მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ნიკოლაიშვილი: "ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის ჩაბარება დაგეგმილია 2013 წელს".

ნოემბერი 2011.


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოსათვის. როგორც გადმოგვცემს ქართული ბიურო აპა, ამის შესახებ შეგვატყობინა საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ეხლა სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება მარაბდა–კაცხის მონაკვეთზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება 2 წლის მანძილზე: "ეხლა, ცუდი ამინდის მიუხედავათ, სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათი – დღე და ღამე. აზერბაიჯანის კომპანიები მუშაობენ ხარისხიანათ. ახალი სარკინიგზო ხაზი შენდება თურქეთის საზღვარზე. ჩატარებულია სამუშაოების დიდი მოცულობა. მე ვფიქრობ, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ხაზის ჩაბარება შედგება 2013 წელს".
შეგახსენებთ, რომ საბოლოო საბუთი აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის ბაქო–თბილისი–ყარსის გზის მშენებლობის შესახებ გაფორმდა თბილისში 2007 წლის 8 თებერვალს. რკინიგზის ქართული მონაკვეთის მშენებლობისათვის აზერბაიჯანმა შპს "საქართველოს რკინიგზას" გამოუყო შეღავათიანი კრედიტი 200 მლნ. დოლარის ოდენობით 25 წლიანი ვადით წლიური 1%–იანი განაკვეთით. ამ სახსრების ხარჯზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი 29 კმ. სიგრძის გზა, სერვისის და ტექ.მომსახურეობის პუნქტი თურქეთის საზღვარზე, აგრეთვე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ძველ გზას.
ამის გარდა, გზის მშენებლობისათვის აზერბაიჯანმა საქართველოს გამოუყო კრედიტი 575 მლნ. დოლარის ოდენობით წლიური 5%–იანი განაკვეთით. პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
//საქართველოს ბიზნესი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=