მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

უკრაინა ზრდის სატვირთო ვაგონების და ლოკომოტივების ექსპორტს

ივლისი 2011.


უკრაინის ვაგონმშენებლმა საწარმოებმა 2011 წლის იანვარ–აპრილში ექსპორტზე გაუშვეს 15,039 ათასი სატვირთო ვაგონი, რაც 37%–ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდი, ნათქვამია რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის მასალებში.
სალოკომოტივო წევის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2,6 ჯერ, მაგრამ საერთო რაოდენობა უმნიშვნელოა – 13 ერთეული (მიწოდების სრული მოცულობაა – ელმავლები).
სალოკომოტივო წევის მიმღებები გახდნენ რუსეთი (11 ერთ.), ყაზახეთი და ლატვია (1–1 ერთ.). ერთი წლით ადრე შესყიდვების მთელი მოცულობა მოდიოდა რუსეთზე (5 ერთ.)
სატვირთო ვაგონების პარკის ძირითადი მიმღებები გახდნენ რფ (13,122 ათასი ერთ.) და ყაზახეთი (1,739 ათასი). ორივე იმპორტიორმა გაზარდა შესყიდვები (რუსეთმა – 1,4 ჯერ, ყაზახეთმა – 1,2 ჯერ). მნიშვნელოვნად შეამცირა შესყიდვები ბელარუსმა, უკრაინის ვაგონების მნიშვნელობით მესამე მყიდველმა – 250 ერთეულიდან (წინა წლის 4 თვე) 70 ერთეულამდე. შესყიდვები შეამცირა პრიბალტიკამაც: ესტონეთმა – 85 ერთეულიდან 25 ერთეულამდე შესაბამისად, ლატვიამ – 78–დან 4 ერთეულამდე, საქართველომ, რომელმაც წინა წელს შეისყიდა 17 სატვირთი ვაგონი – მიმდინარე წელს შესყიდვები დაიყვანა ნულამდე. ამავე დროს, აზერბაიჯანმა, რომელმაც წინა წელს არ შეისყიდა არც ერთი ვაგონი – მიმდინარე წელს შეისყიდა 70 ერთეული.
საზღვრებს გარეთ ძირითადი მოთხოვნით სარგებლობენ ნახევარვაგონები და ცისტერნები. ასე პირველი პოზიცია წავიდა საზღვარგარეთ 8,327 ათასი ერთეული ოდენობით (+73% წინა წელთან შედარებით), ხოლო მეორე – 4,703 ათასი (+47% შესაბამისად). სამჯერ გაიზარდა დახურული ვაგონების მიწოდება – 0,1 ათასი ერთეულიდან 0,3 ათასამდე. ვაგონ–ჰოპერების ექსპორტმა დაიკლო 90%–ით – 137 ერთეული.
ყველა მოხსენებულ ნომენკლატურულ პოზიციებში შესყიდვებში ლიდერობს რუსეთის ფედერაცია. ასე, რფ გაიგზავნა 98,7% ექსპორტირებული ნახევარვაგონი, 88% ჰოპერი და 68% ცისტერნა. დახურული ვაგონები გაიგზავნა რუსეთში 100% მოცულობით.
//რჟდ–პარტნიორი.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=