მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

გამოქვეყნებულია ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობა

მაისი 2011.


ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო შეტყობინების შექმნის ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს, დაწყებულია კარცახის (საქართველოს მონაკვეთი) სადგურის შენობის მშენებლობა, აღნიშნა ინტერვიუში ზია მამედოვმა, რომელიც განთავსებულია მმართველი პარტიის "ენი აზერბაიჯანი" ოფიციალურ საიტზე.
აგრეთვე, მამედოვის თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები სარკინიგზო მონაკვეთის და დანადგარების მშენებლობის მომზადებისათვის ახალქალაქი–კარწახის მონაკვეთზე (საზღვარი თურქეთთან). უკვე დამთავრდა 46 სხვადასხვა წყალამრიდის, ხუთი ხიდის და გზაჯვარედინების მშენებლობა, აგრეთვე მთის ძირში წყლის არხების მშენებლობა 2,5 კილომეტრის სიგრძეზე.
დასრულებულია სადგურის (ახალქალაქი) დაპროექტების სამუშაოები სადაც მოხდება თვალწყვილების შეცვლა და 4,2 კილომეტრიან გვირაბის დაპროექტება რომელიც აშენდება საქართველოს და თურქეთის საზღვარზე, აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, დაწყებულია 158–კილომეტრიანი მარაბდა–ახალქალაქი მონაკვეთის სარეაბილტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველი ეტაპი. ამ მონაკვეთზე სამუშაოების რეალიზაცია იგეგმება სამ ეტაპად. "ბაქო–თბილისი–ყარსის" პროექტის ფარგლებში იგეგმება სარკინიგზო მაგისტრალის 105–კილომეტრიანი ახალი ტოტის აშენება, რომლის 76 კილომეტრი გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო 29 კილომეტრი – საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გარდა, საქართველოში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ახალქალაქი–მარაბდა–თბილისის რკინიგზის მონაკვეთს, რაც აამაღლებს მის გამტარობას წელიწადში 15 მილიონ ტონამდე. ახალქალაქში იგეგმება წყვილთვლების შეცვლის პუნქტის მშენებლობა (საქართველოში მოქმედი ლიანდიდან – ევროპულზე).
როგორც მამედოვმა ადრე აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2012 წლის პირველი ნახევრისათვის. მაგრამ პროექტის რეალიზაციის შეთანხმებული ვადების მიუხედავად, მხარეები მუშაობენ იმაზე, რომ დააჩქარონ პროცესი და დაასრულონ სამუშაოების დიდი ნაწილი 2011 წლის ბოლომდე. დერეფნის პიკური გამტარიანობა შეადგენს 17 მილიონ ტონას. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი შეადგენს 1 მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს.
//საქართველოს ბიზნესი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=