მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალმშენებელმა ქარხანამ რკინიგზის შეკვეთა მიიღო

თებერვალი 2010.


1 თებერვალს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია ელმავალმშენებელ ქარხანაში იმყოფებოდნენ. მათ ის საამქრო დაათვალიერეს, სადაც ელმავლების შეკეთება და განახლება მიმდინარეობს. ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს რკინიგზისა და ელმავალმშენებელი ქარხნის ურთიერთთანამშრომლობა. ,,გასული წლის კრიზისის გამო, რამდენიმე ქვეყანამ ჩვენს საწარმოში შეაფერხა თავიანთი ელმავლების შეკეთება. ეს შეკვეთა იძლევა იმის გარანტიას, რომ კომპანიას არავითარი ფინანსური შეფერხებები არ ექნება. პირიქით, 2010 წლის განმავლობაში შეძლებს მოგებაზე ფუნქციონირებას,» – განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. ,,ელმავლების შეკეთებისათვის ,,საქართველოს რკინიგზამ» 15 მლნ ლარი გამოყო. ეს არის რკინიგზის მიერ 2010 წლის საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილი. Qელმავალმშენებელ ქარხანას, ბაზის შენარჩუნების საფუძველზე, ექნება საშუალება შეასრულოს სხვა უცხოური დაკვეთები,» – განაცხადა შპს ,,საქართველოს რკინიგზის» გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ. ელმავალმშენებელმა ქარხანამ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ქარხანაში ორი ელმავალი შეკეთდება, დანარჩენი ელმავლების შეკეთება კი ეტაპობრივად წლის განმავლობაში მოხდება.



დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=