მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ვლადიმერ კოზაკი: "უკრზალიზნიცა მიმართავს მეტ სახსრებს ახალი ლოკომოტივების შეძენაზე".

მაისი 2011.


"უკრზალიზნიცის" საინვენტარო პარკის ლოკომოტივების რაოდენობა, რომლებმაც ამოწურეს ქარხანა–მწარმოებლების მიერ დადგენილი ექსპლუატაციის ნორმატიული ვადა და გაგრძელებული სამსახურის ვადაც, მიდის კრიტიკულ ზღვართან.
ელმავლების ცვეთამ მიაღწია 90%, ხოლო მათ საშუალო წლოვანებამ – 36 წელს. მაგისტრალური და მანევრული თბიმავლების უმაღლესი ხარისხის ცვეთამ – 99% და 96% შესაბამისად. მაგისტრალური თბიმავლების საშუალო ასაკია 24 წელი, ხოლო მანევრულების – 29 წელი. თავისი რესურსი ამოწურეს ВЛ8, ВЛ60, ВЛ80 და ЧС2 სერიის ლოკომოტივებმა. კონკრეტულად, ამ ელმავლებზე ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია ურიკების ძარები.
წევის მოძრავი შემადგენლობის პარკის განახლების საჭიროებაზე ნათქვამი იყო უკრზალიზნიცის ტექნიკურ საბჭოზე, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გენერალური დირექტორის ვლადიმერ კოზაკის თავმჯდომარეობით. მისი სიტყვებით, მომავალ წელს უკრზალიზნიცა მიმართვას დიდ სახსრებს ახალი ლოკომოტივების შეძენაზე და ნაკლებს – ძველის შესაკეთებლად.
ბოლო ორი წელია, უკრაინის რკინიგზების ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძენილი იყო მხოლოდ 45 ელმავალი და 4 თბომავალი როდესაც მოთხოვნა იყო 146 ელმავალზე და 26 თბომავალზე.
2011 წელს დაძველების გამო საინვენტარო პარკიდან გამორიცხვას საჭიროებს 181 მუდმივი დენის მაგისტრალური სატვირთო ელმავალი ВЛ8, მათ შორის 72 ერთეული, რომელთაც გაუგრძელდა საექსპლუატაციო ვადა. ყოველი მათგანი აშენებულია 1957-1968 წლებში. 2012 წელს ჩამოწერას დაექვემდებარება ამ სერიის 101 ელმავალი, 2013 წ. – 81, 2014 წ. – 86, 2015 წ. – 53, 2016 წ. – 48, 2017 წ. – 37, 2018 წ. – 34, 2019 წ. – 1. 2011–2023 წწ. პერიოდში ამ ელმავლების მთლიანი პარკი მიაღწევს ექსპლუატაციის გაგრძელების მაქსიმალურ ვადას და იქნება ჩამოწერილი.
აგრეთვე მიმდინარე წელს საინვენტარო პარკიდან გამორიცხვას ექვემდებარება 65 ერთეული მუდმივი დენის მაგისტრალური სამგზავრო ელმავალი ЧС-2, რომლებსაც გაგრძელებული აქვს საექსპლუატაციო ვადა. 2012 წელს საჭირო იქნება ამ სერიის 38 ელმავლის ჩამოწერა. 2020 წლამდე ЧС-2 სერიის ყველა ლოკომოტივი ამოწურავს თავის გაგრძელებულ საექსპლუატაციო ვადას და ამოღებული იქნებიან ექსპლუატაციიდან.
ლოკომოტივების დეფიციტის შესასრულებლად, კერძოდ, ძველი ВЛ8 ელმავლების შეცვლა, ტექნიკურ თათბირზე რკინიგზელებმა და მეცნიერებმა მიიღეს გადაწყვეტილება დონეცკის რკინიგზაზე მუდმივი დენის ელმავლების ძირითად სერიად განისაზღვროს ელმავალი 2ЕЛ4, ხოლო პრიდნეპროვსკის – ВЛ-11М6. აგრეთვე კაპიტალური შეკეთება მოდერნიზაციით ჩაუტარდეს ВЛ-11 სერიის 20 ელმავალს და ლვოვის რკინიგზიდან გადაეცეს პრიდნეპროვსკის რკინიგზას. გადაწყდა ЧС-2 სერიის ელმავლების მოდერნიზაციის ჩატარება, რომლის დროსაც შეიცვლება ძარის და ურიკის ჩარჩოები, აგრეთვე იგეგმება ახლების შეძენა.
ცნობა:
ახალი თანამედროვე ლოკომოტივების შეძენის ტემპების ჩამორჩენის და 1998 წლიდან პარკის დაძველების გათვალისწინებით მეცნიერებმა და რკინიგზელებმა შეისწავლეს და განსაზღვრეს ლოკომოტივების დარჩენილი რესურსი. მეცნიერულ–კვლევითი სამუშაოების საფუძველზე შემუშავებულია ტექნიკური გადაწყვეტილებები და ექსპლუატაციის ვადის პირობები ლოკომოტივების შემდეგი ტიპებისათვის: ელმავლების – ВЛ8, ВЛ60в/и, ЧС2, ЧС4, ВЛ80к, ВЛ80т, ВЛ10, ВЛ82М და თბომავლების – ЧМЭ3, М62, 2М62, 2М62, 2ТЭ116, 2ТЭ10, ТЭП70, ТУ2. ასე სარემონტო ქარხნების პირობებში ექსპლუატაციის ვადა გაუგრძელდა 551 თბომავალს და 687 ელმავალს.
//უკრზალიზნიცის პრეს–ცენტრი.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=