მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

საექსპორტო ტვირთით დატვირთული 160–ზე მეტი მატარებელი გაჩარებულია რუსეთის ფედერაციის რკინიგზაზე.

ნოემბერი 2008.


საექსპორტო ტვირთით დატვირთული 160–ზე მეტი მატარებელი გაჩარებულია რუსეთის ფედერაციის რკინიგზაზე, იტყობინება რუსეთის რკინიგზის სარკინიგზო მონოპოლიის პრეს–სამსახური.
"ნოემბერში საპორტო რკინიგზებზე იმყოფება 35 ათასი ვაგონი. მოლოდინის რეჟიმში იმყოფება საექსპორტო ტვირთებით დატვირთული 166 მატარებელი, მათ შორის "დალნივოსტოკის" რკინიგზაზე – 115 მატარებელი, "სევერო–კავკაზსკის" რკინიგზაზე – 33, "ოქტიაბრსკის" რკინიგზაზე – 8 მატარებელი. ამის გარდა, "ზაბაიკალსკის" და "ვოსტოჩნო–სიბირსკის" რკინიგზებზე "მიგდებულია" ნახშირით დატვირთული ხუთი მატარებელი, რომლებიც მიემართებოდა სანახშირო ტერმინალამდე "ვოსტოჩნი". მიმდინარე წლის ნოემბრის 25 დღის გადმოტვირთვამ შეადგინა 4,9 ათასი ვაგონი დღეღამეში, ან 77% დადგენილი ნორმიდან, და შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%–ით – აღნიშნა მოროზოვმა, ხუთშაბათს სელექტორული თათბირის გახსნისას.
რჟდ–ს პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ პორტებში ვაგონების გადმოტვირთვა მნიშვნელოვნად გაუარესდა. "2008 წლის ათი თვის მანძილზე საშუალოდ დღეღამის განმავლობაში არ გადმოტვირთულა 4 866 ვაგონი, რაც შეადგენს პორტების გადამუშავების შესაძლებლობების 70%, დღეღამის განმავლობაში გადმოიტვირთებოდა 130 ვაგონზე ნაკლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", – განაცხადა მან.
გადმოტვირთვისას მნიშვნელოვანი დანაკარგები მოხდა "ნოვოროსიისკის" პორტში (17 500 ვაგონი) და "ვოსტოჩნის" პორტში (26 500 ათასი ვაგონი).
"2008 წლის ათი თვის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა "მიგდებული" მატარებლების რაოდენობა, რომლებიც მოძრაობენ საპორტო სადგურების მიმართულებით: გზებზე ყოველთვიურად ჩერდება 42 მატარებელი. საბოლოოდ კომპანიას არ მიუღია შემოსავლის 2,8 მილიარდი რუბლი, წაგება გაჩერებული მომუშავე პარკის შენახვიდან შეადგენს 67 მილიონ მანეთს", – აღნიშნა მოროზოვმა.
მისი თქმით, დღეს მკვეთრად შეცვლილი სიტუაციის პირობებში, როდესაც დეფიციტი გახდა არ მოძრავი შემადგენლობა, არამედ სატვირთო ბაზა, გადაზიდვის პროცესის ეფექტური ორგანიზების პრობლემა იძენს სხვა ხასიათს, რომელიც კომპანია–ოპერატორების სატვირთო ვაგონების პარკის წილის ზრდასთან არის დაკავშირებული.
თათბირის შედეგების მიხედვით მიღებულია გადაწყვეტილება რჟდ–ში სატრანსპორტო ბაზრის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ სატვირთო სამუშაოების ოპტიმიზირებისათვის.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=