მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

უკრზალიზნიცამ განსაზღვრა ლოკომოტივების ძირითადი სერიები

მაისი 2011.


უკრზალიზნიცა ოპტიმიზირებას უკეთებს წევის მოძრავი შემადგენლობის პარკს. მისი ტექნიკური გადაიარაღების მიზნით განსაზღვრულია ელმავლების დ თბომავლების ძირითადი სერიები, რომლებსაც უახლოესი წლების განმავლობაში განუხორციელდებათ მოდერნიზირება და შესყიდვა. ლოკომოტივების ძირითადი სერიები დამტკიცებულია უკრზალიზნიცის სალოკომოტივო მეურნეობის განვითარებისა და ფუნქციონირების კონცეფციით, რომელიც მიღებულია ტექნიკურ საბჭოზე უკრზალიზნიცის გენერალური დირექტორის ვლადიმირ კოზაკის თავმჯდომარეობით მიმდინარე წლის აპრილში.
უკრაინის რკინიგზის თბომავლის პარკის ძირითად სერიებად განსაზღვრულია М62, 2М62 და 2ТЭ116. გზაზე მუდმივი დენის სატვირთო ელმავლების ძირითად სერიად განისაზღვრა ელმავალი 2ЭЛ4, ხოლო პრიდნეპროვსკის რკინიგზაზე – ელმავლები ВЛ11М6.
"სალოკომოტივო მეურნეობა არის ერთ ერთი ძირითადი ელმენტი სარკინიგზო დარგში. დღევანდელი დღისთვის მისი ტექნიკური მდგომარეობა არის – გადაზიდვის პროცესის ამაღლებული ენერგოტევადობა, მოძრავი შემადგენლობის ცვეთის მაღალი ხარისხი – საჭიროებს წევის ტექნიკის განახლების ეფექტური გადაწყვეტილების მოპოვებას შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, რომელიც გააჩნია უკრზალიზნიცას. მოძრავი შემადგენლობის ძირითადი სერიების განსაზღვრა საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ არაპერსპექტიული თანამედროვე პირობებში მოდელები, არსებული ლოკომოტივების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო ბაზის ოპტიმიზაცია, აგრეთვე ახალი ტექნიკის მწარმოებლებისათვის მტკიზე მოთხოვნების ფორმირება", – აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.
უკრაინის რკინიგზის სალოკომოტივო პარკი ფორმირდებოდა მათი მიწოდების ხარჯზე 1993 წელს. უდიდესი პარტიები, 300–400 ლოკომოტივი წელიწადში, შესყიდული იქნა 1987 და 1970–1975 წლებში. დღეისათვის წევის მოძრავი შემადგენლობის საინვენტარო პარკი შეადგენს 2488 მაგისტრალურ და მანევრულ თბომავალს და 1862 ელმავალს, მათგან ექსპლუტაციას გადის 1343 თბომავალი და 1271 ელმავალი. თბომავლების საინვენტარო პარკის 74% და ელმავლების საინვენტარო პარკის 74,3%–მა უკვე იმუშავეს ქარხანა–მწარმოებელის მიერ დადგენილი საექსპლუატაციო ვადა.
ლოკომოტივების უმრავლესობა, რომლებიც გადიან ექსპლუატაციას საჭიროებენ 40–60% მეტ დანახარჯს ტექნიკურ მომსახურეობაზე და შეკეთებაზე, თანამედროვე მოდელებთან შედარებით, აგრეთვე ვერ უზრუნველყოფენ მატარებლების მოძრაობას 120 კმ/ს სიჩქარით (სატვირთო) და 160 კმ/ს (სამგზავროებისათვის).
წევის მოძრავი შემადგენლობის პარკის გადაიარაღებისათვის, უკრზალიზნიცის სალოკომოტივო მეურნეობის განვითარების და ფუნქციონირების კონცეფციის შესაბამისად, ტექნიკურ საბჭოზე გადაწყვიტეს:
ჩაუტარდეს მოდერნიზაცია ЧМЭ-3 სერიის თბომავლებს ახალი ძალური მოწყობილობით და თანამედროვე მართვის სისტემებით მათი მომსახურების ვადის გაგრძელებით 30 წლით;
თანდათან შეიცვალოს 2ТЭ10 სერიის თბომავლები 2ТЭ116 სერიის თბომავლებზე მათთვის კომპლექსური მოდერნიზაციის ჩატარების და მომსახურეობის ვადის 20 წლით გაგრძელების შემდეგ;
კომპლექსურად ჩაუტარდეს მოდერნიზაცია М62 და 2М62 სერიის თბომავლებს თანამედროვე ძალური მოწყობილობებით და უსაფრთხოების და მართვის სისტემებით მათთვის მომსახურების ვადის გაგრძელებით 30 წლით;
– შესყიდულ იქნას ТЭП-150 სერიის სამგზავრო მაგისტრალური თბომავლები;
– მოდერნიზაცია ჩაუტარდეს ТЭП70 სერიის თბომავლები მომსახურეობის ვადის გაგრძელებით 29 წლით;
– გაგრძელდეს ВЛ80 სერიის ელმავლების შეცვლა 2ЭЛ5 სერიის ელმავლებით;
– მოდერნიზირება ჩაუტარდეს ЧС2 სერიის ელმავლებს მათზე ძარების და ურიკების ჩარჩოების შეცვლით, აგრეთვე შეიცვალოს ამ სერიის ელმავლები, რომლებმაც იმუშავეს მომსახურეობის ვადის დიდი პერიოდი და თავისი ტექნიკური მდგომარეობით ექვემდებარებიან გამორიცხვას საინვენტარო პარკიდან მათი ახლებით ეტაპობრივად ჩანაცვლებით;
– დასრულდეს ЧС4 სერიის ელმავლების მოდერნიზაცია მათზე ურიკების ჩრჩოების და ძარების შეცვლით;
– მოდერნიზირება ჩაუტარდეს ВЛ80 სერიის 10 ელმავალს ВЛ40 სერიის სამგზავრო ელმავლებად, რომ შეიცვალოს ВЛ60 სერიის ელმავლები, რომლებმაც იმუშავეს მომსახურეობის ვადის გაგრძელებული პერიოდი და თავისი ტექნიკური მდგომარეობით ექვემდებარებიან საინვენტარო პარკიდან გამორიცხვას;
– დაიწყოს სამუშაო ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის უკრაინის საწარმოებზე ორმაგი კვების ელმავლების ერთერთ წამყვან მწარმოებელთან, ამასთან ერთად 40% უნდა შეადგენდეს სამამულო
მაკომპლექტებლებს.
//უკრზალიზნიცის პრეს–ცენტრი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=