მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

"უკრზალიზნიცამ" შეიმუშავა სალოკომოტივო მეურნეობის განვითარების და ფუნქციონირების კონცეფცია

აპრილი 2011.


უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ("უკრზალიზნიცა") შეიმუშავა სალოკომოტივო მეურნეობის განვითარების და ფუნქციონირების კონცეფცია.
ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნებულია სახელმწიფო მონოპოლიის მიერ "უკრზალიზნიცის" სალოკომოტივო პარკის განახლების საკითხებში ტექნიკური საბჭოს სხდომაზე. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს "უკრზალიზნიცის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კოზაკმა, გენდირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლაი სერგიენკომ, უკრაინის რკინიგზების უფროსები, მანქანათმშენებლობის საწარმოების წარმომადგენლები.
როგორც ვ.კოზაკმა აღნიშნა დარგში სალოკომოტივო მეურნეობის განახლება ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ამოცანაა, სტრატეგიულია "უკრზალიზნიცისთვის".
"სალოკომოტივო პარკი ამორტიზირებულია 80%–ით, საჭიროებს 40–60% მეტ ხარჯს შეკეთებაზე და ტექნიკურ მომსახურეობაზე ვიდრე ტექნიკის თანამედროვე მოდელები, – შეგვატყობინა გენერალურმა დირექტორმა. – ამის გარდა, ლოკომოტივების უმეტესი ნაწილე ვერ უზრუნველყოფს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას 120 და 160 კმ/საათამდე. თუ ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტას გადავდებთ, ხვალ ჩვენ გვექნება როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო მატარებლების ტოტალური დეფიციტი"
ამ პრობლემის გადაწვეტას ხელმძღვანელობა ხედავს განსაზღვრული მიმართულებით ძალების კონცენტრაციაში. "უკვე დღეს ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პერსპექტიული მოდელები, განვსაზღვროთ მნიშვნელოვანი ამოცანები და შემდეგში განვახორციელოთ ტექნიკური გადაიარაღება ერთი ექსპერიმენტალური დეპოს ბაზაზე. ამის შემდეგ – გადავცეთ მიღებული გამოცდილება ყველა რკინიგზას", – აღნიშნა ვ. კოზაკმა.
შემუშავებული დარგობრივი კონცეფციის შესაბამისად, იგეგმება წევის სერიის პარკის განსაზღვრა, რომელიც პერსპექტიულია უკრაინის რკინიგზებისათვის. დადგენილი ნომენკლატურის ფარგლებში დაგეგმილია ეტაპობრივი დაძველებული წევის შეცვლა ახლით. პარალელურად იწარმოებს არსებული პარკის ნაწილის მოდერნიზება (ლოკომოტივების თანამედროვე ძალური მანქანებით აღჭურვა; უსაფრთხოების და მართვის სისტემების დაყენება მომსახურეობის ვადის გაგრძელებით).
გადაიარაღებისას დიდი ყურადღება მიექცევა ენერგოშენახვის ტექნოლოგიების და თანამედროვე საწვავის გახარჯვის და გამოყენების კონტროლის ელექტრონული დაყენების დანერგვას.
//რჟდ–პარტნიორი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=