მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ეს საინტერესოა

პირველი სარკინიგზო ბილეთები მზადდებოდა სპილენძისა და ლატუნისაგან. როდესაც მგზავრი მივიდოდა დანიშნულების წერტილში ის ვალდებული იყო ჩაებარებინა "მგზავრობის საბუთი" კონდუქტორისათვის. ეს სახელმწიფოს  მეტალის და ფულის საშუალებების ეკონომიას უკეთებდა.

პირველი რუსული ორთქმავალი შეიქმნა 1834 წელს დემიდოვის ნიჟნე–ტაგილის ქარხანაში მექანიკოსები მამა–შვილის ჩერეპანოვების მიერ. ის ატარებდა ტვირთებს 854–მეტრიან რკინიგზაზე, რომელიც აკავშირებდა საბადოს სპილენძის გადამამუშავებელ ქარხანასთან. ორთქმავალს მიყავდა რამოდენიმე პატარა ვაგონი წონით 3,3 ტ. და სიჩქარით 13-16კმ/ს. თვირთის გარდა მას შეეძლო 40 მგზავრის გადაყვანა.

პირველი რკინიგზა გაიხსნა ინგლისში 1825 წელს. მატარებელი, რომელიც კურსირებდა სტოქტონს და დარლინგს შორის შედგებოდა 33 ვაგონისაგან.

მსოფლოოში ყველაზე მაღალმთიანი რკინიგზა მდებარეობს ტიბეტში. ეს ფაქტი დაფიქსირებულია გინესის რეკორდების წიგნში. ის გაიხსნა შარშან, მაგრამ მისი მშენებლობა დაიწყო 1950 წელს და ტიბეტის ცხოვრებაში სხვადასხვა პოლიტიკურმა მოვლენებმა დაამუხრუჭეს მშენებლობა.ამ გზაზე მოგზაურობა შესაძლებელია პეკინი–ლხასას მატარებელზე ბილეთის ყიდვის შემთხვევაში. მგზავრობა გრძელდება თითქმის ორი დღე და ბილეთის ფასი შეადგენს – $300 (ერთი მხარე).

ვაგონების დიდი რაოდენობის მქონე ყველაზე გრძელმა და მძიმე სატვირთო შემადგენლობამ  გაიარა 1065 მმ ლიანდაგის სიგანის რკინიგზაზე, სისხენ–სალდანია, სარ,  26-27.08.1989 წ. შემადგენლობაში, რომელიც გაიწელა      7,3 კმ–ზე იყო 660 ვაგონი (თითოეული 105ტ.), ვაგონი–ცისტერნა და სამსახურებრივი ვაგონები, რომლებიც მოყავდათ მოქმედებაში ცხრა 50–კილოვატიან ელმავალს და 7 თბომავალს ელექტრო გადეცემით.შემადგენლობის საერთო წონა(ლოკომოტივების გარეშე) შეადგენდა 69393 ტ. შემადგენლობამ გაიარა 861 კმ მანძილი 22 საათსა და 49 წუთში.

 

ყველაზე გრძელი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელზეც შესაძლებელია მგზავრის სახით მოძრაობა დადის მავრიტანიაში ზურატსა და ნუადიბუს შორის. შემადგენლობის სიგრძე ზოგჯერ შეადგენს 3 კმ. იმის მიუხედავათ, რომ მატარებლის დიდი ნაწილი შედგება ვაგონებისაგან რომლებსაც გადააქვთ მადანი, შემადგენლობაში არის რამოდენიმე სამგზავრო ვაგონი. მათი გამოჩენა გახდა წინ გადადგმული ნაბიჯი: ადრე მგზავრებს უწევდათ სატვირთო ვაგონების სახურავებზე ჯდომა. ეკლა კი ებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს 700 კმ  საერთო ვაგონის კომფორტით სულ რაღაც $5.

 

მსოფლიოში ყველაზე ძველი მომუშავე ორთქმავალი მდებარეობს ინდოეთში და ატარებს VIP-მგზავრებს ძალიან დიდ დღესასწაულებზე.შენების წელი – 1855 წელი.

მსოფლიოში ყველაზე გრძელ რკინიგზად ითვლება ტრანსციმბირის მაგისტრალი სიგრძით 9438 კმ მოსკოვიდან ნახოდკამდე.ამ რკინიგზაზე 97 უდიდესეი სადგურია და ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადაადგილებისათვის  №1 სწრაფ მატარებელს ესაჭიროება 8 დღე 4 საათი და 25 წუთი.

სარკინიგზო ლიანდაგებზე გადაადგილების რეკორდული სიჩქარე ეკუთვნის ფრანგულ ელმავალს TGV და შეადგენს 574,8 კმ/ს. ჩქაროსნული მატარებლის ღირებულებაა – 30 მლნ. ევრო..

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა გადაჯდომის გარეშე – ვლადივოსტოკიდან ოდესაში ნომერ 53/54 მატარებლის მისაბმელ ვაგონში (10 596 კმ).

ყველაზე გრძელი აბსოლუტურად სწორი რკინიგზა მდებარეობს ავსტრალიაში. 478 კილომეტრის მანძილზე ის არ აკეთებს არცერთ მოხვევას.

მსოფლიოში ელექტრიფიცირებული რკინიგზების უმსხვილესი ქსელი მდებარეობს რუსეთში: ელექტრიფიცირებული გზების 40 120 კმ. რუსეთის სატვირთო გადაზიდვების 73% ხორციელდება ელექტრიფიცირებულ  მონაკვეთებზე.

მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მოქმედი რკინიგზა – მურმანსკის ოლქში პეჩენეგა–ლიინახმარის ხაზი(ჩრდ.69 გრადუსი 36 წუთი 48).

პირველი მუხრუჭები, რომლებიც გამოიყენებოდა რკინიგზებზე, მოძრაობაში მოყავდა მუშა–მემუხრუჭეებს, რომლებიც იდგნენ მატარებლის ყოველი ვაგონის სამუხრუჭე მოედნებზე.მემანქანეს მემუხრუჭესთან აკავშირებდა გრძელი თოკი, რომელიც გაჭიმული იყო მთელი შემადგენლობის გასწვრივ და მიმაგრებული იყო ორთქმავალის სასტვენზე.
მემანქანის მინიშნებით მემუხრუჭეს მოქმედებაში მოყავდა ხელის მუხრუჭი.მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოება დამოკიდებული იყო რეაქციის სისწრაფეზე და ამ პროფესიის წარმომადგენლების ძალაზე და მოხერხებულობაზე.

მატარებელს, რომელსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილძე არ შეუცვლია თავისი დასახელება და მარშრუტ ეწოდება "ფრინავი შოტლანდიელი". ის 1862 წლიდან მოგზაურობს ლონდონი–ედინბურგის ხაზზე.იმავე წელს ლონდონიდა გლაზგოში დაიწყო მოძრაობა მატარებელმა "სამეფო შოტლანდიელი", მაგრამ 2003 წელს მას ჩამოართვეს თავისი განთქმული სახელი.


ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=