მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ქობალია: პროექტი ბაქო–თბილისი–ყარსი უნდა დასრულდეს დადგენილ ვადაში

აპრილი 2011.


პროექტი ბაქო–თბილისი–ყარსი, რომელმაც უნდა გააერთიანოს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო სისტემები უნდა დასრულდეს დადგენილ ვადაში, აზერბაიჯანში ერთდღიანი ვიზიტის დროს "Trend"–თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.
"ბაქო–თბილისი–ყარსი მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც საქართველოსთვის ასევე პროექტში ჩართული ყველა ქვეყნისათვის. დღეს ჩვენ აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრთან ერთად განვიხილეთ თანამშრომლობის ეს მიმართულება. აუცილებელია ის, რომ ეს პროექტი დასრულდეს იმ ვადებში, რომლებიც დადგინდა პროექტის დასაწყისში" – აღნიშნა ქობალიამ.
მისი თქმით, იმის მიუხედავათ, რომ პროექტის რეალიზაციის დროს შეიქმნა შეფერხებები, სამუშაოები ამ პროექტზე სრულდება მთელი ძალებით. "მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის დასრულებას 1.5 წელიწადში. რეისათვის განიხილება დამატებითი დაფინანსების საკითხი და ჯერ–ჯერობით ამ მიმართულებით კონტრაქტი ხელმოწერილი არ არის", – აღნიშნა მან. როგორც ადრე აზერბაიჯანის მხარემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში საუბარია დაახლოებით 500 მილიონი დოლარის მოცულობის
დამატებითი სახსრების გამოყოფაზე. საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანის მიერ უკვე გამოიყო 200 მილიონი დოლარი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობის ფონდის სახსრებიდან. ამ კრედიტის სახსრები გათვლილია 25 წელზე წლიური 1 პროცენტის გათვალისწინებით.
მეორე კრედიტის შემთხვევაში მოსალოდნელია პროცენტის გაზრდა 5 პროცენტამდე. ბაქო–თბილისი–ყარსი პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი 105–კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის ტოტის მშენებლობა, რომლის 76 კილომეტრი გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო 29 კილომეტრი – საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გარდა საქართველოში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ახალქალაქი–მარაბდა–თბილისის სარკინიგზო მონაკვეთს, რაც გაზრდის მის გამტარიანობას წელიწადში 15 მილიონ ტონა ტვირთამდე. ახალქალაქში იგეგმება საქართველოში არსებული ლიანდიდან ევროპულ ლიანდზე გადასაყვანი პუნქტის მშენებლობა. დერეფნის პიკური გამტარიანობის შესაძლებლობა შეადგენს 17 მილიონ ტონა ტვირთს. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი შეადგენს ერთ მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს.
//საქართველოს ბიზნესი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=