მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი 8Е1

სექტემბერი 2008.


ელმავალი 8Е1.
რკინიგზების გამტარიანობის და გადაზიდვის უნარის ასამაღლებლად წარმოდგენილია რვაღერძიანი ელმავლის ორი ვარიანტი ამაღლებული სიმძლავრით და გაუმჯობესებული წევის და სამუხრუჭე მაჩვენებლებით.
I ვარიანტი – ელექტრული სქემა შემუშავებულია წევის ძრავების მიმდევრული აგზნებით წევის რეჟიმში და დამოუკიდებელი აგზნებით რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში აგზნების გრაგნილების კვებით სტატიური გარდამსახიდან.
ელმავლის პირობითი აღნიშვნაა - 8Е1.
ელმავლის პრინციპიალური ძალური სქემა და დამხმარე ძალური წრედების სქემა Nაჩვენებია.
II ვარიანტი – ელექტრული სქემა შემუშავებულია წევის ძრავების შერეული აგზნებით, კვებით და აგზნების დენის სტატიური გარდამსახიდან რეგულირებით, ხოლო რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში – დამოუკიდებელი აგზნებით და წევის ძრავების აგზნების გრაგნილების კვებით სტატიური გარდამსახიდან.
წევის რეჟიმში, სტატიური გარდამსახის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ელექტრული სქემა უზრუნველყოფს წევის ძრავების მიმდევრულ შეერთებაზე გადასვლას და ელმავლის წევის ძრავების ყველა შეერთებაზე აგზნების დენის რეგულირების გარეშე მოძრაობას.
ელმავლის პირობითი აღნიშვნაა – 8Е1С.
ელმავლის პრინციპიალური ძალური სქემა და დამხმარე ძალური წრედების სქემა ნაჩვენებია.
ორივე ელმავლის შემდეგი აღწერა იდენტურია, ამიტომ ტექსტში მოყვანილი იქნება ერთი ელმავლის აღწერა.
ელმავალი შედგება ორი სექციისაგან. სექციას აქვს აღჭურვილობის კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს წევის და დამუხრუჭების რეჟიმებში მუშაობას ნებისმიერი კაბინიდან მართვის შემთხვევაში.
ელმავლის ურიკები ორღერძიანი და უყბოა, ურიკას ძარა არის შედუღებული კონსტრუქციის, ურიკას დამუხრუჭების სისტემა შესრულებულია დამუხრუჭების ხუნდების ორმხრივი დაჭერით. თვალწყვილები აღჭურვილია დენის, რომელსაც მოიხმარს ელმავალი საკონტაქტო ქსელიდან, არინების მოწყობილობით.
ძარა შედგება ორი ნახევრადგარსადინი ფორმის სექციისაგან. ყოველ სექციას გააჩნია მემანქანის ჯიხური. წევის და სამუხრუჭე ძალვების გადაცემა ურიკიდან ძარაზე ხორციელდება დახრილი ზოლურებით. ძარა შეკრულია ურიკასთან აკვნური ჩამოკიდებით. ძარის ჩარჩოს წინა ბუფერის ძელზე დაყენებულია გზისგამწმენდი. სექციებს შორის დაყენებულია გადასასვლელი ბაქნები ბალონის ტიპის სამჭიდროებელით. ელმავლის სახურავზე გათვალისწინებულია მოსახსნელი საძრომის სახურავები, ძარაში მოწყობილობების მონტაჟისა და დემონტაჟისათვის. ელმავლის ყოველი სექციის წინა ნაწილზე დაყენებულია თითო–თითო პროჟექტორი და ორი ორფერიანი ბუფერის ფარანი.
ელმავალი აღჭურვილია: პნევმატიური, ავტომატური და დამხმარე სალოკომოტივო მუხრუჭებით, ორი ПК-3,5 ტიპის კომპრესორით, თითოეული მაქსიმალური მწარმოებლობით 3,5 მ3/წუთში ყოველი და დამხმარე კომპრესორით დენმიმღების ასაწევად.
სიმძლავრის სრული გამოყენებისათვის, წევის ძრავების, კომპრესორების ძრავების, გამშვები რეზისტორების, აგზნების შესუსტების რეზისტორების და ინდუქციური შუნტების მუშაობის ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულია მათი იძულებითი ვენტილაცია.
ვენტილაციის სისტემაში ჰაერის მიწოდება ხორციელდება ყოველ სექციაში ორი ცენტრიდანული ვენტილატორით, ორი გამავალი მილყელით წევის ძრავების და გამშვები რეზისტორების გაგრილებისათვის.
გამაგრილებელი ჰაერის აღება ხორციელდება ფაროკამერის ზონიდან ლაბირინთული ჟალუზების გავლით, რომლებიც განთავსებულია ძარის კედლებზე. ვენტილაციის სისტემა ითვალისწინებს გამაგრილებელი ჰაერის მიწოდების რეგულირების ორ საფეხურს, რაც მიიღწევა ვენტილატორის ამძრავის ძრავის გადართვით მიმდევრული შეერთებიდან პარალელურზე და პირიქით.
მემანქანის ყოველ ჯიხურში დაყენებულია ელმავლის მართვის ხელსაწყოები: მემანქანის და მემანქანის დამხმარის თანამედროვე პულტი ჩადგმული კომპაქტური კონტროლერით, საკონტროლო–საზომი ხელსაწყოები, უსაფრთხოების და სიგნალიზაციის ხელსაწყოები. მემანქანის ჯიხურში დაყენებულია ორი სავარძელი მემანქანისათვის და მემანქანის დამხმარისათვის და ელექტრული ღუმელები გათბობისათვის.
წინა შუშები აღჭურვილია შუშისგამწმენდით პნევმატიური ამძრავით და ჩამონტაჟებული ელექტრული გამათბობელით.
კერძოდ, А და B მემანქანის ჯიხურებში განთავსებულია პროცესორული სისტემა (М1 და М2), ღილაკიანი მართვის სისტემა (SS1 – SS2), მზომი მოწყობილობები, დისპლეი და ელმავლის მართვის კონტროლერები (R1, C1).
აპარატების ყოველ ბლოკზე, სადაც მდებარეობს ელმავლის ელექტრული მოწყობილობების მართვის ძირითადი ელემენტები, განთავსებულია ოპერატიული მართვის SL ფუნქციონალური ბლოკები, გაზომვის დაკონტროლის სისტემა ССМ.
მემანქანის ჯიხურში და აპარატების ბლოკზე განთავსებული მიკროპროცესული მართვის სისტემის ფუნქციონალური ბლოკები შეერთებულია სამხაზიანი კავშირის ინტერფეისის მეშვეობით.
ელმავლის მართვისათვის მემანქანის ჯიხურში გათვალისწინებულია კონტროლერის სახელურები: С1 - ძრავის და R1 – რეკუპერაციული რეჟიმების მართვისათვის.
კნოპური ამომრთველების SS1 და SS2 ბლოკის მეშვეობით იმართება ელმავლის ელექტრული წრედები.
ელმავლის მართვა მრავალი ერთეულების სისტემის მიხედვით ხორციელდება ინტერფეისით და შესაძლებელია ნებისმიერი მემანქანის ჯიხურიდან.
A მემანქანის ჯიხურში М1–ს მტყუნების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამუშაოს ავტომატური შეცვლა М2–ით, რომელიც განთავსებულია B მემანქანის ჯიხურში.
ინტერფეისული არხიანი მიკროპროცესული მართვის სისტემის უპირატესობა:
1.დაბალვოლტიანი საკონტაქტო ბლოკირების და საშუამავლო რელეს გამოყენების აუცილებლობა უარყოფილია (კონტაქტების რაოდენობა 150–ზე მეტი, რელეს რაოდენობა - 10 ცალი).
2.ელმავალზე დაბალვოლტიანი სადენების ეკონომიამ შეადგინა დაახლოებით 2000მ.
3.მემანქანის კონტროლერს, სადაც გამოყენებულია 40–ზე მეტი კონტაქტი, ცვლის დაბალგაბარიტული უკონტაქტო ბრძანების აპარატი.
4.მართვის საშუალებების დუბლირების შესაძლებლობა.
5.მემანქანის ჯიხურიდან ელმავლის მართვის წრედების დიაგნოზირების შესაძლებლობა.
6.ელმავლის მართვის ავტომატიზაციის შესაძლებლობა.
7.ელმავლის მართვის ალგორითმი იცვლება მიკროპროცესული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის კორექტირებით.
ელმავალზე დაყენებულია ТЛ-6 ტიპის წევის ძრავები, 810 კვტ. სიმძლავრით (შეიმუშავა თემქ–ის სსბ–ემ).
წევის რეჟიმში გათვალისწინებულია წევის ძრავების სამი შეერთება: მიმდევრული, მიმდევრულ–პარალელური და პარალელური.
რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში აგრეთვე გათვალისწინებულია წევის ძრავების სამი შეერთება. დამუხრუჭების ძალის შეცვლა ხორციელდება წევის ძრავების მთავარი პოლუსების დენის რეგულირებით.
ელმავლის სიჩქარის გაშვება და რეგულირება წარმოებს:
ა)წევის ძრავების წრედებში გამშვები რეზისტორების სიდიდის საფეხურებრივად ცვლილებით;
ბ)წევის ძრავების მთავარი პოლუსების მაგნიტური ნაკადის რეგულირებით;
გ)წევის ძრავების შეერთების გადართვით.
წევის ძრავების წრედებში დენის ვარდნის თავიდან ასარიდებლად არასტაციონალური პროცესების დროს, როგორც წევის რეჟიმსი ასევე რეკუპერაციის დროს ჩართულია ინდუქციური შუნტები.
ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ელმავლის შრომითუნარიანობას შემდეგ ავარიულ შემთხვევებსი: წევის ძრავის მწყობრიდან გამოსვლისას და ორი მიმდევრულად შეერთებული წევის ძრავების დისტანციური გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფილია ელმავლის მუშაობის შესაძლებლობა მიმდევრულად ჩართულ ექვს ელექტროძრავზე; მიმდევრულ–პარალელური შეერთების შემთხვევაში – პარალელურად შეერთებული ოთხი ელექტროძრავით და ექვსი წევის ძრავით.
გამორიცხულია ელმავლის რეკუპერაციული დამუხრუჭება გათიშული წევის ძრავებით ან ატატიური გარდამსახებით, რომლებიც კვებავს აგზნების გრაგნილებს.
დენმიმღების მართვის სქემა გამორიცხავს:
ა)დატვირთვის ქვეშ მყოფი დენმიმღების ჩამოშვების შესაძლებლობას;
ბ)დენმიმღების აწევის შესაძლებლობას, როდესაც მემანქანის კონტროლერი არ არის ნულოვან პოზიციაზე.
ელმავლის სქემა უზრუნველყოფს მოწყობილობების დაცვის შემდეგ სახეობებს კონტროლის და სიგნალიზაციის შესაბამისი სისტემით:
ა)წევის ძრავების მოკლე ჩართვის დენებისაგან სწრაფმომქმედი ავტომატური ამომრთველის
БВП-5 მეშვეობით, დამხმარე მანქანების და ელექტრული ღუმელების – სწრაფმომქმედი ამომრთველის БВЗ-2 მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია ორივე სექციაში;
ბ)გადატვირთვისაგან – მაქსიმალური დენის რელეებით, რომლებიც ამცნობენ წევის ძრავების გადატვირთვას;
გ)წევის ძრავების კოლექტორებზე გადასროლის და დიფერენციალური რელეებით "მიწაზე" მოკლე ჩართვისას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფმომქმედი ავტომატური ამომრთველის გათიშვას.
დ)ატმოსფერული და კომუტაციური ძაბვის გადამეტებისაგან განმმუხტველების და ფილტრების მეშვეობით;
ე)წევის ძრავების მოკლე ჩართვის დენებისაგან სწრაფმომქმედი კონტაქტორის БК მეშვეობით რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში;
ვ)განათების და სიგნალიზაციის მართვის წრედებში მოკლე ჩართვისაგან ავტომატური ამომრთველების და მცველების მეშვეობით.
ელმავლის გადაადგილება, დამხმარე მოწყობილობების მუშაობის შემოწმება და დეპოს პირობებში აკუმლატორის დამუხტვა ხორციელდება სპეციალური როზეტებიდან ძაბვის მიწოდებით.
დაბალძაბვიანი წრედების კვება ხორციელდება მუდმივი დენის წყაროდან ნომინალური ძაბვით 50ვ. მუდმივი დენის წყაროდ ითვლება ტუტის აკუმლატორი და მართვის გენერატორები.
კვების ძაბვის გათიშვისას მართვის გენერატორი უზრუნველყოფს მართვის წრედების კვების ავტომატურ გადართვას აკუმლატორზე.
ხორციელდება ელექტრული და პნევმატიური მუხრუჭების შემდეგი ურთიერთმოქმედება:
ა)რეკუპერაციული დამუხრუჭების დროს გამოირიცხება ელმავლის დამუხრუჭება პნევმატიური მუხრუჭით;
ბ)რეკუპერაციული დამუხრუჭების მოწყვეტის შემთხვევაში ხორციელდება ელმავლის პნევმატიური დამუხრუჭება მემანქანის ონკანის სახელურის მდგომარეობის მიუხედავათ.
ელმავლის ყოველ სექციაზე დაყენებულია დენმიმღები.
მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ელმავალი აღჭურვილია მაღალი ძაბვის კამერით, სახურავზე და მემანქანის პულტზე მოწყობილობების ბლოკირებით, აგრეთვე შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერებით.
შემკვეთის სურვილის მიხედვით მემანქანის ჯიხურში შესაძლებელია კონდენციონერის დაყენება.
შემოთავაზებული ელმავლის უპირატესობა ВЛ11 ელმავალთან შედარებით.
1.გათვლით რეჟიმში შეფარდებითი ტოლობის დროს ელმავლის წევის ძალა (8Е1 _ 444კნ, ВЛ11М _ 451კნ) 8Е1 ელმავლის სიჩქარე 10% მეტია ВЛ11М ელმავლის სიჩქარეზე.
2.100კმ/ს სიჩქარის დროს წევის ძრავების სრული ველის შემთხვევაში 8Е1 ელმავლის წევის ძალა შეადგენს 80კნ,რაც 27%–ით მეტია ВЛ11М ელმავლის წევის ძალაზე – 58,8კნ, ხოლო წევის ძრავების ველის შესუსტების მესამე საფეხურზე წევის ძალის სხვაობა იზრდება 55%–მდე (8Е1_200კნ, ВЛ11М __ 110კნ).
3.წევის და სამუხრუჭე ძალების გადაცემა ურიკიდან ძარაზე დახრილი ზოლებით აუმჯობესებს ელმავლის მოჭიდების მახასიათებლებს 5%–ით, აგრეთვე ელმავლის მოძრაობის დინამიკას, რომელიც გამორიცხავს თვალწყვილების განტვირთვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების აუცილებლობას.
4.წევის ძრავების აგზნების გრაგნილების კვებისათვის სტატიური გარდამსახის გამოყენება გვაძლევს სასურველი ფორმის სამუხრუჭე მახასიათებლების ფორმირების და სამუხრუჭე ძალვის მდოვრე რეგულირების უზრუნველყოფის საშუალებას.
5.სტატიური გარდამსახები შესრულებულია მიკროპროცესული მართვის IGBT ტრანზისტორების ბაზაზე, რაც შესაძლებელი უწესივრობების სრული დიაგნოზირების საშუალებას იძლევა.
6.ჰაერის მიწოდების სავენტილაციო სისტემის შეცვლა უზრუნველყოფს წევის ძრავების და გამშვები რეზისტორების სიმძლავრის ზრდას.
7.გამოყენებულია კომპრესორი ПК3,5, რომელსაც აქვს ნაკლები წონა და მცირე ვიბრაცია КТ6 კომპრესორთან შედარებით.
8.БВЗ-2 სწრაფმომქმედი ავტომატური ამომრთველის გამოყენებით უმჯობესდება ძალური დამხმარე წრედების დაცვის პირობები.
9.თანამედროვე პულტის გამოყენებით იზრდება ერგონომიკა და მემანქანის მუშაობის კომფორტი.
დასახელება ნორმა
ნომინალური ძაბვა,ვ – 3000
სავალი ნაწილის ფორმულა – 2о-2о-2о
ლიანდაგის სიგანე,მმ – 1520
საათობრივი რეჟიმი:
სიმძლავრე წევის ძრავის ლილვებზე,კვტ – 6480
სიჩქარე,კმ/სთ – 52,2
წევის ძალა,კნ – 436,5
ხანგრძლივი რეჟიმი:
სიმძლავრე წევის ძრავის ლილვებზე,კვტ – 600
სიჩქარე,კმ/სთ – 53,35
წევის ძალა,კნ – 397
საანგარიშო რეჟიმი:
წევის ძალა,კნ – 444
სიჩქარე,კმ/სთ – 51,7
კონსტრუქციული სიჩქარე,კმ/სთ – 110
დაწოლა თვალწყვილიდან ლიანდაგზე,კნ – 225,4
თვალის გორვის წრის ნომინალური დიამეტრი,მმ – 1250
ელმავლის სიგრძე ავტოსაბმის ცენტრებს შორის,მმ – 32880
ელმავლის სიგანე,მმ – 3160
მინიმალური მრუდის რადიუსი მასში 10კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას,მ – 125

დამსწრეების კომენტარები

18.01.2011 17:20:42WolfDrawing
 Like to see some photos or better technical drawing for model purposes.
 
08.08.2009 16:30:47Константин...
 Сейчас это ВЛ11м/6
 
14.01.2009 02:04:07Doktor ZloTo FFedit
 И рядом не лежало с ЭП10.
Коллекторные машины, статик только на возбуждение в рекуперации, наклонные тяги ещё на ВЛ 85 применяли. Просто не новая машинка, а другая.
 
21.12.2008 17:09:45ЛНиВВИ НЭПС...
 А нельзя скачать у Вас модель данную модель электровоза в 3d max
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=