მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

2011 წლის თებერვალში "უკრზალიზნიცამ" გაზარდა ჩატვირთვა 13%–ით, ხოლო გადმოტვირთვა – 9%–ით.

მარტი 2011.


2011 წლის თებერვალში "უკრზალიზნიცამ" გააუმჯობესა სატვირთო და საექსპლუატაციო სამუშაოების მაჩვენებლები.
ასე, თვის შედეგების მიხედვით ქსელის საერთო ჩატვირთვის მოცულობამ შეადგინა 30 მლნ. ტონა. ერთი დღის საშუალო ჩატვირთვამ შეადგინა 963,3 ათასი ტონა, რაც 2010 წლის თებერვლის დონეზე 13,3%–ით მეტია, ნათქვამია სარკინიგზო უწყებების მასალებში.
იანვართან შედარებით ერთი დღისჩატვირთვის ზრდამ შეადგინა 8,2%.
ჩატვირთვის ზრდას მიაღწია უკრაინის ექვსმა რეგიონალურმა რკინიგზამ. დიდი პროგრესი დაფიქსირდა ლვოვის და უკრაინის რკინიგზებზე (ზრდა 47,9%–ით და 32,1%–ით წინა წელთან შედარებით). მცირე ზრდის, 5,7%–ით დემონსტრირება შეძლო სატვირთო გადაზიდვების ლიდერმა – დონეცკის რკინიგზამ.
გადმოტვირთვამ ქსელში ტებერვალში შეადგინა 434 ათასი ვაგონი. დღიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 15,5 ათასი ვაგონი – 9,3%–ით მეტი 2010 წლის თებერვლის დონესთან შედარებით.
იანვრისთვის მაჩვენებელის ზრდამ შეადგინა 3,3%.
ტებერვალში ქსელში სატვირთო ვაგონის ბრუნვა დაჩქარდა 1,12 სუტკით 2010 წლის თებერვალთან შედარებით და შეადგინა 6,23 სუტკა. მიმდინარე წლის იანვრისთვის ბრუნვა შემცირდა 0,6 სუტკით. კერძოდ, დატვირთული ვაგონის ბრუნვამ შეადგინა 3,2 სუტკა, წინა წელთან შედარებით 0,24 სუტკიანი დაჩქარებით.
"უკრზალიზნიცის" მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება ვაგონების დამუშავების დროს სერიოზული შემცირება. ასე, ვაგონის გაჩერება სატვირთო ოპერაციისას თებერვალში შემცირდა 6,67 სუტკით წინა წლის თებერვალთან შედარებით, 38,6 საათამდე. ვაგონის გაჩერება ერთ ტექნიკურ სადურზე შემცირდა 1,71 საათით, 7,9–საათამდე. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით გაჩერების მაჩვენებლები შემცირდა 6 და 0,7 საათით შესაბამისად.
გაუმჯობესდა სალოკომოტივო პარკის გამოყენების მაჩვენებლები. თებერვალში ლოკომოტივის დღის საშუალო გარბენმა შეადგინა 480კმ – 2,3%–ით მეტი, ვიდრე წინა წლის თებერვალში. ამავე დროს ლოკომოტივის სუტკის საშუალო წარმადობა ამაღლდა 5,2%–ით, ბრუტოს 1,368 მლნ. ტ–კმ–მდე.
//რჟდ–პარტნიორი

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=