მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი ВЛ11/М6


ელმავალი ВЛ11м/6 არის ВЛ11 ელმავლის მოდიფიკაცია და დანიშნულია 1520 მმ სიგანის ლიანდაგზე რკინიგზის ელექტრიფიცირებულ მონაკვეთებზე საკონტაქტო ქსელში 3000 ვ ძაბვაზე ექსპლუატაციისათვის.
ელმავალი შედგება ორი სექციისაგან. სექციების პირობითი აღნიშვნაა «А» და «Б». ყოველი სექცია აღჭურვილია მოწყობილობების კომპლექტით, რომელიც უზრუნველყოფს სექციების მუშაობას წევის და ელექტრული დამუხრუჭების რეჟიმებში ნებისმიერი სექციის კაბინიდან მართვის შესაძლებლობით.
მექანიკური ნაწილი, წევის ძრავები და დამხმარე მანქანები, ძირითადი ძალური აპარატურა, მართვის აპარატურა, ВЛ11м/6 ელმავლის გაბარიტული მაჩვენებლები უნიფიცირებულია ВЛ11 და ВЛ11м ელმავლებთან.
სალოკომოტივო ბრიგადების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ელმავალზე დაყენებულია შპს "ПКПП МДС"–ს (ქ. დნეპროპეტროვსკი) წარმოების მოდულური ჯიხური. ჯიხური შემუშავებულია როგორც ცალკეული ასაწყობი მოდული ყველა საჭირო მოწყობილობით მთლიანი შუშაპლასტიკის კორპუსით. განსაკუთრებით ყურადღება მიექცა სანიტარიას და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას. შემუშავებულია ერგონომიული და უსაფრთხო სივრცე მემანქანის და მემანქანის თანაშემწის მუშაობისათვის, რომელიც მოიცავს:
– ჯიხურის კლიმატ კონტროლს;
– გათბიბის სისტემას;
– გადიდებული საქარე მინა ელექტროგამათბობელით;
– მართვადი გვერდითა სარკეები გამათბობელით;
– გამათბობელი იატაკის პანელები;
– განათების საერთო და ადგილობრივი სისტემა;
– მემანქანის და თანაშემწის ერგონომიული სავარძლები.
ელმავალი აღჭურვილია "НИИ «Квант-Радиоэлектроника»"–ს მიერ შემუშავებული ელექტრონული კონტროლერის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების და დიაგნოსტიკის სისტემებით.
დიაგნოსტიკის სისტემა «Магистраль-ВЛ11» ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
– ელმავლის მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა;
– ელმავლის ყველა სისტემის ტექნიკური მომსახურეობის, ტექნიკური მახასიათებლების და მოწყობილობაზე ინფორმაციის წარმოდგენა;
– რეგისტრირება და დიაგნოსტიკის მონაცემების გადაცემა გარე მატარებელზე.
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა «Нитка-ВЛ11» ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ხანძრის ნიშნების აღმოჩენა, საგანგაშო შეტყობინებების და გაუმართავობის რეგისტრირება დროის, თარიღის და ადგილის მითითებით; დიაგნოსტიკის მონაცემების გადაცემა გარე მატარებელზე.
ელექტრონული კონტროლერის სისტემა «Контроллер-ВЛ11» ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციას: ელმავლის ძირითადი კვანძების მართვის რეჟიმების ფორმირება.
ელმავალზე ВЛ11М/6 გამოყენებულია ჩეხური ფირმის "Di-Elcom"–ს წარმოების მეორე თაობის სტატიური გარდამსახები:
DCB1.1 სტატიური გარდამსახი განკუთვნილია წევის ძრავების აღზნების გრაგნილების კვებისათვის რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში.
DCC15 სტატიური გარდამსახი განკუთვნილია საკონტაქტო ქსელის მუდმივი დენის 3000 ვ ძაბვის გარდაქმნისათვის მუდმივი დენის 400 ვ სტაბილიზირებულ ძაბვაში. გარდამსახი განკუთვნილია DAC15 სტატიური გარდამსახის კვებისათვის.
DAC15 სტატიური გარდამსახი განკუთვნილია მომხმარებლების კვებისათვის: ცვლადი დენის 220 ვ (კონდენციონერი, კოლორიფერი, ჯიხურის გამათბობლები); მუდმივი დენის 110 ვ (ჯიხურის იატაკის გათბობა, გვერდითა საქარე ფანჯრების გამათბობლები); მუდმივი დენის 68 ვ (აკუმლატორის დამუხტვა); მუდმივი დენის 50 ვ (ელმავლის საბორტე ქსელი, მართვის წრედი); მუდმივი დენის 24 ვ (მაცივარი, პულტის განათება, სარკეების მართვა და გათბობა).


ელმავალი ვლ11მ/6 მუშაობის დროს.

 ვიდეორგოლი ელმავალზე ვლ11მ/6.

Подробнее...

ოქტომბერი 2011




გვერდის მუდმივი მისამართი

Русский:http://www.tevz.ru/ru//catalogue/locomotives/product/14/
English:http://www.tevz.ru/en//catalogue/locomotives/product/14/
ქართული:http://www.tevz.ru/ge//catalogue/locomotives/product/14/

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=