მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

საქართველოში აღდგენილი სასომხეთის რკინიგზის პირველი ელმავალი ჩამოვიდა ერევანში

სექტემბერი 2008.


საქართველოში აღდგენილი სასომხეთის რკინიგზის პირველი ლოკომოტივი დაბრუნდა ერევანში, სამშაბათს ჟურნალისტებს შეატყობინა ერევანის სალოკომოტივო დეპოს ექსპლუატაციის განყოფილების უფროსმა ლევონ აკოფიანმა.
"ეს არის ერთერთი ხარისხიანი ლოკომოტივი არა მარტო სასომხეთში, არამედ დსთ–ს ტერიტორიაზე. ლოკომოტივმა სრულად გაამართლა თავი ბოლო 20-30 წლის მანძილზე და დღე დღეზე, კაპიტალური შეკეთების შემდეგ დაიწყებს კურსირებას აირუმ–გიუმრის მონაკვეთზე" – თქვა უფროსმა.
აკოფიანმა აღნიშნა, რომ ერთ ლოკომოტივს შეუძლია ყოველდღიურად გადაიტანოს სხვადასხვა სახის ტვირთი აირუმიდან გიუმრიში 1,9 ათასი ტონის რაოდენობით.
ერევანის დეპოს განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ უახლოვეს დროში მოლოდინია კიდევ სამი ახალი ლოკომოტივის დაბრუნება, რომლებიც გადიან აღდგენით სამუშაოებს საქართველოში.
აკოფიანმა თქვა, რომ აღდგენილი ლოკომოტივები მოემსახურებიან როგორც სატვირთო ასევე სამგზავრო მატარებლებს.
2008 წლის 16 იანვარს რუსული კომპანია "РЖД" გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულად და მას კონცესიურ მართვაში გადაეცა სასომხეთის რკინიგზა. 2007 წლის ბოლოს ფინანსური წინადადების თანახმად კომპანიამ "РЖД" განაცხადა რომ მზად არის სასომხეთის რკინიგზაში განახორციელოს ინვესტირება 570 აშშ დოლარის რაოდენობით, რომლიდანაც 230 მილიონი აშშ დოლარი – უახლოვესი ხუთი წლის განმავლობაში.
სასომხეთის რკინიგზის მართვისათვის შეიქმნა სამხრეთ–კავკასიის რკინიგზა – რუსეთის კომპანიის "РЖД" ასპროცენტიანი შვილობილი, რომელმაც მიიღო ბალანსზე სასომხეთის რკინიგზის ქონება: 2 ათასზე მეტი სატვირთო ვაგონი, 58 სამგზავრო ვაგონი, 85 ლოკომოტივი და ელექტომატარებლის 30 სექცია.
ბმული: http://www.armnews.ru/

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=