მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი ВЛ-15

დეკემბერი 2005.


ელმავლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:
მომსახურეობის სახე – სატვირთო
სავალი ნაწილის ფორმულა – 2 (2о — 2о — 2о)
ძაბვა დენმიმღებზე, კვ – 3
საათობრივი რეჟიმის სიმძლავრე, კვტ – 9000
ხანგრძლივი რეჟიმის სიმძლავრე, კვტ – 8400
საათობრივი რეჟიმის წევის ძალა, კნ – 675
ხანგრძლივი რეჟიმის წევის ძალა, კნ – 610
საათობრივი რეჟიმის სიჩქარე, კმ/ს – 46
ხანგრძლივი რეჟიმის სიჩქარე, კმ/ს – 47,9
კონსტრუქციული სიჩქარე, კმ/ს - 100
წონა 2/3 ქვიშის მარაგით, ტ – 300±6
ღერძიდან ლიანდაგზე დაწოლა, ტ – 25±0,5
ელმავლის ზომები:
ელმავლის სიგრძე გადაბმის ღერძებზე, მმ – 45000
ძარის სიგანე, მმ – 3180
ელექტრული დამუხრუჭება – რეკუპერაციული
წევის ძრავების საკიდარი – მოტორ–ღერძისებური
წევის ძალვის გადაცემა ურიკიდან ძარაზე – დახრილი ზოლურებით
ელმავალი ВЛ-15 არის მსოფლიოში ერთადერთი მუდმივი დენის თორმეტღერძიანი მაგისტრალური ელმავალი, რომელიც მუშაობს 3000ვ ძაბვაზე. დანიშნულია მძიმე სატვირთო მატარებლების სატარებლად. ელმავლის ВЛ-15 პროექტი შემუშავებულია ელმავალმშენებელი ქარხნის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ.
ელმავალზე გამოყენებულია: სტატიური ტირისტორული გარდამსახი რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში წევის ძრავების აგზნების გრაგნილების კვებისათვის და რეკუპერაციული დამუხრუჭების მართვის ავტომატიზირებული სისტემა; შეკუმშული ჰაერის შრობის აგრეგატი, რომელიც უზრუნველყოფს ელმავლის პნევმატიური სისტემის უმტყუნო მუშაობას ზამთრის პირობებში; წევის ძრავების გადართვა ერთი შეერთებიდანმეორეზე ვენტილური წესით, რომელიც უზრუნველყოფს მდოვრე, გადასვლას ჩავარდნის გარეშე.
სალოკომოტივო ბრიგადების მუშაობისათვის ელმავალზე უზრუნველყოფილია კომფორტული პირობები. ВЛ-11 სამსექციან ელმავალთან შედარებით ВЛ-15 ელმავალს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
1. წევის ძალვის 11%–ით გაზრდა შესაბამისად შესაძლებელს ხდის მატარებლის წონის გაზრდას;
2. ელმავლის სიგრძის 4,25 მ–ით დაკლება შესაძლებელს ხდის შავი ლითონის ნაგლინის ხარჯვის 12 ტონამდე შემცირებას, საჭირო სადგომის სიგრძის შემცირებას მისი დამზადების, შეკეთების და მომსახურეობის შემთხვევაში, აგრეთვე მატარებლის სიგრძის გაზრდას.
3. ყოველ სექციაში სამი დაჯგუფების ექვსი წევის ძრავის არსებობამ (ВЛ-11 გააჩნია ორი დაჯგუფება) უზრუნველყო:
3.1. წევის ძრავებზე ძაბვის თანაბარი მატება (ВЛ11–ზე 500,1000,1500 ვ – 250, 750 და 1500 ვ წინააღმდეგ) და შესაბამისად ელმავლის სიჩქარის რეგულირების ზონების თანაბარი განაწილება (ВЛ11–ზე 0-13,13-29,29-46 კმ/ს – 0-7, 7-22 და 22-47 კმ/ს–ს წინააღმდეგ );
3.2. ელმავლის დაძვრის და გაქანების შემთხვევაში გამშვებ რეზისტორებში დანაკარგების შემცირება;
3.3. გამშვები რეზისტორების აუცილებელი სიმძლავრის დაწევა;
3.4. რეოსტატული კონტაქტორების რაოდენობის 1,5–ჯერ შემცირება;
3.5. ცალკეული აგრეგატების და აპარატების რაოდენობის შემცირება მათი გამსხვილების ხარჯზე (კომპრესორული დანადგარები, წევის ძრავების აგზნების გრაგნილების კვებისათვის საჭირო გარდამსახები, დაცვის აპარატები, ელ.ენერგიის მრიცხველები და ა.შ.);
3.6. მართვის აპარატების, ხელსაწყოების და სხვა მოწყობილობების, რომლებიც განთავსდება ლოკომოტივის მართვის კაბინაში, რაოდენობის შემცირება;
3.7. ელმავლის დაძვრის დროს დენის შემცირება (დაძვრის დროს სიმძლავრის მოხმარება), რაც აუმჯობესებს დენმიმღების და საკონტაქტო ქსელის მუშაობის პირობებს.
3.8. მოწყობილობების რაოდენობის შემცირება ერთიანობაში ამაღლებს ელმავლის საიმედოობის მაჩვენებლებს.
4. დახრილი ზოლურებით წევის ძალვის გადაცემა ურიკიდან ძარაზე (ВЛ-11–ში ტაბიკის ნაცვლად) გამორიცხავს პნევმატიურ მოწყობილობებში კმატვირთვის აუცილებლობას და უზრუნველყოფს გადაბმის წონის მაღალი კოეფიციენტი გამოყენებას.
ელმავალი ВЛ-15 არის ორსექციანი, ყოველი სექციის ძარა ეყრდნობა სამ ორღერძიან ურიკს საკიდლიანი ჩამოკიდების (განაპირა ურიკებზე) და მოქანავე საყრდნების (ცენტრალური ურიკა) მეშვეობით; წევის ძალვის გადაცემა ურიკიდან ძარაზე ხორციელდება დახრილი ზოლურებით; ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ელმავლის მოძრაობის სიჩქარის რეგულირებას ყოველი სექციის წევის ძრავების სამ შეერთებაზე (46 პოზიცია). გათვალისწინებულია რეკუპერაციული დამუხრუჭება წევის ძრავების სამ შეერთებაზე. ელმავალზე დაყენებულია ТЛ-3 ტიპის 12 წევის ელექტროძრავი, რომლის შექმნას წინ უძღოდა ორი სახეობის ძრავების (ТЛ-ЗА, ТЛ-ЗБ) შექმნა და გამოცდა. ელექტროძრავი ТЛ-3 თავისი დაყენების ზომებით შესაძლებელს ხდის თავის შეცვლას ТЛ-2К ტიპის ელექტროძრავით, რომელიც გამოიყენება ВЛ10, ВЛ10У და ВЛ-11 ელმავლებზე. ძრავებს გააჩნია ექვსი მთავარი და ექვსი დამატებითი პოლუსი და საკომპენსაციო გრაგნილი. ყველა გრაგნილის იზოლაცია არის F კლასის და გათვალისწინებულია ნომინალურ ძაბვაზე 3000 ვ. ღუზის ბრუნვის უდიდესი სიხშირე შეადგენს 1690 ბ/წ, ელექტროძრავის წონა შეადგენს დაახლოებით 5000 კგ.
ელმავლის ყოველ სექციაზე დაყენებულია ორი დენმიმღები Т-5М1, სწრაფმომქმედი ამომრთველი БВП-5А წევის ძრავების ძალურ წრედებში და სწრაფმომქმედი ამომრთველი БВЗ-2 დამხმარე წრედებში.
წევის ძრავების გადართვა ერთი შეერთებიდან მეორეზეხორციელდება ორპოზიციანი ჯგუფური გადამრთველით ПКГ-020. გამშვები რეზისტორების სექციების, წევის ძრავების აგზნების მოდუნების და რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში გადასვლის გადართვისათვის გამოყენებულია ინდივიდუალური ელექტროპნევმატიური კონტაქტორები (ПК-358, ПК-359 и ПК-360).
შესაძლებელია ყოველი სექციის ელექტროძრავების მიმდევრული (ექვსი ელექტროძრავი), მიმდევრულ–პარალელური (ორი პარალელური ჯგუფი სამი მიმდევრული ელექტროძრავით) და პარალელური (სამი პარალელური ჯგუფი ორი მიმდევრული ელექტროძრავით) შეერთებები. ზემოთ ხსენებული შეერთებისას და წრედიდან გამოსული გამშვები რეზისტორების შემთხვევაში შესაძლებელია აგზნების მოდუნების ოთხი საფეხურის მიღება (75; 55; 43 და 36 %), ანუ ისევე, როგორც ელმავლებზე ВЛ-10 და ВЛ-11.
გათვალისწინებულია ელმავლის თორმეტივე წევის ძრავების მიმდევრული ჩართვის შესაძლებლობა მანევრული მუშაობისათვის, აგრეთვე მწყობრიდან გამოსული ელექტროძრავის გათიშვის შემთხვევაში; ამ შემთხვევაში ექვსი ელექტროძრავის გადასვლა მიმდევრულ შეერთებაზე ხორციელდება ძალური წრედის გაწყვეტით.
წევის ელექტროძრავების გადართვისათვის ერთი შეერთებიდან მეორეზე გამოყენებულია ჩამკეტი დიოდები, რაც ზღუდავს წევის ძალვის "ჩავარდნებს".
წევის ძრავები იმართება მემანქანის კონტროლერის მეშვეობით. კონტროლერს КМЭ-001 გააჩნია სახელურები: მთავარი (პოზიციები 20, 35 და 46 არის სავალი, დანარჩენი გამშვები), რვერსულ–სელექციური და სამუხრუჭე. ავტომატური მართვა რეკუპერაციული დამუხრუჭებისას ხორციელდება "САУРТ" მოწყობილობით.
ელმავლის მოდიფიკაციები:
გამოშვებულია 44 ВЛ-15 ტიპის ელმავალი ნომრებით №001-044. რეკუპერაციული დამუხრუჭება ხორციელდება სტატიური გარდამსახის მეშვეობით. არსებობს ელმავლის ამ ტიპის გარკვეული რაოდენობა, რომლებზეც რეკუპერაციული დამუხრუჭება ხორციელდება მბრუნავი გარდამსახის მეშვეობით.
აქედან ოთხი ელმავალი №024, 026 ,028, 032 მიეკუთვნება ВЛ15С მოდიფიკაცის. გათვალისწინებულია მრავალი ერთეულების სისტემაზე მუშაობისათვის. რეკუპერაციული დამუხრუჭება ხორციელდება სტატიური გარდამსახის მეშვეობით.
ВЛ-15А - არის სამრეწველო მოდიფიკაცია. შეკვეთით გამოშვებულია ექვსი ელმავალი ნომრებით №001-006.

დამსწრეების კომენტარები

29.03.2016 10:14:46Гость...
 Машина шикарная к нам постоянно на ремонт приходят ..Интересней даже чем ВЛ 10 и11
 
05.01.2011 05:58:02Владимир...
 Друзья,машина-роскошная!!! Эксплуатировал,знаю!!!
 
03.02.2009 18:51:05jemalitormuz
 elmavali romelic midis 80 km.sishqirit ramden metrshi sheuzlia gashereba,vagonebit?
 
02.02.2009 21:20:57soso...
 elmavali romelic midis 80 km sicqarit,ramden metrshi unda gasherdes, roca mas vagonebi ubia?
 
27.09.2006 00:14:47Сергей!Неправда.......
 Выпущено было 44 машины Вл15, четыре из них ВЛ-15с. И несколько машин с индэксом А.
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=