მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი ЭК-15

დეკემბერი 2005.


ЭК-15.
2005. შექმნილია სს "ელმავალმშენებელის" სსბ–ს პროექტის მიხედვით. ელმავლები ЭК-15 წარმატებით გადიან ექსპლუატაციას ღსს "Северсталь"–ის, ღსს "МЕЧЕЛ"–ის და ღსს "Миттал Стил"–ის (ყაზახეთი) კოქსის ბატარეებზე. ელმავლები გადატვირთულია დსთ–ს რიგ სხვა საწარმოებზე, ხელმოწერის სტადიაში იმყოფება ირანში, პაკისტანში და სხვა ქვეყნებში ელმავლების გადატვირთვის ხელშეკრულებები.
სიახლეები და ტექნილური თავისებურებანი.
ЭК-15 – ახალი თაობის კოქსმქრობი ელმავალი მემანქანის მუშაობისათვის უფრო კომფორტული პირობებით და ბლოკებად დაყოფილი ელექტრული და მექნიკური ნაწილით. სტანდარტულ კომპლექტაციაში უკვე შედის სამუშაო ზონის კონდენცირების სისტემა. გათვლილია –50 – დან +60’С – მდე ტემპერატურის რეჟიმში მუშაობაზე. გადასატანი კოქსის ტემპერატურის კონტროლისათვის ელმავალზე დაყენებულია მაღალმგრძნობიარე თერმომეტრი. ЭК-15 არსობრივად განსხვავდება თავისი წინამორბედისაგან ელმავლის და გარდამქმნელების მართვის სისტემით, უფრო მოსახერხებელი გაბარიტებით.(გაბარიტები შესაძლებელია შემუშავდეს დამკვეთის ბატარეის მიხედვით).
ელმავალზე ЭК-15 პირველად არის გამოყენებული ელექტრომაგნიტური რეოსტატული დამუხრუჭება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ელმავლის თითქმის მომენტალური გაჩერება +10სმ – მდე სიზუსტით გაჩერება. ამის შედეგად გამოირიცხება ელექტროპნევმატიური დამუხრუჭების მუდმივი გამოყენების საჭიროება. ამასთან დაკავშირებით მცირდება საექსპლუატაციო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო მოძრაობის უსაფრთხოების დონე იზრდება.
ელმავალზე ЭК-15 გამარტივებულია ღუზის წრედების გარდამქმნელების კონსტრუქცია. ართვის სისტემის ელექტრული ნაწილი შესრულებულია ნახევარგამტარი ტექნიკის (ტირისტორები, ინტეგრალური სქემები და ა.შ.) გამოყენებით. ЭК-15 ელმავლის მემანქანის ჯიხური აღჭურვილია ერთი კომპაქტური, ახლად შემუშავებული ელმავლის მართვის კონტროლერით, ადრე გამოყენებული ორის ნაცვლად. ელმავლის მართვის და ძალური სქემების არსებითად გამარტივება მნიშვნელოვნად ამაღლებს მუშაობის საიმედოობას. მუშაობის დამატებითი საიმედოობის ასამაღლებლად დამატებულია მუდმივი დენის 50ვ სტაბილიზირებული ძაბვის წყარო და მართვის სისტემის უწყვეტი კვების წყარო. დახურული შესრულების ძრავების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მუშაობაში მტყუნების რიცხვს.
დანერგილია ელმავლის წევის და რეოსტატული დამუხრუჭების რეჟიმში დისტანციური მართვის სისტემა. გათვალისწინებულია ბორტის მართვის ავტომატური სისტემიდან ავტომატური მართვის შესაძლებლობა, სტანდარტული ინტერფეისი საჭირო პროგრამული სერვისით. ელმავლის წევის ძალის და მცოცი სიჩქარეებიშ მუდმივი მნიშვნელობების შენარჩუნების პროცესები მთლიანად ავტომატიზირებულია.
დაყენებულია რადიოგაცვლის უზრუნველყოფისათვის საჭირო აპარატურა. კოქსის ტემპერატურის საზომი სისტემისათვის მანქანებზე დაყენებულია LAND-SOLO – ტიპის პირომეტრები. გაუმჯობესებულია საავარიო რეჟიმის სისტემა. წევის ძრავის ან გარდამქმნელის მწყობრიდან გამოსვლისას სქემით გათვალისწინებულია მათი დისტანციური ბლოკური გამორთვა.
ძირითადი ტექნიკური პარამეტრები.
ძაბვა დენმიმღებზე, ვ – 380
ნომინალური სიმძლავრე წევის ძრავის ლილვებზე, კვტ – 100х2=200
ლიანდაგის სიგანე, მმ – 1520
კვების ქსელის ფაზათა რაოდენობა – 3
კვების ქსელის დენის სიხშირე, ჰც – 50
კბილანური გადაცემის გადამცემი თანაფარდობა – 5,88(100:17)
თვალის ნომინალური დიამეტრი გორვის წრეზე, მმ – 1050
დატვირთული ვაგონით მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე, კმ/ს – 25
მოძრაობის სიჩქარე კოქსის მიღებისას მშრალი(სველი) ქრობისას, კმ/ს – 23±15%
კლირენსი კბილანური გადაცემის გარსაცმის მიხედვით
გაუცვეთელი ბანდაჟების შემთხვევაში, არა ნაკლებ, მმ – 110
სავალი ნაწილის ფორმულა – 2о
ელმავლის მოჭიდების წონა, კნ – 382,59±11,58
ელმავლის ზომები:
სიმაღლე ლიანდაგის თავიდან, მმ – 4296
სიგრძე ავტოსაბმების ღერძების მიხედვით, მმ – 9500
სიგანე ძარის ჩარჩოს მიხედვით, მმ – 2900
ძარის სიგანე გარსაცმის მიხედვით, მმ – 2252

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=