მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ВЛ10 - ВЛ11М - ВЛ11М/6 ელმავლების შედარება

თებერვალი 2010.


ВЛ 10 - ВЛ 11M - ВЛ 11M / 6 ელმავლების შედარება
ВЛ11М/6 ელმავალი არის ВЛ11М ელმავლის მოდიფიკაცია. ამიტომაც აქვს იგივე მახასიათებლები, როგორც ВЛ11М ელმავალს. ВЛ10 და ВЛ11М ელმავალებთან შედარებით საგრძნობლად არის გაუმჯობესებული რეკუპერატიული (ელექტრიკული) მუხრუჭის სამუხრუჭე მასახიათებლები. ამ ელმავლებზე, ბრუნვადი გარდამქმნელების ნაცვლად არის დაყენებული სტატიკური გარდამქმნელები მართვის მიკროპროცესული სისტემით და დიაგნოსტიკით, რაც ქმნის ხისტი მახასიათებლების ფორმირებას, რომლებიც ხელს უწყობს ელმავლის სამუხრუჭე თვისებების ზრდას, რაც იწვევს ქვიშის არტახის გაცვეთას, ლიანდაგების ხარჯის შემცირებას და გზის ზედა შედგენილობის შენარჩუნებას.
ელმავალი აღჭურვილია ელექტრონული კონტროლის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების და დიაგნოსტიკის სისტემებით, რომლებიც შემუშავდა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (სკი) „კვანტ–რადიოელექტრონიკა“.
„მაგისტრალი ВЛ11“–ს დიაგნოსტიკური სისტემა ასრულებს შემდეგ მთავარ ფუნქციებს:
 ელმავლის ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა;
 დისპლეიზე შემდეგი პარამეტრების გამოსახვა: აკუმულიატორული ბატარეის დენი; ბუქსების გაცხელების ტემპერატურა; წევის ელექტროძრავის ტემპერატურა შესვლის და გამოსვლის დროს; გამშვებ–სამუხრუჭე რეზისტორების ბლოკების ტემპერატურა; წევის ელექტროძრავის აღმგზნები დენი; დისკრეტული სიგნალების ჯაჭვების კონტროლი, რომლებიც მიეწოდება ელმავლის სხვა და სხვა სისტემებიდან 54 სიგნალამდე;
 დბალი ძაბვის ჯაჭვების კომუნიკაცია დენის მიერ კრიტიკული ზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში (მაღალძაბვიანი რელეს ნაცვლად);
 დიაგნოსტიკური პარამეტრების რეგისტრაცია;
 დიაგნოსტიკური მონაცემების გადაცემა გარე მატარებელზე;
 „მაგისტრალი ВЛ11“–ის სისტემაზე და ელმავლის სხვა სისტემებზე ინფორმაციის მიწოდება მოწყობილობის, ტექნიკური დახასიათების და ტექნიკური მომსახურეობის შესახებ;
 თვითტესტირება („მაგისტრალი ВЛ11“–ის სისტემის შემადგენელი ნაწილების შრომის უნარიანობის კონტროლი).
„მაგისტრალი ВЛ11“–ის სისტემა თავსდება ელმავლის თითოეულ სექციაში და უზრუნველყოფს, როგორც ავტონომიურად, ასევე სისტემასთნ ერთად მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც დაყენებულია სხვა სექციაში. ერთობრივი მუშაობის შემთხვევაში სისტემა უზრუნველყოფს ელმავლის ორივე სექციებზე გამოსახულებას.
სახანძრო უსაფრთხოების სისტემა «Нитка-ВЛ11» ასრულებს შემდეგ მთავარ ფუნქციებს:
 ხანძრის ნიშნების აღმოჩენა, რეგისტრაცია საგანგაშო შეტყობინებების და გაუმართაობების დროის, თარიღის და ადგილის მინიშნებით; გარე მატარებელზე დიაგნოსტიკური მონაცემების გადატანა;
 შენობებში ხანძრის ნიშნების აღმოჩენა, ხმსხ–ზე (ხანძრის მიმღები საკონტროლო ხელსაწყო) მემანქანის კაბინაში ხანძრის შესახებ ინფორმაციის გამოსახულება, ხანძრის წარმოქმნის მაჩვენებლით, ხმაურიანი სიგნალის ფორმირება ხაძრის შესახებ;
 ხმსხ–ს გაუმართაობის, სახანძრო შეტყობინებების და შლეიფების სიგნლიზაციის აღმოჩენა, ხმსხ–ზე მემანქანის კაბინაში გამოსახულება გაუმართაობის შესახებ დარღვევის ფორმოისა და ადგილის მითითებით, ხმაურიანი სიგნალის ფორმირება გაუმართაობის შესახებ;
 ენერგოდამოუკიდებელ მეხსიერებაში საგანგაშო შეტყობუნებების და გაუმართაობების რეგისტრაცია დროის, თარიღისა და ადგილის მაჩვენებლით.
«Нитка-ВЛ11»–ის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ერთობლივი მუშაობა „მაგისტრალი ВЛ11“–ის სისტემასთან ერთად, ინფორმაციის გაცემის ნაწილში ეკრანის დისპლეიზე გამოსახვისათვის, მიმდინარე დროისა და თარიღის სინქრონიზაცია, დაარქივებული ინფორმაციის გაცემის ნაწილში.
ელექტრონული კონტროლიორის სისტემა «Контролер-ВЛ11» ასრულებს შემდეგ ძირითად ფინქციებს:
 მართვის რეჟიმების დავალების მიცემა მთავარი და რევერსიული კონტროლიორის სახელურის დახმარებით;
 სიგნალების ფორმირება ელმავლის კვანძების მართვით;
 ინფორმაციის გაცემა ელმავლის გარდამსახში CAN 2.0. (ან RS-485) არხით, რომელიც შეესაბამება დამუხრუჭების პოზიციას;
 დიაგნოსტიკის სისტემაში ინფორმაციის გაცემა RS-485 არხის მეშვეობით.
ВЛ11М/6 ელმავალზე გამოიყენება მეორე თაობის სტატიკური გარდამსახები ჩეხური ფირმის Di-Elcom წარმოების:
 DCC15 სტატიკური გარდამსახი გამოიყენება მუდმივი დენის 3000ვ კონტაქტური ქსელის ძაბვის გარდასახვისათვის მუდმივი დენის სატბილიზირებულ ძაბვაში. გარდამსახი განკუთვნილია სტატიკური გარდამსახის DAC 15–ის კვებისათვის.
 DAC15 სტატიკური გარდამსახი არის განკუთვნილი მომხმარებლების კვებისათვის: ცვალებადი დენის 220ვ (კონდიციონერი, კალორიფერი, კაბინების გამათბობლები); მუდმივი დენის 110ვ (კაბინის იატაკის, ფრონტალური და გვერდითა ფანჯრების გათბობა); მუდმივი დენის 68ვ (აკუმულიატორული ბატარეის დატენვა); მუდმივი დენის 50ვ (ელმავლის საბორტო ქსელი, მართვის ჯაჭვი); მუდმივი დენის 24ვ (მაცივარი, პულტის განათება, სარკეების როტაცია და გათბობა).
მოდულური კაბინა
სალოკომოტივო ბრიგადების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის ელმავალზე დაყენებულია მოდულური კაბინები.
კაბინა მუშავდებოდა როგორც ცალკეული ამწყობი მოდულიკორპუსის აუცილებელ მოწყობილობასთან ერტად, რომელიც წარმოადენს მეტალის კარკასს და დაყენებულია მინალასტიკური გარსი.
კაბინას აქვს ეფექტური სითბური და ხმის იზოლაცია.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიტარულ და სახანძრო უსაფრთხოებას. შემუშავებულია ერგონომიული და უსაფრთხო სამუშაო სივრცე მძღოლისთვის და მძღოლის დამხმარესთვის, რომელიც მოიცავს:
 კაბინის კლიმატის კონტროლი;
 გათბობის სისტემა;
 გადიდებული საქარე მინა ელექტროგამაცხლებელთან ერთად;
 მართვადი გვერდითა სარკეები გამაცხლებელთან ერთად;
 იატაკის გამათბობელი პანელები;
 ადგილობრივი და საერთო განათების სისტემა;
 ერგონომიული სავარძლები მძღოლისთივის და დამხმარესთვის.
სალონის კონსტრუქცია უზრნველყოფს ექსპლუატაციში მუშაობას მომსახურებისა და რემონტის გარეშე 2,4მლნ.კმ გარბენამდე ანუ 17 წელი.....
მართვის პულტი
სალონებში დაყენებულია მართვის პულტები, რომლებიც გათვალისწინებულია ეგრონომიკის მოთხოვნებით. პულტის კორპუსი შესრულებულია მინაპლასტიკის პანელისგან, რომლებიც დამაგრებულია მეტალოკარკასზე. პულტს აქვს გასანათებელი მოწყობილობა, რომელიც შესრულებულია შუქდიოდური გასანათებელი მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრომზომი ხელსაწყორების სკალის სიკაშკაშეს და სამუშაო პულტის მართვის ზედაპირის განათებას. გამოყენებადი მასალები და პულტის კონსტრუქცია ექვემდებარება შეკეთებას, ამწყობი ერთეულების მსუბუქი მონტაჟი და დემონტაჟი დეპოს პირობებში.
სავარცხლის საპოხის ფერდის სისტემის დაყენების დროს ხდება:
 გოგრწყვილების სავარცხლის ცვეთის ინტენსიურობის 3–4 ჯერ დაკლება;
 ლიანდაგის გაცვეთის შემცირება;
 გაჩარხვების რაოდენობის და ლოკომოტივის გაჩერების დროის შემცირება 3–ჯერ, რაც უკავშირდება გახარატების ლოდინს.
 არტახის გამოცვლის რაოდენობის და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;
 მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.
ელმავალზე განხორციელებულია რიგი თანამედროვე სასქემო გადაწყვეტილებები:
 წევის ძრავების ერთი შეერთებიდან მეორეზე გადასვლა ხორციელდება დიოდის გადასვლით, რაც აუმჯობესებს ელმავლის გადასვლის სინარნარეს.
 რელეს რეკუპერაციის და ძრვის დენის ნაცვლად დაყენებული დამცავი დიოდები, რაც სარძნობლად აუმჯობესებს რეკუპერატიული მუხრუჭიდან შესვლის და გამოსვლის სინარნარეს; ელმავლის მართვა გაუქმებულია სხვადასხვა სისტემების მიხედვით.
დამხმარე მანქანების დაცვისათვის დაყენებულია სწრაფმოქმედი გამომრთავი БВЗ-2 , რაც აუმჯობესებს დამხმარე მანქანების დაცვას. მემანქანის კაბინაში არ რის შეყვანილი მაღალი ძაბვის 3000 V, კაბინისა და საზომი ხელსაწყოების გათბობისათვის, რაც საგრძნობლად ზრდის მემანქანისა და დამხმარეს უსაფრთხოებას.
დასკვნები:
1. ВЛ11М/6 ელმავლის შესაბამისობის სერტიფიკატი რკინიგზაზე გასვლის საშუალებას იძლევა;
2. ექსპლუატაციაში ყოფნისას ფინანსური საშუალებების დაზოგვა შეკეთების და შეკეთების შორის რემონტის შემცირების, სილის შემცირების, გოგრწყვილების და ლიანდაგის ცვეთის შემცირების ხარჯზე;
3. ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება მბრუნავი გარდამსახის სტატიკურზე შეცვლის ხარჯზე;
4. ელმავლის ახალი მოდულური კაბინის გამოყენება გათვლილია ელმავლების მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მემანქანის სამუშაო ადგილის და ახლი მართვის სისტემის გაუმჯობესების ხარჯზე.

დამსწრეების კომენტარები

16.11.2013 11:56:32Гость...
 Кондиционер в электровозе это кондиционер,а не климат контроль.Это разные вещи.
 
06.12.2012 16:41:46Малыхин АлександрВЛ11М/6
 А что же Вы не написали, что ВЛ11М/6 лишился возможности работы по СМЕ, что у него так же, как и на ВЛ10, установлены в секции "А" БВП-5, а в секции "Б" БВЗ? Так же остался всего один регулятор давления компрессора, а этот аппарат нас подводит очень часто и выручал раньше АК-11Б в задней секции. Кабина от МДС имеет низкое качество изготовления панелей обшивки, в эксплуатации они быстро отваливаются, дверцы плохо открываются и поэтому тоже часто вырваны с мясом. Ездил на днях на ВЛ11М/6-485, которому всего год от роду, при сборе рекуперации идет отказ статического преобразователя секции "Б". Отказ от измерительных приборов на пульте машиниста - это хорошо, нет высокого напряжения, но экран монитора при ярком солнечном освещении плохо виден, столбики диаграмм токов ТЭД, напряжения очень маленькие, цифры мелкие, видно очень плохо, фактически весь диапазон изменения тока якоря в тяге на мониторе около 3 см высотой! Кванту надо серьезно поработать над способом отображения информации на мониторе! Рано Вам еще пить шампанское! Машина имеет неплохие перспективы, но если не обеспечите эксплуатационную надежность и ремонтопригодность, кончится как с ДЭ1, а пока мне ВЛ11М/6 его здорово напоминает, но ваша машина лучше за счет уже отработанной схемы ВЛ11М.
 
30.01.2012 19:19:38დავითიუსაფრთხოება
 მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდისათვის კარგი იქნება კაბინაში დამონტაჟდეს მოწყობილობა რომელიც მემანქანეს მიაწვდის სისტემატურად მატარებლის სამუხრუჭე მაგისტრალის მდგომარეობაზე ინფორმაციას:კერძოდ.ბოლო ვაგონში არის თუ არა ჰაერი/ ვაგონებს შორის სად არის გადაკეტილი ონკანი და კიდევ სხვა ინფორმაციებს სისტმატურად როგორც მოძრაობისას ისე დგომისას ამ მოწყობილობისათვის დამიკავშირდით +9955
99577082
david_bikashvili@mail.ru
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=