მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

თათბირი გადაიდო.

თებერვალი 2009.


თათბირი გადაიდო.
პარტნიორები განიხილავენ ირანის გზის მიმდინარე პროექტს მარტის შემდეგ.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო ტოტის მშენებლობის პროექტის შესახებ ექსპერტთა თათბირი გადაიდო თებერვლიდან მარტამდე. მოლაპარაკების რუსი მონაწილეები ამტკიცებენ, რომ შეხვედრა გადაიდო ირანის მხარის არამზადყოფნის გამო.
საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტის საზღვარგარეთის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა კირილე ვორონინმა მოუყვა "გუდოკს". რომ ახალი ტოტი უნდა გახდეს ახალი სატრანსპორტო დერეფნის "ჩრდილოეთი–სამხრეთი" ნაწილი, რომლის გავლითაც მიდის ყველა ტვირთის ნაკადები ინდოეთში და ჩინეთში. "მისი მშენებლობის საკითხი განიხილება უკვე 8 წელი, განხილულ იქნა რამოდენიმე ვარიანტი ირანის აღმოსავლეთში და დასავლეთში, მარტში მივიღებთ გადაწყვეტილებას გაზვინი–რეშტი–ასტარას ტრასის შესახებ", – ამბობს კირილე ვორონინი.
350 კმ სიგრძის ხაზი გაივლის კასპიის ზღვის სამხრეთ–დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ და შეაერთებს ირანის ქალაქ გაზვინს აზერბაიჯანის სასაზღვრო ქალაქთან ასტარასთან.
ოფიციალური ირანი აგრეთვე ცდილობს გააქტიუროს სამუშაოები პროექტზე. "ჩვენ უკმაყოფილო ვართ მშენებლობის ტემპებით. ირანის გზების სამინისტრომ მიიღო ზომები ამ პროცესის დასაჩქარებლად, და ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე დააჩქრებს ამ პროექტის რეალიზებას", – ორაშაბათს განაცხადა აზერბაიჯანის ტელეარხის ANS მიცემულ ინტერვიუში ირანის საფარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეხრ მოტტაკიმ.
მშენებლობისათვის უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო რუსეთის, ირანის და აზერბაიჯანის მონაწილეობით. ადრე ირანი გზის დამოუკიდებლად აშენებას ცდილობდა, მაგრამ 2007 წელს სამუშაოები შეჩერდა. ღსს "რჟდ" თვლის, რომ შემოწმების და შეფასების შემდეგ მონაკვეთი შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი საწარმოს უფლებამოსილ კაპიტალში.
მარტის თათბირზე მხარეებმა უნდა განიხილონ პროექტის ტეს, რომელიც შემუშავებული იყო წინა წლის ბოლოს სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში "გიპროტრანსი" ღსს "რჟდ". მაგრამ შესაძლებელია, რომ თათბირი მარტშიც არ შედგება. როგორც "გუდოკს" წყარომ აუწყა, თათბირის გადატანის მიზეზი გახდა ივნისის თვეში ირანში მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნები.
მესამე მხარე – აზერბაიჯანი – ელოდება მომენტს, როდესაც ის პროექტში ჩართვას შეძლებს. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ირანი უახლოვეს მომავალში აღადგენს მშენებლობას. თუ ეს მოხდება, მაშინ უვე წლის ბოლომდე პროექტი შეიძლება დასრულდეს", – "გუდოკს" განუცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის საგარეო კავშირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბახტიარ საფაროვმა. აზერბაიჯანის რკინიგზა ააშენებს 14 კმ მონაკვეთს ასტარიდან ირანის საზღვრამდე. ამის გარდა, აზერბაიჯანი შეცვლის ვაგონების თვალწყვილებს ირანის ვიწრო ლიანდაგისთვის.
როგორც "გუდოკს" წყარომ შეატყობინა ყველაზე მნიშვნელოვანია გზის მშენებლობის ღირებულების საკითხი. წყაროს აზრით ირანის მხარეს სურს შეამციროს თავის ფინანსური მონაწილეობა ამ პროექტის დაწყებაში.
"გუდოკი" 26.02.2009

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=