მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი 6Е1

სექტემბერი 2008.


რკინიგზების გამტარიანობის და გადაზიდვის უნარის ასამაღლებლად წარმოდგენილია ექვსღერძიანი ელმავლის ორი ვარიანტი ამაღლებული სიმძლავრით და გაუმჯობესებული წევის და სამუხრუჭე მაჩვენებლებით.
I ვარიანტი – ელექტრული სქემა შემუშავებულია წევის ძრავების მიმდევრული აგზნებით წევის რეჟიმში და დამოუკიდებელი აგზნებით რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში აგზნების გრაგნილების კვებით სტატიური გარდამსახიდან.
ელმავლის პირობითი აღნიშვნაა - 6Е1.
ელმავლის პრინციპიალური ძალური სქემა და დამხმარე ძალური წრედების სქემა Nაჩვენებია.
II ვარიანტი – ელექტრული სქემა შემუშავებულია წევის ძრავების შერეული აგზნებით, კვებით და აგზნების დენის სტატიური გარდამსახიდან რეგულირებით, ხოლო რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში – დამოუკიდებელი აგზნებით და წევის ძრავების აგზნების გრაგნილების კვებით სტატიური გარდამსახიდან.
შემოთავაზებული ელმავლის უპირატესობა ВЛ8 ელმავალთან შედარებით.
1. 100კმ/ს სიჩქარისას წევის ძრავების სრული ველის შემთხვევაში 6Е1 ელმავლის წევის ძალა შეადგენს 53,5კნ, რაც 41%–ით მეტია ВЛ8 ელმავლის წევის ძალაზე – 21,6კნ, ხოლო წევის ძრავების ველის შესუსტების მესამე საფეხურზე წევის ძალის სხვაობა იზრდება 51%–მდე(6Е1-133კნ, ВЛ8-68,7კნ)
2. წევის და სამუხრუჭე ძალების გადაცემა დახრილი ზოლურების მეშვეობით ურიკიდან ძარაზე აუმჯობესებს ელმავლის მოჭიდების მახასიათებლებს 5%–ით, აგრეთვე ელმავლის მოძრაობის დინამიკას, რომელიც გამორიცხავს თვალწყვილების განტვირთვას საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების აუცილებლობას.
3. წევის ძრავების აგზნების გრაგნილების კვებისათვის სტატიური გარდამსახის გამოყენება გვაძლევს სასურველი ფორმის სამუხრუჭე მახასიათებლების ფორმირების და სამუხრუჭე ძალვის მდოვრე დარეგულირების უზრუნველყოფის საშუალებას.
4. სტატიური გარდამსახები შესრულებულია მიკროპროცესული მართვის IGBT ტრანზისტორების ბაზაზე, რაც შესაძლებელი უწესივრობების სრული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.
5. ჰაერის მიწოდების სავენტილაციო სისტემის შეცვლა უზრუნველყოფს წევის ძრავების და გამშვები რეზისტორების სიმძლავრის ზრდას.
6. გამოყენებულია კომპრესორი ПК3,5, რომელსაც გააჩნია ნაკლები წონა და მცირე ვიბრაცია КТ6 კომპრესორთან შედარებით.
7. БВЗ-2 სწრაფმომქმედი ავტომატური ამომრთველის გამოყენებით იზრდება ერგონომიკა და მემანქანის მუშაობის კომფორტი.
მექანიკური ნაწილის პრინციპიალური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ВЛ8 ელმავლის რესორული დაკიდება ერთსაფეხურიანია(ძარა ხისტად ეყრდნობა ურიკას), თვალწყვილიდან ავტოსაბმისკენ წევის ძალვის გადაცემა ხორციელდება ჩარჩოების მეშვეობით და შემოთავაზებულ ექვსღერძიან ელმავალში რესორული დაკიდება ორსაფეხურიანია, თვალწყვილიდან წევის ძალვის გადაცემა ხორციელდება ბუქსის დრეკადი სამართების მეშვეობით, ურიკას შეუნაწევრებული ჩარჩოებით, დახრილი ზოლურით და ელმავლის ძარით.
ზემოთ აღნიშნულით განსაზღვულია ელმავლის მნიშვნელოვნად ნაკლები ზემოქმედება გზაზე. ამ მიზნით, ВЛ8 ელმავლის მაქსიმალური სიჩქარე, ღერძზე 22,5 ტონიანი დატვირთვით, შეზღუდული იქნას 75კმ/სთ–მდე, მოდერნიზაციის შემდეგ კი 90 კმ/სთ–მდე.
წარმოდგენილი ელმავლის, ღერძზე 23-25 ტონიანი დატვირთვით, მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 110 კმ/სთ(შეზღუდულია წევის ძრავებით), მექანიკური ნაწილის მიხედვით – 120კმ/სთ.
დასახელება ნორმა
ნომინალური ძაბვა,ვ – 3000
სავალი ნაწილის ფორმულა – 2о-2о-2о
ლიანდაგის სიგანე,მმ – 1520
საათობრივი რეჟიმი:
სიმძლავრე წევის ძრავის ლილვებზე,კვტ – 4860
სიჩქარე,კმ/სთ – 52,2
წევის ძალა,კნ – 327,4
ხანგრძლივი რეჟიმი:
სიმძლავრე წევის ძრავის ლილვებზე,კვტ – 4500
სიჩქარე,კმ/სთ – 53,35
წევის ძალა,კნ – 297,8
საანგარიშო რეჟიმი:
წევის ძალა,კნ – 444
სიჩქარე,კმ/სთ – 51,7
კონსტრუქციული სიჩქარე,კმ/სთ – 110
დაწოლა თვალწყვილიდან ლიანდაგზე,კნ – 222,7
თვალის გორვის წრის ნომინალური დიამეტრი,მმ – 1250
ელმავლის სიგრძე ავტოსაბმის ცენტრებს შორის,მმ – 22500
ელმავლის სიგანე,მმ – 3250
მინიმალური მრუდის რადიუსი მასში 10კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას,მ – 125

დამსწრეების კომენტარები

07.12.2009 08:41:03Супер Админ,,,
 Уважаемый Олег Владиславович,
никакого обмана нет, детально разобраться Вы сможете ознакомившись с материалами по нижеследующей ссылке:
http://www.tevz.ru/ru/booklets/
 
14.04.2009 12:29:24СергейТема в тексте)
 Уважаемый Андрей!
Вы правы, покатацца можно только по просторам нашей необъятной родины, ибо ширина колеи других стран (кроме СНГ) уже чем ширина колесной оси. Вот так-то)
Слава товарищам "просветителям" которые решили сделать широкую колею, в отличие от всего мира!)
Действительно нафига нам у НИХ катаццо и ИМ у НАС тоже?))
Вот такая логика...
 
24.02.2009 20:28:25С Ув. Антон Олегович...
 Эдравствуйте уважаемые работники ТЭВЗа!
Действительно очень предспективная модель электровоза.Очень интересно когда он будет построен?
 
29.07.2008 00:29:37Paul CalhounPhotography at Georgia Plant
 I am a photographer and will be in Tbilisi form August 4 to August 15. I would like to photograph at your factory.
Would this be possible? calhoun.paul@gmail.com
 
03.12.2007 15:33:05Супер АдминУважаемый Антон Олегович
 Уважаемый Антон Олегович,
спасибо Вам за пожелания.
 
21.11.2007 00:03:37Антон Олегович...
 Очень рад за ТЭВЗ! Я думал,что он стоит. Хочу пожелать работникам предприятия удачи,новых технических решений и самое главное по больше электровозов.
 
28.09.2006 16:02:58АндрейЭлектровоз
 Да! Элекстровоз по настоящему крутой! Мне очень понравился, хотел бы я себе проибрести такой же в личное польз-ование и потом колестить по дорогам нашей бескрайней родины!!! А столько он стоит?
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=