მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

საქართველო როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი.

აგვისტო 2010.


საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირმა მოაწერეს ხელი ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს განვითარებას როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და მოიზიდოს დიდი მოცულობის ტვირთები რუსეთის და ირანის კორიდორებიდან. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენგან მოითხოვს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის მიმზიდველობის ასამაღლებლად, და ჩვენ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ ამაზე", – აღნიშნა ნიკა გილაურმა. უპირობოთ, საქართველოს გეგმების განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა ემიჭება აზერბაიჯანის და თურქეთის მონაწილეობას.
დღევანდელ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ ჩაერთოს რაც შეიძლება მეტ სატრანსპორტო კორიდორში: ბუნებრივი აირის, ნავთობის, საზღვაო და სარკინიგზო.
სპეციალისტები თვლიან, რომ სრულმაშტაბიანი თანამშრომლობა შეიძლება გახდეს ნაყოფიერი ყველა დაინტერესებული მხარესათვის. საქართველს ტერიტორიაზე მდებარეობს ორი მძლავრი პორტი – ბათუმი და ფოთი. მათი გავლით აზერბაიჯანში, სასომხეთში ხოლო კასპიის გავლით ცენტრალურ აზიაში მიდიან იამრავი ტვირთები, რომლებიც გადაიზიდებიან საზღვაო გზით. ამიტომ, ამ პროექტს "საქართველო როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი" გააჩნია თავისი ამბიციები და თავისი რეალიზაციის შესაძლებლობები. დღევანდელ დღეს რუსეთიდან გაიხსნა გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი" – ესეც არის ამგვარი პროექტების ერთერთი რეალიზაციის შესაძლებლობა. ეს არა არის სამოქალაქო გამშვები პუნქტი, სამაგიეროთ მრავალი ტვირთი მიდის სასომხეთის და ირანის მიმართულებით. ეს პროექტები მუშაობენ, და, ალბათ უფრო გამდიდრდებიან. ეს ხელს უწყობს, ბუნებრივად, საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდას. საქართველო დღეს ხდება სულ უფრო და უფრო სერიოზული კვანძი, შეიძლება ითქვას, თავისებური სახეობის სატრანსპორტი დისტრიბიუტორი, – თვლის კონფლიქტოლოგი და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი პაატა ზაქარეიშვილი. ამის გარდა, ექსპერტმა აგრეთვე აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს და აფხაზეთს შორის სარკინიგზო შეტყობინების აღდგენა ხელს შეუწყობდა როგორც პოლიტიკური ამბიციების შესუსტებას, რომლებიც შექმნილია სახელმწიფოებს შორის, ასევე გარკვეული დივიდენდბის მოტანას ორივე მხარესათვის. და ის არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება, როგორც "ზედა ლარსის" გამშვები პუნქტის შემთხვევაში, რუსეთს და საქართველოს შორის შეიძლება იქნას მიღწეული.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=