მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

"უკრზალიზნიცამ" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 110 ახალი ელმავლის შეძენაზე.

ოქტომბერი 2011.


2011 წლის 5 ოქტომბერს უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაციის დაკვეთით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სს "უკრზალიზნიჩპოსტაჩს" და სს "ელმავალმშენებელს" (საქართველო) შორის 110 მუდმივი დენის მაგისტრალური სატვირთო ელმავლების მიწოდებაზე. ამის შესახებ გვაცნობა "უკრზალიზნიცის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ სერგიენკომ. მისი თქმით, 2012–2016 წლების პერიოდში უკრაინის რკინიგზისათვის გათვალისწინებულია ვლ11მ/6 110 ახალი მუდმივი დენის მაგისტრალური სატვირთო ელმავლის მიწოდება. ქართველმა მიმწოდებელმა წარმოადგინა უკეთესი ფასი და მიწოდების პირობა და უკრაინელი მწარმოებლების პროდუქციით კომპლექტაციის ვარიანტი.
"შეთანხმების ღირებულება შეადგენს 438 მლნ. 130 ათას ამერიკულ დოლარს. ხელშეკრულების გაფორმებისას გათვლილი იყო ტექნიკის ერთეულის ფასის ღირებულების სპეციალური ფორმულა, სადაც ფასი არ იქნება დამოკიდებული კურსზე, არამედ მაკომპლექტებლების ღირებულებაზე და ინდექსაციაზე უკრაინაში", – აღნიშნა ნიკოლოზ სერგიენკომ. მთლიანობაში პროექტი განხორციელდება "უკრზალიზნიცის" საკუთარი და მოზიდული სახსრებით. უახლოეს მომავალში "უკრზალიზნიცა" გამოაცხადებს ტენდერს საკრედიტო სახსრების მოზიდვაზე თბილისის ქარხანასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო ფინანსური უზრუნველყოფისათვის. საქართველოში ელმავლების წარმოება ფინანსირდება საქართველოს ბანკების მეშვეობით. პირველი 24 ელმავალი უკრაინის რკინიგზას მიეწოდება მომავალ (2012) წელს. 2013 და 2014 წლებში მიწოდებული იქნება ტექნიკის 30 ერთეული, 2014 წ. – 16 და 2016 წელში – 10 ელმავალი.
შეგახსენებთ, რომ მოცემული ხელშეკრულება ხელმოწერილია ადრე გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 141 ელმავლის მიწოდებაზე. მოცემული შეთანხმების ფარგლებში, "უკრზალიზნიცის" ხელმძღვანელობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ვლ11მ/6 ტიპის 110 ელმავლის შეძენაზე, ხოლო ახალი ტექნიკის დანარჩენი ერთეულები დაკომპლექტდება 8ე1 ელმავლებით.
ცნობა. "უკრზალიზნიცის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კოზაკმა გამოაცხადა ტექნიკური გადაიარაღების და დარგის სალოკომოტივო პარკის განახლების გეგმების და 500 ახალი ლოკომოტივის შეძენის შესახებ. ამის მიზეზი არის ელმავლების არსებული პარკის მნიშვნელოვანი ცვეთა – 75%–ზე მეტი. შესაბამისი დავალება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის კარდინალურად განახლების და ყველა ტვირთგადაზიდვის უზრუნველყოფის შესახებ მისცა უკრაინის პრეზიდენტმა ვიკტორ იანუკოვიჩმა ინფრასტრუქტურის ვიცე–პრემიერ–მინისტრთან ბორის კოლესნიკოვთან და "უკრზალიზნიცის" გენერალურ დირექტორთან ვლადიმირ კოზაკთან შეხვედრაზე.
2011 წლის 1 აგვისტოს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა უკრაინის რკინიგზის სალოკომოტივო პარკის განახლების პროგრამა 2012–2016 წლებზე. პროგრამის ძირითადი მიზანია – "უკრზალიზნიცის" სალოკომოტივო პაკის კარდინალურად განახლება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად. პროგრამა ითვალისწინებს "უკრზალიზნიცის" მიერ 509 თანამედროვე ლოკომოტივის შეძენას, რაზეც დაიხარჯება დაახლოებით 28600000000 გრივნა.
შესყიდვების დაფინანსება განხორციელდება "უკრზალიზნიცის" საკუთარი და მოზიდული სახსრების ხარჯზე.
//www.railway.in.ua

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=