მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

"უკრზალიზნიცა" უხმობს თანამემამულე მწარმოებლებს ლოკომოტივის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად

აპრილი 2011.


უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ("უკრზალიზნიცა") მოუხმო თანამემამულე მწარმოებლებს წევის მოძრავი შემადგენლობის სფეროში შექმნან ინოვაციური სარკინიგზო პროდუქტი – ერთი მემანქანის მიერ მატარებლის ავტომატური მართვის სისტემა.
როგორც აღნიშნა "უკრზალიზნიცის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კოზაკმა, მოცემული სისტემა არის ლოკომოტივის აღჭურვის აქტუალური ელემენტი, რადგან ის ამაღლებს მოძრაობის უსაფრთხოების დონეს სამოძრაო გზის მთლიან მანძილზე მემანქანის უწყვეტი კონტროლის ხარჯზე.
ხელმძღვანელის შეფასებით, სისტემის თავისებურება უნდა გახდეს ფუნქციების და ელემენტების ფართე მოცულობა, რომელიც ამაღლებს უსაფრთხოებას – ლოკომოტივის უსაფრთხოების მოწყობილობების ურთიერთქმედება, დამუხრუჭების ავტომატური მართვის სისტემით, მემანქანის ყურადღების ტელემექანიკური კონტროლის სისტემით, ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, აგრეთვე მატარებლების რადიოსადგურებით და უკანა ხედვის სარკეებით მართვის ორივე ჯიხურში. ამის გარდა, ერთი მემანქანის მიერ მატარებლის მართვის ავტომატური სისტემა უნდა აფიქსირებდეს ლოკომოტივის ადგილმდებარეობის კოორდინატებს მაღალი სიზუსტით (GPS სიგნალის მეშვეობით). ეს გააძლიერებს დაცვის ხარისხს – მემანქანის მიერ ყურადღების გაფანტვის და კონტროლის სისტემის უმოქმედობის შემთხვევაში მატარებლების დისპეჩერმა თავის თავზე უნდა აიღოს მატარებლის გაჩერების ფუნქცია. როგორც ვ.კოზაკმა აღნიშნა, ადმინისტრაცია მზად არის თანამემამულე მწარმოებლებთან თანამშრომლობისათვის.
//რჟდ–პარტნიორი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=