მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

კოქსის ცხობილები

ივლისი 2006.


2006 წლის ივლისი
ღსს «გუბახინის კოქსი» (პერის ოლქში ქ. გუბახა) – თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კომპლექსი კოქსოქიმიური წარმოების სრული ციკლით. ქარხანა წარმოადგენს ქვანახშირის კოქსის, ელექტროდული ფხვნილის მწარმოებელ პერმის ოლქში არსებულ უმსხვილეს საწარმოს. ««გუბახინის კოქსი» – ჩუსოვსკის მეტალურგიული ქარხნის (ქ. ჩუსობოი პერმის ოლქი) 100 პროცენტიანი "შვილი", რომელსაც აკონტროლებს დსს "გაერთიანებული მეტალურგიული კომპანია“. 1992 წელს შექმნილი დსს "გაერთიანებული მეტალურგიული კომპანია“ აერთიანებს პირკამსკის გარდა კიდევ სამ მსხვილ წარმოებას მეტალურგიის დარგში: ვიკსუნსკის მეტალურგიის ქარხანა (ნიჟეგოროდსკის ოლქი), ალმეტევსკის მილების ქახანა (თათარსტანის რესპუბლიკა), შელკოვსკის მეტალურგიული ქარხანა (მოსკობის ოლქი). დსს "გაერთიანებული მეტალურგიული კომპანია“ უზრუნველყოფს მილების რუსეთის შიდა მოწოდების 20 %, იკავებს სარკინიგზაო ბორბლების და სავტომობილო რესორების ბაზრის 60%–ს. დსს "გაერთიანებული მეტალურგიული კომპანია“ მომხმარებელთა შორის არიან – «ГАЗПРОМ», «РОСНЕФТЬ», «ЮКОС», ExxonMobil, Royal Dutch/Shell, General Electric, Samsung.
ჯერ კიდევ რევოლუციის შესახებ წიგნებიდან არის ცნობილი, რომ მეკოქსეებს, ჰქონდათ ჩვეულება: კაპიტალისტ მეპატრონეს გაფიცვით და კოქსის ბატარეების ჩაქრობით ემუქრებოდნენ. მუქარა, პირდაპირ რომ ვთქვათ სერიოზულია: უზარმაზარი ღუმელების გაჩერების შემთხვევაში შიგნით არსებული ნახშირი მკვრივ ქვიან მასად იქცევა, რის შემდეგაც ბატარეა, როგორც წესი, უვარგისი ხდება. დაახლოებით ეს მოხდა ღსს «გუბახინის კოქსი"–თანაც გარდაქმნის პერიოდში. ოღონდ აქ არავინ გაფიცულა: უბრალოდ არ იყო ნედლეული და ფული ხელფასებისთვის და ხალხმა დატოვა წარმოება. დღეს გუბახაში კვლავ "აცხობენ“ კოქსის პეროგებს. წარმოების რეანიმაციის შესახებ ყვება ღსს "გუბახინის კოქსი“–ის აღმასრუელებელი დირექტორის პირველი მოადგილე ანატოლი გალკინი.
–ბატონო ანატოლი როგორ მოხერხდა წარმოების აღდგენა? პირველ რიგში ეს კოლექტივის დამსახურებაა. ჩვენთან თითქმის 70 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ძალიან მონოლიტური კოლექტივი, ბევრი დინასტიები. მაგალითად ჩვენ გვყავს ერთადერთი პრივოლჯკის ოლქში ქალბატონი კოქსის აირღუმლის მუშაკი ტატიანა სერგეევნა, სწორედ მისი დინასტია ითვლის სადღაც 280 წელს: აქ მუშაობდნენ მისი მამა, ბაბუა, დიდი ბაბუა. და გესმით, ზუსტად ამ ხალხს სჯეროდა, რომ ქარხანას გაჩერება არ შეუძლია, რომ ეს დროებითი სირთულეებია და ამ სირთულეებს ჩვენ მაინც გადავლახავთ. ამიტომ როცა 1990 წლების ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა ნედლეული, მათ გააკეთეს შეუძლებელი: დაანთეს გაჩერებული ბატარეა. ძველი, მამაპაპური მეთოდით – შეშებით. შემდეგ ჩვენთან მოვიდა სერიოზული ინვესტორი დსს "გაერთიანებული მეტალურგიული კომპანია“, რომელმაც დააბანდა $1,5 მლნ. მეორე კოქსის ბატარეის აშენებაში. გადამატების გარეშე ეს იყო რევოლუციური პროექტი: ასეთი ობიექტები ქვეყანაში არ შენდებოდა ბოლო 13 წლის განმავლობაში. ახალი ბატარეა ჩვენ შევიყვანეთ ექსპლუატაციაში 2002 წლის თებერვალში. აგრეგატის მაღალ ეფექტურობას მოწმობს საწარმოო მაჩვენებლების დინამიკა: 2002 წელს წარმოების მუშაობის შედეგი თითქმის სამჯერ (197%) აღემატებოდა 2001 წლის ჯამურ მაჩვენებელს (432,7 ათ. ტ კოქსი 145,6 ათ. ტ კოქსის წინააღმდეგ). მას შემდეგ ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ ამ ტემპში. წარმოების მოცულობამ 2004 წელთან შედარებით შეადგინა 100,8%. გაიზარდა კოქსის წარმოება.
–დღეისათვის მუშაობს მხოლოდ ერთი ბატარეა.
–დიახ. პირველს გაუვიდა მომსახურების ვადა და იმყოფება კაპიტალურ რემონტში. ამჟამად მიმდინარეობს ცეცხლგამძლე აგურის დალაგება, შემდეგ დავამოტაჟებთ ტექნოლოგიურ დანადგარს, იანვარში დავდგამთ გასაშრობად, ექსპლუტაციაში ბატარეა უნდა იყო შეყვანილი მომავალი წლის თებერვალში – მით უფრო წარმოების 70 წლის თავია. როცა ორივე ბატარეა ამუშავდება, ჩვენ შეგვეძლება გამოვუშვათ 1,5 მლნ.ტ. მეტალურგიული ნედლეული წელიწადში. გეგმაშია – მესამე ბატარეის აშენება.
–არიან თუ არა მზად თქვენი მომხმარებლები წარმოების მოცულობების ზრდისათვის?
–სინამდვილეში კოქსი დღეს – დეფიციტური პროდუქტია. ამის შედეგია რომ – შარშან მოხდა ფასების მკვეთრი ავარდნა, და ტონა კოქსის ფასი $200 – რუსეთში უკვე არავის უკვირს. ფაქტიურად ყველა კომპანიამ აწია ფასები, რომლებიც დაკავებული არიან კოქსური ნახშირით. და დღეს მრავალი საზღვარგარეთული კოქსის მწარმოებლები, რომლებიც შეეჯახნენ კოქსის სასტიკ დეფიციტს, იძულებულნი არიან მიმართონ ნედლეულისათვის დსთ–სა და რუსეთის ბაზრებს. ახლა ჩვენთან მუშავდება ძალზედ საპასუხისმგებლო ნაწილი – კოქსის მიწოდება ექსპორტზე. ვფიქრობ ერთ–ერთი ბატარეა იმუშავებს პრაქტიკულად ექსპორტზე.
–და ვინ არიან თქვენი დღევანდელი მომხმარებლები?
–ეს ბერეზნიკოვის, ტულას, ნიჟნი უფალეის და სხვა რუსეთის ქალაქების მეტალურგიული წარმოებებია. ამასთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ ნაყოფიერი მუშაობა წარმოებასთან, რომელიც ასევე შედის გაერთიანებული მეტალურგიის კომპანიაში – ჩუსოვსკის მეტალურგიულ ქარხანასთან (ჩმზ), რომელიც აწარმოებს საავტომობილო რესორებს. ჩვენს ქარხნებს შორის ჩამოყალიბდა პრინციპულად ახალი ეკონომიკური და საწარმოო ურთიერთობის სისტემა. ჩმზ–ს საბრძმედე წარმოებაში ახლა იხმარება მხოლოდ გუბახინსკის კოქსი, თანაც მისი ხარჯი შემცირდა 502 კგ–დან 485 კგ–მდე ერთ ტონა მზა თუჯზე. შედეგად საგრძნობლად შემცირდა პროდუქციის თვითღირებულება, რადგან დაახლოებით თუჯის თვითღირებულების ნახევარს შეადგენს კოქსი. ეს განპირობებულია პროდუქციის მაღალი ხარისხით, რომელიც, თავის რიგში, განისაზღვრება ბატარეის ტექნიკური პარამეტრებით: ჩვენი კოქსი ბევრი მაჩვენებლებით უსწრებს რუსულ ГОСТ–ებს.
–ადრე თქვენს წარმოებას ერქვა ««გუბახინის კოქსქიმიური ქარხანა». ქიმიურ წარმოებასაც თქვენ რეანიმირებთ?
–დიახ, ჩვენთან შემოტანილია და რეალიზდება დიდი პროგრამა, რომლის შესაბამისად იყო ჩატარებული ქიმიური გადაკეთების ტექნოლოგიური საამქროების რეკონსტრუქცია, რამაც საშუალება მისცა ქარხანას აწარმოოს მაღალრენტაბელური პროდუქტები, ისეთი როგორიცაა ელექტროდული კუბრი, რომლების გამოიყენება ფოლადშედუღების მრეწველობაში, ანტრაცენის ზეთი, რომელის აუცილებელია საბურავების წარმოებისათვის, და სხვა. ამჟამად მონტაჟდება კოქსის აირის ამიაკისგან გამწმენდი კომპლექსი. ბუნებისათვის ამ მავნე პროდუქტის მთავარი მომწოდებელია – კოქსის აირი. აღჭუტვილობის გაშვებასთან ერთად ამიაკი არა მხოლოდ შეწეყვეტს ზიანის მოტანას, არამედ კეთილ საქმესაც გააკეთებს: მისი დაშლის ხარჯზე ჩვენ მივიღებთ ტექნიკურ ორთქლს და გამოვიყენებთ მას წარმოებაში, რაც მოცემულ ტიპის ენერგიაზე დაახლოებით 30%–ით შეამცირებს დანახარჯს.
–მთავარი ინვესტორის სახსრების გარდა, სარგებლობთ თუ არა რუსეთის სბერბანკის მომსახურებით?
–ჩვენ დავიწყეთ სბერბანკთან თანამშრომლობა 2001 წელს და არ ვნანობთ ამაზე. იმ დროს ჩვენ ავიღეთ კრედიტი 170 მლნ. რუბლის ოდენობით ბრუნვადი საშუალებების შევსებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ სბერბანკთან ერთად ჩვენთვის შემოთავაზებული რიგი პროექტების მიხედვით, კერძოდ, ხელფასი გაიცემა სბერკარტებით.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=