მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

უკრაინის მთავრობამ სახელმწიფო სატრანსპორტო ფონდები მიამაგრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს

აპრილი 2011.


უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში გადასცა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ის ობიექტები, რომლებიც ეკუთვნის სატრანსპორტო სფეროს.
უკრაინის პრემიერ–მინისტრის ნიკოლოზ აზაროვის განკარგულების თანახმად, სამინისტროს გადაეცემა სახელმწიფო დაწესებულებები, საავიაციო, სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტის ორგანიზაციები და დაწესებულებები. ამის გარდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიემაგრება კომპანიები ღია სააქციო საზოგადოებების სახით, რომლებსაც მფლობელად ჰყავთ სახელმწიფო კორპორატიული უფლებების ხარისხში.
სარკინიგზო პროფილის გადასაცემ ობიექტთა რიცხვში ფიგურირებს: უკრაინის რკინიგზები; სამრეწველო დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ "უკრზალიზნიცის" საწარმოო ციკლს (ვაგონის სარემონტო და წევის მოძრავი შემადგენლობის სარემონტო, რკინაბეტონის შპალების მწარმოებელი დაწესებულებების, მომარაგემის დაწესებულებების ჩათვლით); საოპერატორო კომპანიები ("ლისკი", "უკრრეფტრანსი", "უკრსპეცვაგონი"); საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, და აგრეთვე სარკინიგზო პროფილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები; სოციალური სფეროს დაწესებულებები (სამედიცინო დაწესებულებების ჩათვლით).
წყლის სფეროს ობიექტებიდან – საზღვაო–სავაჭრო ნავთსაყუდელები, სახელმწიფო საწარმო "დელტა–ლოცმანი", ტექნიკური ფლოტის საწარმოები, სახელმწიფო საზღვაო კომპანიები ("უკრაინის დუნაის გადაზიდვები", "უკრტანკერი", "უკრაინის საზღვაო სარეფრეჟერატორო გადაზიდვები", "სი ტრაიდენტი"), გემის სარემონტო საწარმოები.
შეგახსენებთ, იულია ტიმოშენკოს მინისტრთა კაბინეტმა 2009 წელს "უკრზალიზნიცას" მიამაგრა 100–ზე მეტი საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტის ერთობლივ საწარმოო–ტექნოლოგიურ ციკლს.
2008 წელს "უკრზალიზნიცის" სარკინიგზო ადმინისტრაციას ჩამოერთვა მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები და მმართველობაში გადაეცა მაღალმდგომ სამინისტროს. ამ ნაბიჯმა, რკინიგზელთა აზრით, დაარღვია უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობის ერთიანი ტექნოლოგიური ჯაჭვი.
//რჟდ–პარტნიორი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=