მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

Alstom–მა და "ტრანსმაშჰოლდინგმა" გააფორმეს ხელშეკრულება 200 ელმავალზე "რჟდ"–სათვის 1 მლრდ. ევროზ

ოქტომბერი 2011.


ფრანგულმა კომპანიამ "Alstom" და რუსულმა დსს "ტრანსმაშჰოლდინგმა" გააფორმეს ხელშეკრულება 2ES5 ახალი ტიპის 200 ელმავალზე შპს "რუსეთის რკინიგზისათვის" (რჟდ), ნათქვამია Alstom–ის შეტყობინებაში.
მიმდინარე წლის ივნისში "რჟდ"–მ შეუკვეთა "ტრანსმაშჰოლდინგს" 200 ლოკომოტივი 1 მილიარდი ევროს ღირებულებით.
"Alstom"–ის წილი ხელშეკრულებაში შეადგენს დაახლოებით 400 მილიონ ევროს. მოსალოდნელია, რომ მიწოდება კონტრაქტის მიხედვით დაიწყება 2012 წელს. "ტრანსმაშჰოლდინგი" არის რუსეთის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის უდიდესი კომპანია. კონცერნის საწარმოები უშვებენ ელექტრულ და დიზელის ლოკომოტივებს, გარდამსახებს, სამგზავრო და სატვირთო ვაგონებს, ვაგონებს საქალაქთაშორისო მატარებლებისათვის და მეტროსათვის, დიზელის ძრავებს ლოკომოტივებისათვის და დიზელის გენერატორებისათვის. 2010 წელს "ტრანსმაშჰოლდინგის" გამოცხდებულმა გაყიდვებმა შეადგინეს 2,2 მილიარდი ევრო. კომპანიის საშტატო რაოდენობა შეადგენს 54 ათასზე მეტ სთანამშრომელს. Alstom Transport ფლობს "ტრანსმაშჰოლდინგის" აქციათა ბლოკპაკეტს. Alstom Transport აწვდის კომპლექსურ სატრანსპორტო სისტემებს, მოძრავი შემადგენლობის, სიგნალიზაციის სისტემების და ინფრასტრუქტურის ჩათვლით, აგრეთვე თავის შემკვეთებს სთავაზობს ამოცანების გადაწყვეტას. კომპანიას გააჩნია წარმომადგენლობები 60 ქვეყანაში და დაახლოებით 25,5 ათასი თანამშრომელი მთელ მსოფლიოში.
//რჟდ–პარტნიორი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=