მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

უახლოესი ხუთი წლის მანძილზე "უკრზალიზნიცას" ესაჭიროება 275 ლოკომოტივის შეძენა.

მაისი 2011.


წევის მოძრავი შემადგენლობის პარკის განახლებისათვის უკრზალიზნიცას 2011–2015 წწ. განმავლობაში ესაჭიროება 275 ლოკომოტივის შეძენა. ეს არის მხოლოდ სასწრაფოსაშუალო პერსპექტივა, რადგან ახალი ტექნიკის შეძენის საჭიროება მნიშვნელოვნად დიდია სალოკომოტივო პარკის მნიშვნელოვნად დიდი ცვეთის გამო. დღეისათვის თბომავლების პარკის საშუალო ცვეთა შეადგენს 97%, ელმავლების – 90%.
ცვეთის გამო 2011–2015 წლების განმავლობაში საინვენტარო პარკიდან ამოღებას მოითხოვს 195 ელმავალი და 340 თბომავალი. ამ პერიოდში, სალოკომოტივო მეურნეობის მთავარი სამმართველოს მონაცემებით შესაძენი იქნება 250 ელმავალი და 25 თბომავალი. ელმავლების განახლების მოთხოვნა იზრდება არა მარტო ძველი ტექნიკის რესურსის ამოწურვის გამო, არამედ თბოწევიდან ელექტროწევაზე გადასვლის და მატარებლების დაჩქარებულად მოძრაობის გამო. წევის მოძრავი შემადგენლობის პარკის ნაწილის შეცვლისათვის, რომელმაც განვლო ექსპლუატაციის ნორმატიული ვადა, უკრზალიზნიცამ შეიმუშავა 2008-2020 წწ. უკრაინის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლების კომპლექსური პროგრამა.
მოცემული პროგრამის შესაბამისად, 2008-2010 წწ. პერიოდში საჭირო იყო 146 ელმავლის და 26 თბომავლის შეძენა. მაგრამ ამ სამი წლის მანძილზე, უკრაინის რკინიგზების ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძენილია 45 ელმავალი (2008 წელს – 34 ელმავალი, 2009 წ. – 4, 2010წ. – 7) და 4 თბომავალი (2008 წ.)
სალოკომოტივო პარკის მნიშვნელოვანი დაძველება, პროგრესირებს, და მისი სწრაფი განახლება ახალი წევის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის ხარჯზე მხოლოდ უკრზალიზნიცის სახსრებით აიძულებს კაპიტალური შეკეთების ჩატარებას ქარხანა–მწარმოებელის მიერ ექსპლუატაციის ნორმატიული ვადის გაგრძელებით და ლოკომოტივების მზიდი კონსტრუქციების დარჩენილი რესურსის დადგენით. საბოლოო რესურსმა უნდა უზრუნველყოს ლოკომოტივის უსაფრთხო ექსპლუატაცია შემდეგ კაპიტალურ შეკეთებამდე.
ცნობა:
დღეს დღეობით უკრაინის რკინიგზებზე ექსპლუატაციას გადიან მაგისტრალური სატვირთო, სამგზავრო და მანევრულითბომავლები; მაგისტრალური სატვირთო და სამგზავრო ელმავლები. მთლიანობაში წევის მოძრავი შემადგენლობის საინვენტარო პარკი მოიცავს2447,5 თბომავალი და 1863 ელმავალი. ექსპლუატაციაში იმყოფება 1451,5 თბომავალი და 1271 ელმავალი.
პარკის დიდ ნაწილს შეადგენენ შემდეგი ელმავლები: ВЛ8, ВЛ10, ВЛ11, ВЛ60, ВЛ80, ВЛ82, ЧС2, ЧС4, ЧС7, ЧС8, მაგისტრალური თბომავლები – 2ТЭ116, 2ТЭ10, 2М62, ТЭП70, მანევრული თბომავლები ЧМЭ3 და სხვა ლოკომოტივები, რომლებიც დაპროექტებულია და დამზადებულია გასული საუკუნის 50-60 წლებში.
ლოკომოტივების უმრავლესობა, რომლებიც გადიან ექსპლუატაციას, ტექნიკური მომსახურეობისათვის და შეკეთებისათვის საჭიროებენ 40-60% მეტ დანახარჯებს, თანამედროვე ნიმუშებთან შედარებით გააჩნიათ დაბალი ეკონომიურობა. ამის გარდა, მათ უმეტესობას მათი ზღვრული კონსტრუქციული სიჩქარის გამო არ შუძლიათ უზრუნველყონ სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 100 და 140 კმ/ს სიჩქარით მოძრაობა შესაბამისად.
//უკრზალიზნიცის პრეს–ცენტრი.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=