მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

უკრზალიზნიცა: თბილისის ელმავლები ვლ11მ/6 45%–ით აღჭურვილია უკრაინის მაკომპლექტებლებით.

ოქტომბერი 2011.


სს "ელმავალმშენებელი" (თბილისი, საქართველო) აწარმოებს ვლ11მ/6 სატვირთო ელმავლებს, 45% უკრაინული მაკომპლექტებლების გამოყენებით.
ამის შესახებ შეგვატყობინა "უკრზალიზნიცის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ სერგიენკომ, 2011 წლის 5 ოქტომბერს "უკრზალიზნიჩპოსტაჩს" და სს "ელმავალმშენებელს" შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ გაფორმებულია ხელშეკრულება 110 მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლის ვლ11მ/6 მიწოდებაზე, რომელიც ითვალისწინებს მშენებლობას და მიწოდებას 2012–2016 წწ. პერიოდში.
როგორც "უკრზალიზნიცის" გენერალური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, უკრაინული წარმოების ნახევარზე მეტი მაკომპლექტებელის გამოყენება არის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობა, რომლის მიხედვითაც ელმავლების მომავალი მომსახურეობა და შეკეთება იქნება ადვილი და მინიმალური ფინანსური დანახარჯებით.
ამის გარდა, უკრაინელი მწარმოებლების შეკვეთებით უზრუნველყოფა, ამით სტიმულირდება სარკინიგზო დარგებთან დაკავშირებული უკრაინის ეკონომიკის განვითარება. ნიკოლოზ სერგიენკოს სიტყვებით, ვლმ/6 ელმავლების დამზადებისათვის მაკომპლექტებლებს საქართველოში მიაწვდის დაახლოებით ათი უკრაინული საწარმო.
მათ შორის არიან შპს "სამეცნიერო–სამრეწველო საწარმო "ტრანსპრილადი" (ქ.ხმელნიცკი), ღსს "ტერნოპოლის რადიოქარხანა "ორიონი", ღსს "სამეცნიერო–სამრეწველო საწარმო", სმელიანსკის ელექტრომექანიკური ქარხანა, "უკროსმეტალის" კონცერნი (ქ.სუმი), შპს "პკპპ მდს" (ქ.დნეპროპეტროვსკი) და კიევისა და დნეპროპეტროვსკის სხვა საწარმოები.
კერძოდ, უკრაინელი მწარმოებლები მიაწოდებენ თბილისის ქარხანას შემდეგ მაკომპლექტებლებს: მემანქანის ჯიხურს, დიაგნოზირების და უსაფრთხოების სისტემების პრიბორებს, რადიოსადგურებს, წევის წრავებს და სხვას. ავღნიშნავთ, რომ ვლ11მ/6 ელმავალი არის ვლ11 ელმავლის მოდიფიკაცია, რომელიც თბილისის ელმავალმშენებელმა ქარხანამ პირველად გამოიშვა 1975 წელს. ის განკუთვნილია საკონტაქტო ქსელში 3000 ვ. ძაბვით ელექტრიფიცირებულ და 1520 მმ ლიანდის სიგანის მქონე რკინიგზის მონაკვეთებზე ექსპლუატაციისათვის. ვლ11მ/6 ელმავლები ექსპლუატაციას გაივლიან პრიდნეპროვსკის რკინიგზაზე დაძველებული ვლ8 ელმავლების ნაცვლად, რომლებმაც ამოწურეს თავისი რესურსი. დღეისათვის ვლ8 სერიის ელმავლები შეადგენენ პრიდნეპროვსკის რკინიგზის სალოკომოტივო პარკის 80%.
//www.railway.in.ua

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=