მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

კოქსმქრობი ელმავლების ისტორიიდან.

მარტი 2011.


1932 და 1933 წლებში პოდოლსკის ელმავალმშენებელმა ქარხანამ "დინამო" ქარხანასთან ერთად კოქსის ღუმელების მომსახურეობისათვის გამოუშვა შესაბამისად 6 და 24 0-20-0 ტიპის ელმავალი 17 ტ. შეჭიდების მასით. ამ ელმავლებს ჰქონდათ ცოტათი აწეული ძარა და მემანქანის ჯიხურის მხრიდან სპეციალური ბაქანი კოქსის ქრობის დროს საჭირო ოპერაციების წარმოებისათვის.
რადგან კოქსის ღუმელებთან შეუძლებელი იყო ზედა საკონტაქტო სადენის დაკიდება და რელსის გამოყენება დენის გამტარის ხარისხში, ამიტომ კოქსმქრობ ელმავალს გააჩნდა ორი დენმიმღები, რომელიც მიმაგრებული იყო გვერდითა კედელზე.
ДБ-2 წევის ძრავებს გააჩნდათ დახშული ვენტილაცია და საათობრივ რეჟიმში განავითარებდა 1500 ტ.ძ. წევის ძალას. საათობრივი რეჟიმის სიჩქარე 220 ვ. ძაბვისას შეადგენდა 9–10 კმ/ს. ელმავლები გადაადგილებდნენ 70 ტ. წონის კოქსმქრობ ვაგონებს კოქსმქრობ ღუმელებსა და საქრობ კოშკურებს შორის.
1932-1933 წწ. გამოშვებული 30 ელმავლიდან კოქსქიმიურ საწარმომ მიიღო მხოლოდ 17; დანარჩენი გადაკეთდა დენისმიმღებად ზედა საკონტაქტო სადენიდან და გამოიყენებოდა სხვადასხვა საწარმოს სამრეწველო გზებზე.
1940 და 1941 წწ. კოლომენსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ "დინამო" ქარხანასთან ერთად დაამზადა შესაბამისად 10 და 6 კოქსმქრობი ელმავალი, რომლებმაც დოკუმენტაციაში მიიღეს აღნიშვნა ІКП-2 სერია (І წონითი კატეგორია – 17 – 24 ტ., საკონტაქტო სამრეწველო, მეორე საკონსტრუქტორო ვარიანტი). 1949 წლიდან კოქსმქრობი ელმავლების გამოშვება დაიწყო ხარკოვის სატრანსპორტო მშენებლობის ქარხანამ. ის მათ აშენებდა სხვადასხვა შესრულებებში 1952 წლის ჩათვლით. ამის შემდეგ მსგავს ლოკომოტივებს ამზადებდა ფ.ე.ძერჟინსკის სახელობის მურომის ორთქმავალმშენებელი ქარხანა. ხარკოვის კოქსმქრობმა ელმავლემბა მიიღეს ЭК6, ЭК7 და ЭК8 სერიის აღნიშვნა.
ЭК6 სერიის ელმავლებს გააჩნდათ ელექტრული მოწყობილობა, რომელიც გათვლილი იყო მუდმივი დენის 220 ვ. ძაბვით კვებაზე. მათზე დაყენებული იყო 33,5 კვტ ორი წევის ძრავა КПД-220/61 5 25%–იანი ჩართვის ხანგრძლივობით. გამშვები რეზისტორები გამოიყენებოდა აგრეთვე რეოსტატული დამუხრუჭებისათვის. გვერდითა დენმიმღები დანიშნული იყო ორსადენიანი საკონტაქტო ქსელისათვის. კომპრესორის ამძრავად გამოიყენებოდა ელექტროძრავები КПДН-ЗУ.
ЭК7 და ЭК8 სერიის ელმავლები შესრულებული იყო 220 ან 380 ვ. სამფაზიან დენზე მუშაობისათვის გვერდითა სამსადენიანი ქსელის კვებიდან. ЭК7 სერიის ელმავლებზე დაყენებული იყო დახურული შესრულების МТ-52-8 ტიპის წევის ელექტროძრავა 30 კვტ. სიმძლავრით; ЭК8 სერიის ელმავლებზე – დახურული შესრულების МТ-63-10 ტიპის ორი წევის ელექტროძრავა 60 კვტ. სიმძლავრით; კომპესორების ამძრავად გამოიყენებოდა МТК-22-6 ელექტროძრავები.
ЭК6, ЭК7 და ЭК8 სერიის ელმავლებს ჰქონდათ ერთნაირი სიგრძე და თვლების ბაზა; მათი სამუშაო მასა შეადგენდა 20 ტ., კონსტრუქციული სიჩქარე 15 კმ/ს.
წყარო: www.paravozoff.ru/articles/show/167

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=