მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

სს "ელმავალმშენებელი" გთავაზობთ თანამშრომლობას

იანვარი 2006.


წლები გარბიან, მოდიან ახალი ხელმძღვანელები, იცვლება პოლიტიკური სისტემები, შეუცვლელი რჩება მხოლოდ ადამიანების დამოკიდებულება თავიანთ პროფესიის მიმართ, საქმის მიმართ, რომელსაც ზოგჯერ ეძღვნება მთელი სიცოცხლე. 1933 წლის 5 მაისს საქართველოს ორთქლმავლის სარემონტო ქარხანაში საფუძველი ჩაედო ქ. თბილისში ელმავლების მშენებლობას. ელმავალშემეთებელი ქარხნის პირველი ინიციატორი და ხელმძღვანელი გახდა შ. ლოგუა – მომავალში ცნობილი როგორც საბჭოთა კავშირის ელექტრიფიკატორი, სოციალისტიკური შრომის გმირი, მრავალი ორდენის და მედლის კავალერი. ეს არის მუდმივი დენის სატვირთო ელმავლების შექმნის ისტორია, ეს არის ღირსეული საინჟინრო პროექტები და ხარისხიანი განხორციელება, ეს არის მოთხოვნილება რუსეთის რკინიგზებისათვის. ქარხნის ისტორიაზე, ადამიანებზე, რომლებიც ქმნიდნენ ამ საწარმოს, ჩვენ ვთხოვეთ ამაზე ესაუბრა მთავარ ინჟინერს ჯ.ნ. ბოლაშვილს.
...1939 წელს ელმავალშეკეთებელი საამქროს გაფართოვებასთან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილება მთლიანი ორთქლმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის ქალაქის პერიფერიაში გადატანა მისი ერთდროული რეკონსტრუქციით. ხარკოვის ინსტიტუტმა «Трансзаводпроект» თბილისის სპეციალისტებთან ერთად 1942 წელს დაასრულა პროექტი, იმავე წლის მეორე ნახევარში დაიწყო ახალი ორთქლმავალვაგონშემკეთებლი ქარხნის მშენებლობა. პირველად 1945 წელს ჯერ კიდევ აუშენებელი ქარხნის ელმავალშემკეთებელმა საამქრომ შეასრულა 3000 ვოლტის სიმძლავრით მომუშავე სამატორო–სავაგონო მარატებლის მოდერნიზაცია. 1947 წლის დასაწყისში სსრკ–ს საგზაო შეტყობინების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქარხნის აშენების დაჩქარების შესახებ და ნაცვლად ორთქლმავალვაგონშემკეთებელი ქარხნისა გადაწყვიტა აშენებულიყო ლოკომოტივშემკეთებელი ქარხანა ელმავლების, ელექტრომატარებლების, თბომავლების და დიზელ–მატარებლების რემონტის გაფარტოვებისათვის როგორც გარეკავკასიის რკინიგზისათვის, ასევე სსრკ–ს სხვა გზებისათვის.
ლოკომოტივშემკეთებელი ქარხანა შევიდა ექსპლუატაციაში 1949 წლის 1 ივლისიდან.
ლოკომოტივშემკეთებელი ქარხნის (სსქ) მთავარი ინჟინრის ა.ა. მასხარაშვილის ინიციატივით კოლექტივმა შესთავაზა სარემონტო ქარხანაში ელმავლების აწყობის ორგანიზება.
1957 წელს სსრკ–ს სამინისტროს საბჭომ დააკმაყოფილა ლოკომოტივმშემკეთებელი ქარხნის კოლექტივის თხოვნა და დაადგინა, რომ განხორციელდეს სარემონტო ქარხნის ელმავალმშენებელ ქარხანად გადაკეთება.
ამგვარად, ყოფილი დასახელება ნაცვლად „ლშქ“ (ლოკომოტივშემკეთებელი ქარხანა) ისტორიაში შევიდა დასახელება „თემქა“ (თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა). ამავე წლის 30 დეკემბერს ქარხანამ გამოუშვა პირველი ელმავალი Н8–201.
სერიული ელმავლების გამოშვებაზე გადასვლა დაკავშირებული იყო წარმოების ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ცვლილებებთან, ახალი ტექნიკის დანერგვასთან და მოწინავე შრომის მეთოდებთან. დაჩქარებული ტემპით დაიწყო ინსტრუმენტალური, სააპარატო და ელექტროსამანქანო საამქროების რეკონსტრუქცია, სხვა სტრუქტურების ქვედანაყოფების რეორგანიზაცია.
დაიწყო მეორე საწარმოო კორპუსის აშენების სამუშაობები, სადაც განთავსდნენ სააპარატო და სექციური–კოჭების საამქროები და ოთხსართულიანი შენობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო ელმავალმშენებლისთვის (სსბ). 1958 წელს მოძრავი შემადგენლობის რემონტთან ერთად იყო დამზადებული თოთხმეტი მაგისტრალური ელმავალი. 1959 წლიდან (სწრაფად ათვისების შედეგად) საპროექტო სიმძლავრის საწარმო მთლიანად იყო სპეციალიზირებული მაგისტრალური ელმავლების წარმოებაზე.
ახალი მაღალწარმოებული დანადგარების დახმარებით უკვე 1958 წლის პირველ ნახევარში ქარხანაში იყო ათვისებული ელმავლის ისეთი მთავარი კვანძები როგორებიც არიან წევის ელექტროძრავი, დამხმარე მანქანები, გამშვებმარეგულირებელი აპარატები, დამცავი აპარატურის ნაწილები, დენმიმღები და სხვა – სულ 1000 კვანძი და დეტალები.
თავისი არსებობის პირიველ ათწლედში „თემქ“–ში იყო ათვისებული 250 ათასამდე ელმავლის კვანძები და დეტალები, რაც საჭირო რაოდენობის 80%–ია. გაფართოვდა რამოდენიმე საამქრო, იყო შექმნილი მეტალოკონსტრუქციული საამქრო. ყოფილი სარემონრო ქარხანა წარმოუდგენელი ტემპით გადაიქცა თანამედროვე სამრეწველო საწარმოდ. 1957–1959წწ. პერიოდში სამრეწველო პერსონალის რაოდენობა გაიზარდა თითქმის ორჯერ. დიდი ყურედგება ეთმობოდა ქარხნის მუშების კვალიფიკაციის ამაღლებას. შეუფასებელი დახმარება აღმოუჩინა ნოვოჩერკასის ელმავალმშენებელმა ქარხანამ, რომელიც თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნისთვის კადრების ჭეშმარიტი სამჭედლო გახდა.
ქარხნის განვითარებაში საჭიროა განსაკუთრებით აღინიშნოს ყოფილი მთავარი ინჟინრის აპოლონ ანდრეის ძეს მასხარაშვილის როლი. ა.ა. მასხარაშვილის ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში ელმავალმშენებლობის განვითარების ისტორიასთან. დაწყებული ხაშურის სალოკომოტივო დეპოს ელექტრომონტაჟნიკების ბრიგადირიდან თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მთავარი ინჟინრის და ელექტროვაგონშემეკთებელი ქარხნით დამთავრებული – ესეთია ნიჭიერი მთავარი ინჟინრის მიერ განვლილი გზა.
მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ელმავლის Н8–201–ის დაბადება, მაგისტრალური ელმავლების შექმნა ВЛ8р, ВЛ8в, ВЛ10.
ბატპნმა აპოლონმა მისცა პირველი წამახალისებელი ბიძგი ენთუზიაზმს და სამეცნიერო–ტექნიკურ პროგრესს ელმავალმშენებელ ქარხანაში და ამ ბიძგის ენერგია წლების განმავლობაში ვლინდებოდა საწარმოს და საკონსტუქტორო ბიუროში მომუშავეების მოღვაწეობაში.
1966 წელს სსბ–ში იყო დაპროექტებული და აწყობილი მსოფლიოში პირველი ელმავალი ВЛ–8В იმპულსური რეგულირებით კონტაქტურ ქსელში 6000–3000 ვოლტის ძაბვით. შემდეგ აწყობილი იყო კიდევ 6 ელმავალი ВЛ–22И.
1967 წლის დეკემბერში ქარხნის ჭიშკრიდან გავიდა ВЛ8 სერიის ბოლო ლოკომოტივი. ისევე როგორც მისი პირველი თანამოძმე, ის იყო ჩაცმული რუსი მუშების მიერ ჩამოსხმული ფოლადის ბრონში, და რომელიც მოძრაობდა ლუგანსკის თბომავალსადგურში გამოჭედილ ბორბლებზე. მასში გამოყენებული იყო სსრკ–ს სხვა და სხვა ტერიტორიაზე დამზადებული მასალები და დეტალები. რამე თუ ისეთ რთულ წარმოებას, როგორიც ელმავალმშენებლობაა, არ შეუძლია კოოპერაციის გარეშე, ტექნიკური კავშირების ფართო ქსელის გარეშე არსებობა. ავღნიშნავთ, რომ ზუსტად ამ კავშირების დარღვევამ გამოიწვია ქარხნის საქმიანობის ჩავარდნა სსრკ–ს დაშლის შემდეგ.
ბოლო ВЛ8 გაუყვა გზას, ხოლო მის ნაცვლად მოვიდნენ ახალი რვაღერძიანი მაგისტრალური ლოკომოტივები ВЛ10, რომლების სიმძლავრე 25% მეტი იყო ვიდრე მათი წინამორბედების.
წარმოების ეფექტურობის გაზრდის და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იყო განხორციელებული რიგი მნიშვნელოვანი საორგანიზაციო–ტექნიკური ღონისძიებები: ჩატარებული ელმავლების საპასუხისმგებლო კვანძების მოდერნიზაცია, გაძლიერდა მემანქანის კაბინის გამათფობელი სისტემა, გაუმჯობესებულია წევის ძრავების დაცვა დასველებისაგან.
ბევრ უბანზე მოვიდა მოწინავე ტექნიკა. აშენდა დეპო კომპლექსური გამოცდების და ელმავლების რეგულირების ყველა სამუშო ამ რეჟიმში, სადაც დააყენეს საიმედო და ზუსტი ელექტრომექანიზირებილი სასწორები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ელმავლის მექანიკური ნაწილის რეგულირებას ისე, რომ ისინი მთლიანად იყენებდნენ თავიანთ სიმძლავრეს.
1970 წელი წარმოების ისტორიაში შევიდა როგორც კოქსმქრობი სამრეწველო ელმავლის ЭК–13–ის წარმოების ათვისების წელი, მურომსკის თბომავალმშენებელი ქარხნის ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით – პროდუქციის, რომელმაც „თემქა“–ს მარკა გახადა ცნობილი სსრკ–ს საზღვრებს გარეთ. პირველი სამრეწველო ელმავლები ЭК–13 გაგზავნილი იქნა თურქეთში, ინდოეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და ჩეხოსლოვაკიაში.
მოგვიანებით დაიწყო მუშაობა საწარმოო ელმავლების ЭК–14 სერიის მანქანაზე, ბევრად გაუმჯობესებული ტექნიკურ–ეკონომიკური მახასიათებლებით. ამან ასევე გააფართოვა საბჭოთა ელმავლების იმპორტის სფერო.
1973 წლის პირველ კვარტალში იყო გამოშვებული პირველი გამოცდილი ნიმუში სამრეწველო კოქსმქრობი ელმავალის ЭК–14 ტრისტორული ამძრავით და დისტანციური მართვით, რომლის დანიშნულებაც იყო მეტალურგიული ქარხნის მძლავრი კოქსის ბატარეის მომსახურეობა.
ЭК–14–ზე გამოყენებულმა ტირსტორულმა ამძრავმა გაზარდა ელმავლის მანევრირება და უზრუნველყო ავტომატიზირებული მართვის შესაძლებლობა. 1971 წელს დაიწყო კიდევ ერთი სახის პროდუქციის ათვისება – სასაწყობო საშუალებას მექანიზმებისათვის - ელექტროშტაბელების ЭШ–186, რომლებიც გამოიყენებოდნენ არა მხოლოდ სსრკ–ში, არამედ გაგზავნილები უნგრეთში, იუგოსლავიაში, იემენში, ერაყში, ინდოეთში. ЭШ–186 არაერთხელ იღებდნენ მონაწილებას გამოფენებზე ბუმაპეშტში, ბუქარესტში, ბრნოში, ლეიპციგში.
1974 წლის სექტემბერში საგზაო შეტყობინების სამინისტროსთან ერთად იყო შეთანხმებული ტექნიკური დავალება ახალი სამაგისტრალო სატვირთო ВЛ11–ის შექმნის შესახებ, რომელც ВЛ10–სგან განსხვავებით უშვებს მუშაობას ორი, სამი და ოთხი სექციებით. მსგავსი ელმავლის შექმნამ გამომყენებლებს ნება დართო უბნის პროფილის მიხედვით, სექციების რაოდენობით მანუპულირება, ანუ ელმავლის წევის შესაძლებლობებით, და ამის ხარჯზე უზრუნველყოს მოძრაობა უფრო მძიმე სატვირთო შემადგენლობებით.
მრვალსექცურ ВЛ11 შეუძლია ატაროს გაორმაგებული წონის შემადგენლობა, ამგვარად აღწევს დიდ მანევრირებას, რაც საშუალებას იძლევა უფრო მძიმე ტვირთმზიდი მატარებლის ფორმირებას. ამასთან გათვალისწინებულია ავარიის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს დარჩენილი გამართული ელექრტომოწყობილობის ნაწილი იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მისი ნაწილი გამოვა მწყრობიდ, რაც უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებას და მოხერხებულობას ელმავლის გამოყენებისას განსაკუთრებით გადატვირთულ რკინიგზის უბნებზე.
თუმცა ამით ქარხანა არ დაკმაყოფილდა, და მის საკონსტრუქტორო ბიუროში (სსბ) იყო დამუშავებული მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მუდმივი დენის ტიპის ელმავლის ВЛ15 პროექტი. ეს ელმვალი 1985 წლიდან ამ დრომდე წარმატებით მუშაობს რუსეთის ფედერეციის რკინიგზის სატვირთო უბნებზე. ელმავალს აქვს 9000 კილოვატის სიმძლავრე, აღჭურვილია ტრისტორული გარდამქმნელებით და თანამედროვე ელექტრონული სისტემით ელექტრონული მუხრუჭის პროცესის ავტომატიზაციისათვის, რაც ქმნის ლოკომოტივს უფრო ეკონომიურს და უსაფრთხოს.
წარმოების გაფართოების მიხედვით ასევე გაფართოვდა სამეწარმო ფართიც. თავიდან ქარხნის ასაშენებლად (1942წ.) იყო გამოყოფილი ტეიტორია 47ჰექტარზე, უკვე 1977 წელს მან შეადგინა 99 ათასი კვადრატულ მეტრს. ამ დროისათვის ის შეადგენს უკვე 170 ათასი კვადრატულ მეტრს.
ქარხნის საამქროები: ელმავალსაამწყობო, ელექტროსამანქანო, სააპარატო, საშტამპო, შესადუღებელ–ასაწყობი, სამჭედლო, ჩამოსასხმელი, ინსტრუმენტალური, მექანიკური, სარემონტო–მექნიკური, ელექტროსარემონტო, ხის დამამუშავებელი, ძალური, სატრანსპორტო, ძარის საამქრო, ელექტროშტაბელების საამქრო, ციფრული პროგრამების მართვის დაზგების საამქრო, სახალხო მოხმარების საქონლის საამქრო, მექანიზაციის და ავტომატიზაციის საამქრო, ექსპერიმანტალური, საურიკე, ფხვნილის მატელურგიის საამქრო.
ამგვარად, 1990 წლისათვის ქარხანა და სსბ წარმოადგენდნენ სიმძლავრეს წარმოებაში და ელექტრონული ტრანსპორტის პროექტირების დარგში წარმოების საერთო მოცულობით დაახლოებით 100 მლნ. დოლარი წელიწადში.
ქარხანას სტუმრობდნენ ელექტროწარმოების სპეციალისტების დელეგეციები ბელგიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, გერმანიიდან, იუგასლავიიდან, რუსეთიდან. სსბ–ს სპეციალისტებიც თავის დროზე დადიოდნენ საზღვარგარეთის ქვეყნებში როგორც ამ ქვეყნების ელექტროსატრანსპორტო მშენებლობის მიღწევების გასაცნობად, ასევე ამ ქვეყნების ქარხნის პროდუქციის ექსპლუატაციის საწყის ეტაპზე დახმარების აღმოსაჩენად.
ამჟამად ქარხნის გენერალური დირექტორის თანამდებობა უკავია ზურაბ გივის ძე ცინცაძეს, ქარხნის ყოფილი თანამშრომელი და წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც შესძლო წარმოების „გაცოცხლება“ მცირეხნიანი კრიზისის შემდეგ. ამგვარად, ქარხანამ უმოკლეს დროში ააწყო და დაამზადა ახალი ელმავალი 4Е1. ეს მართლაც განსაკუთრებული ელმავალია, რომელსაც აქვს ოთხი ღერძი და რვაღეძიან, ადრე ყველაზე გავრცელებულ ВЛ–22М ელმავლებზე შედარებით ფლობს უპირატესობას 25% სიმძლავრით.
დღესდღეობით ღსს „რუსეთის რკინიგზა“ და კერძო გადამზადებას სატვირთო ელმვალებზე მოთხოვნილება იზრდება მთავარი ფონდების გაცვეთის შედეგად, მორალური და ფიზიკური დაძველების, და ამავდროულად გადაზიდვის მოცულოების მუდმივი ზრდის გამო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევანი იქნება გაჩერებული სს „ელმავალმშენებელზე“, რომელმაც შეინარჩუნა ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, და გაძლიერებულია თბილისელი ელმავალმშენებლების სასახელო ტრადიციებით.

დამსწრეების კომენტარები

18.01.2015 14:59:58ნადიმ ცინცქილაძეГость...უდიდესი მონაპოვარი
 თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა უზარმაზარ საბჭოთა კავშირში ელმავლების ერთადერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. ქარხანას ჰყავდა ძლიერი ინჟინერ-ტექნიკური პოტენციალი, რომლის მომზადებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, და რომლის დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენი ელმავლების გასაღების ბაზრის პოვნა მომავალში, მაგრამ ეს ასე არ არის - პროდუქცია, რომლის წარმოებას სჭირდება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, ყოველთვის იპოვის თავის მყიდველს.
გამარჯვებით გევლოთ!
 
29.01.2009 07:16:03Супер АдминRe:buy 10 pieces of locomotives
 Hello, amir
We can produce for you 12 locomotives. For specification of details send the co-ordinates and the description of your requirement (what locomotives are necessary to you) on an e-mail info@tevz.com.
 
28.01.2009 23:21:08amirbuy 10 pieces of locomotives
 Dear managment
we are looking for 12 pieces of locomotives with our specifications and details if you have any
offer available or you can manufacturi it inform us,and it is very urgent .
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=