკინიგზებისათვის, რომლისათვისაც უკრაინის რკინიგზებმა გადარიცხა საავანსო გადასახადის 12 მლნ.გრივნა. კერძოდ, დონეცკის რკინიგზამ გააფორმა ხელშეკრულება "ლუგანსკტეპლოვოზის" წარმოების 1 ერთეულის დიზელ–მატარებლის ДЭЛ02 შესყიდვის შესახებ და 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელდა საავანსო გადახდა 12,5 მლნ. გრივინის ოდენობით. (საერთო ღირებულების 30%). "ლუგანსკტეპლოვოზის" მიერ დიზელ–მატარებლის მიწოდება, ხელშეკრულების პირობების თანახმად იგეგმებოდა 2011 წლის დეკემბერში. მაგრამ დღეს მწარმოებელმა უკვე ჩაშალა პროდუქციის მიწოდების ვადა, ამის ნაცვლად წამოაყენა პროდუქციის . 100% წინასწარი გადახდის მოთხოვნა. დღეს დონეცკის რკინიგზა ცდილობს დაარეგულიროს დიზელ–მატარებლის მიწოდება მწარმოებელთან განსაზღვრულ ვადებში.
"ჩვენ ვგეგმავდით გრძელვადიან და მრავლისმომცემ კონტრაქტს "ლუგანსკტეპლოვოზთან" ელმავლების წარმოებაზე, დღეინდელი დღისათვის წარმოებამ ფაქტიურად თვითნებურად არ აწერს ხელს კონტრაქტს უკრაინის რკინიგზისათვის 2ЭЛ4 ელმავლების მიწოდებაზე, მიუხედავათ მიმდინარე წლის ივლისში "უკრზალიზნიცას", ღსს "ლუგანსკტეპლოვოზსა" და დსს "ტრანსმაშჰოლდინგს" შორის გაფორმებული მემორანდუმისა 2ЭЛ4 სერიის 292 სატვირთო ელმავლების დამზადებაზე 2012-2016 წწ. განმავლობაში" – განაცხადა ვ. კოზაკმა.
მისი თქმით, სამამულო ეკონომიკისათვის ნეგატიური არის ის ფაქტი, რომ უკრაინის საწარმო არ ჩქარობს ითანამშრომლოს სამამულო რკინიგზებთან სალოკომოტივო პარკის განახლების ხანგრძლივ პროგრამაში.
ამის გარდა აღსანიშნავია, რომ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი და ექსპლუატაციის რეალური საგარანტიო ვადა არ შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს. კერძოდ, ოდესის რკინიგზაზე ექსპლუატაციას გადის "ლუგანსკტეპლოვოზის" წარმოების 18 ერთეული 2ЭЛ5 სერიის ელმავალი. 2011 წლის მანძილზე დაშვებულია მითითებული ტექნიკის არაგეგმიური რემონტის 14 შემთხვევა. კერძოდ, მოცემული სერიის ელმავლების კონსტრუქციული შეუსაბამობაა: ВУ-3, 5/10-1450 კომპრესორების მწყობრიდან ხშირად გამოსვლა, აგრეთვე საიმედოობის თადარიგის არარსებობა, რაც იწვევს დამატებით ხარჯებს მიმდინარე რემონტის მსვლელობისას მაკომპლექტებელი ნაწილების ხშირი შეცვლის გამო; НВА-55 ტიპის ასინქრონული ელექტროძრავების მწყობრიდან ხშირად გამოსვლა არასრულყოფილი კონსტრუქციის გამო; მემანქანის კრანის კონსტრუქციის და მისი ავტომატური სამუხრუჭე მართვის პრიბორების არასაიმედოობა.
შეგახსენებთ, რომ "ლუგანსკტეპლოვოზის" გენერალური დირექტორის სერგეი მიხეევის ინფორმაციით, სახელმწიფოს დავალიანება დ.ღ.გ.–ს შესახებ "ლუგანსკტეპლოვოზის" წინაშე შეადგენს 154 მლნ. გრივნაზე მეტს, ხოლო "უკრზალიზნიცის" ვალმა მიაღწია თითქმის 38 მლნ. გრივნას. სერგეი მიხეევმა მოიყვანა რიგი მაგალითებისა, როდესაც "უკრზალიზნიცამ" ლუგანსკის ქარხანას დაუგვიანა გადახდა თავის შეკვეთებზე.
"სახსრების დეფიციტი არ იძლევა ხარისხიანი მუშაობის საშუალებას, რომელიც ართულებს ლოკომოტივების მიწოდების პროცესს საწარმოო შეკვეთების შესაბამისად. ირღვევა რუსეთისათვის მაგისტრალური თბომავლების და უკრაინის საქალაქთაშორისო მოტორვაგონური შემადგენლობის დამზადების გრაფიკი", – აღნიშნა სერგეი მიხეევმა.
// tbu.com.ua, //

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=