მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის გაძვირება არ აისახება მის რეალიზაციაზე.

მაისი 2011.


ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის მშენებლობის გაძვირება არ აისახება მის რეალიზაციაზე, შეგვატყობინა საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ.
ქართველი დიპლომატის თქმით, ღირებულების გაზრდა უპირველეს ყოვლისა სამშენებლო მასალებზე და ენერგომატარებლებზე ფასების გაზრდიდან გამომდინარეობს. "სახსრები მოძიებულია, სამშენებლო სამუშაოებები მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით, რკინიგზა ჩაბარებული იქნება 2012 წლის ბოლოსთვის", – აღნიშნა თ.შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტის რეალიზაციაზე აზერბაიჯანს და საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებაში შეტანილია ცვლილებები. მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც ჩატარდა საქართველოს დელეგაციასა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო სამინისტროს შორის, მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანას.
დოკუმენტის შესაბამისად, თანხა, რომელიც აზერბაიჯანმა გამოყო მონაკვეთის დაპროექტებისათვის, მშენებლობისათვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაფინანსებისათვის და სხვა სამუშაოებისათვის გაიზარდა $775 მილიონამდე. მოცემული სახსრები უფლებამოსილი ბანკის მიერ გამოიყოფა ორი ტრანშის სახით. პირველი ტრანში – $200 მლნ. გამოიყოფა 25 წლით 1%–იანი წლიური განაკვეთით, მეორე ტრანში - $575 მლნ. 25 წლით 5–%–იანი წლიური განაკვეთით.
პროექტის საერთო ღირებულება პროექტის ბოლო ცვლილებების და გამოყოფილი თანხების გათვალისწინებით გაიზარდა $600 მილიონიდან $1,2 მილიარდამდე.
//საქართველოს ბიზნესი.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=