მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა კრედიტირების პირობები საქართველოსთვის.

მაისი 2011.


კრედიტის მეორე ტრანში, რომელიც აზერბაიჯანმა გამოყო "ბაქო–თბილისი–ყარსის" რკინიგზის ქართული მონაკვეთის მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის, წარმოდგენილია 25 წლით 5%–იანი წლიური განაკვეთით.
ამის შესახებ ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც პარასკევს გაავრცელა აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტრომ. მეორე ტრანში ითვალისწინებს აზერბაიჯანის მხრიდან 575 მილიონის ოდენობის სახსრების გამოყოფას. პირველი ტრანში – 200 მილიონი დოლარის ოდენობით გამოეყო ქართულ მხარეს აგრეთვე 25 წლით წლიური ერთი პროცენტის განაკვეთით. ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმებაში შევიდა, რომელიც შეეხება დაფინანსების, პროექტირების, მშენებლობის, მარაბდის სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, საკრედიტო ხაზის საერთო მოცულობამ შეადგინა 775 მილიონი დოლარი. "ბაქო–თბილისი–ყარსის" ქართული სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისა და რეაბილიტაციის დაფინანსება ხორციელდება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდიდან. "ბაქო–თბილისი–ყარსის" პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი 105–კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის ტოტის მშენებლობა, რომლის 76 კილომეტრი გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო 29 კილომეტრი – საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გარდა, საქართველოში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ახალქალაქი–მარაბდა–თბილისის სარკინიგზო მონაკვეთს. ახალქალაქში იგეგმება გადასასვლელი პუნქტის მშენებლობა, საქართველოს ლიანდიდან – ევრიპულზე.
როგორც ადრე აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2012 წლის პირველ ნახევარში. მაგრამ, პროექტის რეალიზაციის შეთანხმებული ვადის მიუხედავად, მხარეები მუშაობენ იმაზე, რომ დააჩქარონ პროცესი და სამუშაოების დიდი ნაწილი დაასრულონ 2011 წლი ბოლომდე.
//საქართველოს ბიზნესი.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=