მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

შპს "საქართველოს რკინიგზამ" სს "ელმავალმშენებელს" მისცა 20 მლნ. ლარის შეკვეთა.

მარტი 2011.


შპს "საქართველოს რკინიგზამ" სს "ელმავალმშენებელს" 20 მილიონი ლარის დაკვეთა მისცა. ქარხანაში მოდერნიზება ჩაუტარდა რვა ელმავალს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მოდერნიზებული ელმავლები საქართველოს დროშის ფერებში შეიღებება. "ელმავალმშენებელ ქარხანას" დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია ეწვივნენ და ის საამქროები დაათვალიერეს, სადაც ელმავლებს მოდერნიზება უტარდება. კონტრაქტში ასევე გაწერილია სხვადასხვა სარკინიგზო მანქანა–დანადგარების დამზადება. "ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქარხანა, თანაც არა მხოლოდ კავკასიის მაშტაბით. ისინი ამარაგებენ სარემონტო საშუალებებით და მარაგნაწილებით პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს და ეს არის სწორედ ქარხნის განვითარების მთავარი სტრატეგია, რომელზეც ახლა კონცენტრაცია მიმდინარეობს" განაცხადა ირაკლი ეზუგბაიამ. სს "ელმავალმშენებელი" დიდი ტრადიციებისა და შესაძლებლობების მქონე ერთადერთი ქარხანაა ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე, რომელიც მუდმივი დენის მაგისტრალურ ელმავლებს აწარმოებს. ამ დროისთვის, ქარხანას აქვს დაკვეთები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, თუმცა მისი ყველაზე დიდი დამკვეთი სწორედ "საქართველოს რკინიგზაა". აღნიშნული დაკვეთა საშუალებას მისცემს ქარხანას მოახდინოს მისი გადაიარაღება ევროპულ სტანდარტებზე. "საქართველოს რკინიგზა" ირჩევს ქართულ საწარმოებს, რათა ინვესტიცია სწორედ ქართულ ეკონომიკაში ჩადოს. ქარხანაში დასაქმებულია 1200 ადამიანი და "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთის შედეგად შეიქმნება დამატებით კიდევ 500 ახალი სამუშაო ადგილი. წყარო: http://www.railway.ge/?action=news<=rus&npid=159</p>

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=