მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ВЛ სერიის რვაღერძიანი ელმავლები

მაისი 2006.


როგორც მუდმივი დენის 3000 ვ ძაბვით ელექტრიფიცირებულ ხაზებს, ასევე ცვლადი დენით ელექტრიფიცირებულ ხაზებს, სატვირთო ექვსღერძიანი ელმავლების გარდა ესაჭიროებდა უფრო მძლავრი ლოკომოტივები. ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელ ქარხანაში დაიწყო ცვლადი დენის რვაღერძიანი სატვირთო ელმავლის პროექტის შემუშავება.
1958 წ. ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შემუშავებული იქნა რვაღერძიანი ელმავლის საესკიზო პროექტი. ელმავლის მექანიკური ნაწილი დაპროექტებული იყო ორი ერთნაირი ოთხღერძიანი სექციით, სექციების ძარების ჩარჩოებზე განთავსებული გადასაბმელი მოწყობილობებით.
ელმავლის ყოველ სექციაზე გათვალისწინებული იყო ცალკე ტრანსფორმატორის და რვა იგნიტრონის დაყენება. საესკიზო დაპროექტების დროს იყო შემუშავებული ელმავლის საეკიპაჟო ნაწილის ხუთი ვარიანტი და წევის ელექტროძრავების მომჭერებზე გაკეთდა ნომინალური ძაბვის ორი ვარიანტის შედარება.
ელმავლის ტექნიკური პროექტი მზად იყო 1958 წლის ბოლოსათვის და საესკიზო პროექტთან შედარებით ითვალისწინებდა ლოკომოტივის საერთო სიმძლავრის გაზრდას საათობრივი რეჟიმის დროს 6200 კვტ–მდე და წევის ძალის გაზრდას ამავე რეჟიმის დროს 44000 კგ. თვალწყვილიდან ლიანდაგზე დასაშვები დავირთვის მოსაზრებით ქარხანამ უარი განაცხადა ორკაბინიანი სექციების გამოშვებაზე.
1961 წლის სექტემბერშინოვოჩერკასკის ელმავალმშენებელმა ქარხანამ გამოუშვა ცვლადი დენის პირველი პირველი რვაღერძიანი ელმავალი, რომელიც პირველად აღინიშნა როგორც Н8О-001. წლის ბოლომდე გამოშვებული იქნა კიდევ ორი ელმავალი Н8О (№002 და 003); 1963 წ. ამ ელმავალს მიენიჭა სერია ВЛ80в.
ელმავლის სექციის ძარები არის შედუღებული კონსტრუქციის და შესრულებულია დაღუნული პროფილების და ჩარჩოების ფართო გამოყენებით; ძარების ბოლოებში დაყენებულია ავტოსაბმები. ურიკების ჩარჩოებს აქვს კოლოფური კვეთის გვერდები, რომლებიც შედუღებულია ოთხი ფურცლოვანიდან. წევის და სამუხრუჭე ძალვები ურიკიდან ძარის ჩარჩოზე გადაეცემა ურიკის ტაბიკების მეშვეობით, რომლებიც დამაგრებულია ძარის ჩარჩოზე.
გადასაბმელი წონის გამომოსაყენებლად ელმავლები აღჭურვილია განტვირთვის საწინააღმდეგო მოწყობილობებით პნევმატიური დომკრატების სახით. ВЛ80в სერიის ელმავლებისათვის ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ დაპროექტებული და დამზადებული იქნა ახალი წევის ელექტროძრავები.
ელმავლის კონსტრუქციული სიჩქარე – 100 კმ/ს.
ელმავლის გათვლითი წონა – 184 ტ.
ელმავლის ფაქტიური წონა – 190,6 ტ.
1961 წლის ნოემბერ–დეკემბერში ეს ლოკომოტივი ЧС3-37 ლოკომოტივთან ელმავალთან ერთად იცდებოდა "ЦНИИ МПС"–ის მიერ. ცდების შედეგებმა აჩვენა რომ ელმავალს შეუძლია მუშაობა 95 კმ/ს სიჩქარემდე.
შემგომი ცდების დროს შემოწმებული იყო ლოკომოტივის სავალი ნაწილის სხვადასხვა ცვლილებების 53 ვარიანტი, რის შედეგადაც გაკეთდა დასკვნები.
ელმავლები ВЛ80в-001 - 003 ექსპლუატაციისათვის მიეწოდა ჩრდილო–კავკასიის დეპო ბატაისკს. პირველ წლებში ზოგი მოუგვარებლობების გამო ელმავლების გარბენები იყო უმნიშვნელო.
1962 წლის მეორე ნახერიდან ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელმა ქარხანამ გამოუშვა ორი რვაღერძიანი ელმავალი, თავდაპირველად აღნიშნული როგორც Н81-001 და Н81-002, ხოლო შემდგომში, როგორც ВЛ80-004 და ВЛ80-005. ამ ელმავლების ძარების კონსტრუქციაში შეტანილია ცვლილებები, რომლებიც აუმჯობესებს ლოკომოტივის გარეგნულ ხედს, მემანქანის ჯიხური გაკეთებულია ВЛ60 ელმავლის ერთტიპიურად, და სექციებს შორის გადასასვლელი დახურულია სუფლეთი და შესრულდა სხვა მრავალრიცხოვანი დამუშავება.
1964 წლის ივნისში ВЛ80к-026 ელმავლის გამოშვებასთან ერთად ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხანა გადავიდა რვაღერძიანი ლოკომოტივების მშენებლობაზე, რომლებსაც იგნიტრონული გამმართველების ნაცვლად გააჩნიათ სილიციუმის გამმართველები და შეცვლილი აქვთ წევის ელექტროძრავები.
ВЛ80к ელმავლის გამოშვების პერიოდში ქარხანამ კონსტრუქციაში შეიტანა ცალკეული ცვლილებები, რომლებიც ლოკომოტივის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. ამ გაუმჯობესებამ და ნაწილების დამზადების და აწყობის ტექნოლოგიის ამაღლებამ ეს ლოკომოტივი გახადეს სანდო ექსპლუატაციაში. ВЛ80к ელმავლები, რომლებიც დანიშნულია მძიმე, კლიმატური თვალსაზრისით, ხაზებზე სამუშაოდ წარმატებით ასრულებენ მნიშვნელოვან სატვირთო გადაზიდვებს.
ВЛ80к ელმავლების მიერ მატარებლების ტარებისას, გზის პროფილის ხასიათის მიუხედავათ მოძრაობის სიჩქარის რეგულირებისათვის გამოიყენებოდა მხოლოდ ხუნდური მუხრუჭებ. ამ დროს ბევრ ხაზებზე ეკონომიური იყო ელექტრული დამუხრუჭების გამოყენება. ამიტომ ВЛ80к ელმავლებზე დაიწყო მუშაობა ამ სახეობის დამუხრუჭების გამოყენებაზე.
რადგან რეკუპერაციული დამუხრუჭებით ელმავლის შექმნა წარმოადგენდა უფრო რთულ ტექნიკურ ამოცანას და მოითხოვდა მაღალი პარამეტრების მქონე ტირისტორების გამოყენებას, რომლებიც იმ დროისათვის არ იყო ათვისებული წარმოების მიერ, მდგრადი რეკუპერაციული დამუხრუჭების სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებამდე გადაწყდა რეოსტატული დამუხრუჭების გამოყენება.
1967 წელს ნემქ–ის პროექტის მიხედვით აშენდა მუდმივი დენის ორი გამოცდილი რვაღერძიანი ელმავალი რეოსტატული დამუხრუჭებით ВЛ80т-158 და ВЛ80т-159. 1969 წელს აშენდა კიდევ ხუთი ელმავალი ВЛ80т და 1970–1975 წწ. ВЛ80т ელმავლები გამოდიოდა სერიულად. 1973 წ. ВЛ80т ელმავლებს დაწყებული №917 სახელმწიფო კომისიის მიერ მიენიჭათ ხარისხის ნიშანი; ამ ელმავლების საგარანტიო ვადა გაიზარდა 150 ათასიდან 200 ათას კილომეტრამდე. 1974 წელს ნემქ–ის სპეციალისტების ჯგუფს კონსტრუქციის შემუშავების, სერიული წარმოების ათვისების და ცვლადი დენის ავტომატური ელექტრული დამუხრუჭებით ВЛ80т რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავლების ექსპლუატაციის ორგანიზებისათვის მიენიჭათ სახელმწიფო პრემია. ВЛ80т ელმავლებს არ გააჩნიათ მოწყობილობა, რომელიც ნებას რთავს ერთ მემანქანეს მართოს ორი სპეციალური ელმავალი(მრავალი ერთეულის სისტემით მუშაობა). მძიმე სატვირთო მატარებლების ტარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად ВЭлНИИ–იმ შეიტანა შესაძლო ცვლილებები ВЛ80т ელმავლების მართვის ელექტრულ წრედებსა და პნევმატიური დამუხრუჭების სისტემაში, ხოლო 1979 წ. ნემქ–ამ ამ ცვლილებებით გამოუშვა ორი ელმავალი, რომლებსაც მიენიჭათ აღნიშვნა ВЛ80с. 1980 წლიდან ВЛ80с ელმავლები გამოდის სერიულად.
ВЛ80с ელმავლების გამოშვების პროცესში მათ კონსტრუქციაში შეტანილი იქნა ცალკეული მცირე ცვლილებები, რომლებიც მიმართული იყო საიმედოობის ასამაღლებლად ან დამზადების ხარჯების შესამცირებლად. ВЛ80с ელმავალს აქვს ისეთივე ძარა როგორც ВЛ85 ელმავალს.
ВНИИЖТ, ВЭлНИИ და ნემქ–ის მიერ შემუშავებული ტექნიკური მოთხოვნილებების მიხედვით
1967 წელს ВЛ80т ელმავლის ბაზაზე შეიქმნა ელმავალი ВЛ80р–300 რეკუპერაციული დამუხრუჭებით, რომელმაც პირველი წევა–ენერგეტიკული ცდები გაიარა ქარხნის საგამოცდო წრეზე.
ამის შემდეგ, ელექტრული მოწყობილობების ზოგიერთი კვანძის შეცვლის შემდეგ, ლოკომოტივი გადაეცა დეპო ბატაისკს საგამოცდო ექსპლუატაციისათვის. საგამოცდო ექსპლუატაციის დროს ქსელში ენერგიის დაბრუნება აღწევდა 10,3% წევაზე გახარჯულიდან. 1969 წლის ბოლოს ნოვოჩერკასკის ქარხანამ გამოუშვა კიდევ ორი ელმავალი ВЛ80р (№621 და 622), რომლების დამზადების დროსაც გათვალისწინებული იყო №300 ელმავლის სამუშაო გამოცდილება.
ელმავლების #300, 621 და 622 გამოცდების შედეგების და ექსპლუატაციის დიდი გამოცდილების გამოყენებით, ВЭлНИИ მნიშვნელოვნად დაამუშავა ელმავლის ელექტრონული ნაწილის პროექტი ამ პროექტის მიხედვით 1973 წლის ბოლოს ნოვოჩერკასკის ელმავამშენებელმა ქარხანამ დაამზადა ელმავალი ВЛ80р-1500. ВЛ80р-1500 საექსპლუატაციო და წევის–ენერგეტიკული ცდები ტარდებოდა 1974 წელს, ექსპლუატაციაში ელექტრო ენერგიის საშუალო ბრუნვა ადგენდა 12%.
1974-1985ww. ნოვოჩერკასკის ქარხანა უშვებდა სერიულ ელმავლებს ВЛ80р. ელმავლის წევის პარამეტრები ისეთივეაa, როგორიც ВЛ80т და ВЛ80с. ელმავალი ВЛ80р – 1718, გამოშვებული ნოოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ, გახდა ამ ქარხნის მეათიათასე ლოკომოტივი. ელმავლები ВЛ80р გამოდიოდნენ რკინიგზის უბნების მძიმე პროფილის გზებზე ექსპუატაციისათვის.
ყველა სახის რვაღერძიანი ირსექციანი ცვალებადი დენის ВЛ80 ელმავლები წარმოადგენენ რკინიგზის ხაზების ცვალებად დენზე 25კბ 50გც ძაბვით ელექტროფიცირებულ ძირითად სატვირთო ლოკომოტივებს.
1952 წელს დაპროექტებული ელმავლები რომლებსაც ჰქონდათ წევის ძრავი საათობრივ რეჟიმში 525კვტ და მძიმე სხმული ურიკები შედარებით ხისტი რესორული დაკიდებით, 60–იანი წლების დასაწყისში ვერ პასუხობდნენ სრულად ამ კლასის ლოკომოტივებისადმი გაზრდილ მოთხოვნებს.
ამასთან ერთად, იმისათვის რომ უნიფიცირებულიყო მუდმივი და ცვალებადი დენის რვაღერძიანი ელმავლების ურიკები და გამოყენებულიყო ამ ლოკომოტივების ძრავების ზოგადი კონსტრუქტიული ელემენტები, ასევე აუცილებელი იყო ახალი ტიპის მუდმივი დენის რვაღერძიანი ელმავლის დაპროექტება და აშენება. ამ ამოცანის გადაწყვეტას შეუდგა ვ.ი. ლენინის სახელობის თბილისის ელმავალმშენებლის კონსტრუქტორების კოლექტივი.
1960 წლის ივლისის ბოლოს ახლი ელმავლის ტექნიკური პროექტი, რომელმაც მიიღო აღნიშვნა T8 (თბილისის, 8 ღერძიანი) განიხილებოდა გზათა მიმოსვლის სამინისტროში. საბჭოთა ხელისუფლების დაარსების ორმოცი წლისთავის აღსანიშნავად ვ.ი. ლენინის სახელობის თბილისის ელმავალმშენებლის ქარხანამ გამოუშვა რვაღერძიანი ელმავალი T8-001.
ელმავლის ძარა შედგება ორი ერთნაირი ნაწილისაგან, სადაც განთავსებულია ელექტრონული მოწყობილობა და მემანქანის კაბინა. ძარის ჩარჩო ემსახურება წევისა და მუხრუჭის ძალის გადაცემას. ძარის ორი ნახევარი ერთმანეთთან შეერთებული მუდმივი გადაბმულობით TЭ2-s სერიის ელმავლის ტიპის მიხედვით, ხოლო მათ შორის არის დაყენებული ორი წყვილი ბეფერი. ძარის თითვეული ნახევარი ეყრდნობა ორ ურიკას – სფეროს ტიპის ოთხი გვერდითი საყრდენიდან. ელმავალი აღჭურვილია გოგორწყვილიდან რელსებზე ტვირთის გადასაწონი მოწყობილობით, გადასატვირთ გოგორწყვილზე, დიდი დატვირთვის წევისას, წონის დასამატებლად.
ელექტროძრავის სიმძლავრე საათობრივ რეჟიმში შეადგენს 650 კვტ–ს, ანუ 22% მეტი, ვიდრე ВЛ8 ელმავლის წევის სიმძლავრე. ელმავლის ძალური ჯაჭვის წევის ელექტროძრავების ელექტრონული სქემა ძალიან ახლოსაა ბოლო გამოშვების ВЛ8 სერიის ელმავლების სქემასთან (№700). ახალ ელმავალზე ძირითადად გამოყენებულია ВЛ8 სერიის ელმავალის ტიპის აპარატურა უმნიშვნელო ცვლილებებით. T8-001–ს ელმავლის საცდელი ექსტპლუატაცია მიმდინარეობდა ამიერკავკასიის გზაზე თბილისი–ზესტაფონის მონაკვეთზე, შემდეგ იყო დემონსტრაცია მოსკოვში, ახალი ლოკომოტივების გამოფენაზე. ამის შემდეგ 1962 წლის მარტ–მაისში ელმავალმა საექსპრიმენტო წრეზე (ცსკი) და სამხრეთ–ურალის გზაზე გაიარა წევისა და ენერგეტიკული ცდები, შემდეგ კი დინამიკური ცდები და ცდები ამიერკავკასიის გზებზე ლიანდაგთან ზემოქმედებაზე.
ცდებმა აჩვენა, რომ ელმავალი ფლობს საკმაოდ მაღალი წევის თვისებებს, ნაკლებად ზემოქმედებს ლიანდაგზე ვიდრე მასთან ერთად გამოცდილი ელმავალი ВЛ8–198 და შეიძლება იყოს გამოყენებული სატვირთო მოძრაობაში სიჩქარით 100 კმ/სთმ–დე სავალ ნაწილში ზოგერთი + კონსტრუქტიული ცვლილების შეტანის შემდეგ.
1962 წელს თბილისის ელმავალმშენებელმა ქარხანამ გამოუშვა ელმავალი T8-002. ახალი ელმავლები, რომლებმაც მიიღეს ВЛ10–ს სერიის აღნიშვნა, მცირე რაოდენობით გამოდოდა ქარხნის მიერ 1964 წელს. ВЛ10–003–ს ელმავალის ძარაში შეცვლილია მოწყობილობის განლაგება, ხოლო ელმავალს №004–ს გამოყენებული აქვს ძარები, რომლებიც ადვილადმისადგომია რემონტისათვის და შემოწმებისათვის და აადვილებენ ურიკებთან მიდგომას. დაწყებული ელმავლებიდან ВЛ10–009, რომლებიც იყო გამოშვებული 1964 წელს, შეცვლილია ურიკების კონსტრუქცია, რომლებიც ВЛ80 სერიის ელმავლების ურიკებთან უნიფიკაციის მიზნით, არის ისევე შესრულებული, როგორც ამავე სერიის ელმვლები №023.
1966–1975წწ. პერიოდში გრძელდებოდა რვაღერძიანი სატვირთო ელმავლების ВЛ10 აწყობა. თავიდან ელმავლებს უშვებდნენ მცირე პარტიებად და მათ კომსტრუქციაში შედიოდა ცალკეული ცვლილებები, რომლებიც საიმედოობის ამაღლებაზე იყო მიმართული. დაწყებული 1968 წლიდან ქ. თბილისის, ხოლო 1969 წლიდან ნოვოჩერკასკის ქარხნებმა დაიწყემ ამ ლოკომოტივების სერიული გამოშვება; თბილისის ქარხნის ელმავლების №500–მდე და 1500–დან; ნოვოჩერკასკის ქარხნების – №501–დან. ელმავლების ძარებს №81–ს ჩათვლით 1966–1967წწ. ამზადებდა ვოროშილოვგრადის თბომავალმშენებელი ქარხანა, ხოლო ВЛ80к ელმავლის ურიკების ტიპის ურკიკებს კი – ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხანა. შესახედაობით და აღჭურვილობის განლაგებით ეს ელმავლები არ განსხვავდებოდნენ 1965 წელს გამოშვებული ВЛ10–009 ელმავლისაგან. 1967 წლის გამოშვების №021 ელმავლიდან დაწუყებული, ლოკომოტივები ВЛ10 მზადდება ВЛ80к ელმავლებთან უნიფიცირებული ძარებით; განსხვავებები ისაზღვრებოდა ელექტრონული მოწყობილობის დანადგართან დაკავშირებული დეტალების კონსტრუქციით. ამ დროიდან ნოვოჩერკასკის ქარხანამ თემქ–ისთვის დაიწო დამზადება არა მხოლოდ ურიკების, არამედ ძარებისაც. უნიფიცირებული ძარების გამოყენების შედაგად ელმავალი დაგრძელდა 2400 მმ. ძარები ერთმანეთთან შეერთებულია ბმულებით. ელმავლის თითოეულ სექციაში განთავსებულია სამანქანო სადგომები, შემდეგ მოდის მღალძაბვიანი კამერები, განივი გასასვლელები და მემანქანის კაბინები. ელმავალი აღჭურვილია რეკუპერატიული მუხრუჭით.
ელმავლის კონსტრუქციული სიჩქარე შეადგენს 100 კმ/სთ (ისაზღვრება წევის ელექტროძრავებით, სავალი ნაწილით 110კმ/სთ, ისევე როგორც ВЛ80к ელმავალს).
სტატიის ორიგინალი: http://techevol.narod.ru/VL80.htm

დამსწრეების კომენტარები

23.10.2008 18:28:58MASHINIST 210ЛУТШАЯ !
 Мне за 31 год довелось поработать почти на всех сериях постоянников .
ВЛ10 лутшей грузовой электровоз постоянного тока .
Кстати на фото с Рижского вокзала
ВЛ10 - 1628 .
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=