მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი ВЛ10У

დეკემბერი 2005.


ВЛ10У – რვაღერძიანი მაგისტრალური სატვირთო ელმავალი, რომელიც დანიშნულია 1520 მმ ლიანდაგის სიგანის ელექტრიფიცირებული რკინიგზის მონაკვეთებზე ექსპლუატაციისათვის. შემუშავებულია სს"ელმავალმშენებელის" სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ.
ძარა, საეკიპაძო ნაწილი, პნევმატიური და ძირითადი ელექტრული მოწყობილობა უნიფიცირებული ВЛ10, ВЛ11, ВЛ11м ელმავლებთან. ВЛ10–თან შედარებით ВЛ10У–ს (დამძიმებული) თვალწყვილიდან ლიანდაგზე დატვირთვა გაზრდილია 23ტ–დან 25ტ–მდე.
მთლიანი ელექტრული მოწყობილობა გათვალისწინებულია საკონტაქტო ქსელში ძაბვის 4000 ვოლტამდე მომატების და 2200 ვოლტამდე ვარდნის შემთხვევებში, ძარის გარეთ -50–დან +40ОС–მდე (+55ОС ძარის შიგნით) ტემპერატურის შემთხვევაში, +27ОС დროს 90% ჰაერის მაღალი ტენიანობისას საიმედო მუშაობაზე. ელმავლის ექსპლუატაცია დაიშვება ზღვის დონიდან არა უმეტეს 1200 მ სიმაღლეზე.
ელმავლის ელექტრული სქემით გათვალისწინებულია წევის ძრავების სამი შეერთება. რეკუპერაციული დამუხრუჭება შესაძლებელია სამივე შეერთების შემთხვევაში. მრავალი ერთეულების სისტემით მუშაობა ელმავლის სქემით გათვალისწინებული არ არის
მექანიკური ნაწილი
ელმავლის ძარა შედგება ორი ერთნაირი სექციისაგან. ყოველი სექცია ერთი კაბინით წარმოადგენს მთლიან ლითონის კონსტრუქციას, რომელიც შედუღებულია ნაგლინი და დაღუნული პროფილის და ფურცლოვანი ნახშირბადოვანი ფოლადისაგან.
ელმავლის სექციები დაყრდნობილია ორ ორღერძიან არა შენაწევრებულ ურიკაზე საკიდლიანი ჩამოკიდების მეშვეობით, რომელიც ამცირებს ჰორიზონტალურ აჩქარებას ძარაზე და ელმავლის გვერდითა წნევას გზაზე. საკიდლიანი ჩამოკიდება უზრუნველყოფს ვერტიკალური დატვირთვის გადაცემას ძარიდან ურიკას ჩარჩოზე და ძარას და ჩარჩოს შორის განივი ძალვების გადაცემას.
ურიკას ჩარჩო წარმოადგენს მაღალი საიმედოობის მართკუთხედი ფორმის მთლიანად შედუღებულ კონსტრუქციას. კოლოფური კვეთის ტაბიკის ძელი გამაძლიერებელი წიბოებით შედგება თვითონ ტაბიკის ძელისაგან და ბურთისებრი კავშირის ძელისაგან.
თვალწყვილების ბუქსები უყბოა და ორსამართიანი. ბუქსების გადაადგილება ჩარჩოს გასწვრივ ხორციელდება რეზინალითონის ბლოკების ძვრის დეფორმაციის ხარჯზე.
ძარის ვერტიკალური რხევების ჩასაქრობად დაყენებულია გიდრავლიკური ჩამქრობები.
რესორული ჩამოკიდება შედგება ზამბარებისაგან და ფურცლოვანი რესორისაგან, რომელიც სახსრულად დაკიდებულია ბუქსის ქვედა ნაწილებზე და უზრუნველყოფს ვერტიკალური ბიძგების ეფექტურ დარბილებას ელმავლის არასწორი გზებით მოძრაობის დროს.
ელმავალზე ВЛ10У დაყენებულია რვა ТЛ-2К1 წევის ძრავი კომპენსაციური გრაგნილით, წევის რეჟიმში მიმდევრული აგზნებით. ვენტილაციის სისტემა არის დამოუკიდებელი, აქსიალური, სავენტილაციო ჰაერის მიწოდებით ზევიდან კოლექტორულ კამერაში და საპირისპირო მხრიდან ძრავის ღერძის გასწვრივ ზევით ამოგდებით.
ელექტრო აპარატები
ელექტრული, პნევმატიური და სხვა მოწყობილობა განლაგებულია შენაწევრებულ ორსექციან ძარაში ბოლოებში განთავსებული მართვის პოსტებით (მემანქანის კაბინა). ელმავლის ВЛ10У სექციები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სექცია, რომელშიც დაყენებულია ძალური წრედების სწრაფმომქმედი ამომრთველი ითვლება №1 სექციად და ამ სექციის მემანქანის კაბინა ითვლება №1 კაბინად.
ყოველი სექციის შუა ნაწილში განთავსებულია მაღალი ძაბვის კამერა ელექტროაპარატურით, რომელიც დაცულია ბადური გამოყოფით. კამერს კარებს გააჩნია ბლოკირება, რომელიც უზრუნველყოფს მათ გახსნას მხოლოდ დაშვებული დენმიმღების და ელმავლის მაღალი ძაბვის წრედების დამიწების შემთხვევაში მომსახურე პერსონალის (სალოკომოტივო ბრიგადა) საკონტაქტო ქსელის მაღალი ძაბვის ქვეშ მოხვედრის გამორიცხვის მიზნით. ელექტრო აპარატურა უზრუნველყოფილია საიმედოობით და აქვს ბლოკური განლაგება, რომელიცმნიშვნელოვნად აადვილებს მის მომსახურეობას და შეკეთებას. აპარატურის კვანძები, რომლებიც მუშაობის დროს ძალიან ცხელდება იძულებით გრილდება. ჰაერი მათ მიეწოდება ჰაერგამტარის გავლით ცენტრიდანული ვენტილატორიდან. ძარაში აპარატურის განლაგება უზრუნველყოფს თავისუფალ გასასვლელს და შესაძლებელს ხდის ელექტროაპარატურის დათვალიერებას.
ელმავალზე გამოყენებულია მართვის დისტანციური სისტემა. ელექტროაპარატურა უზრუნველყოფს წევის ძრავების მართვას, როგორც მოტორულ ასევე რეკუპერაციულ რეჟიმებში.
წევის ძრავების ელექტრული წრედების დაცვა მოკლე ჩართვის დენებისაგან ხორციელდება БВП-5 ტიპის სწრაფმომქმედი ამომრთველებით.
დამხმარე მანქანების ელექტრული წრედების დაცვა მოკლე ჩართვის დენებისაგან ხორციელდება БВЗ-2 ტიპის სწრაფმომქმედი ამომრთველებით.
წევის ძრავების ელექტრული წრედების დაცვა რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში მოკლე ჩართვის დენებისაგან ხორციელდება БК-78Т ტიპის სწრაფმომქმედი ამომრთველებით.
ელმავალზე დაყენებულია ელმავლის ბუქსაობისაგან, გადატვირთვისაგან, ატმოსფერული და კომუტაციური გადამეტძაბვისაგან დასაცავი აპარატები.
მოტორვენტილატორად გამოყენებულია ელექტროძრავი ТЛ-110.
პნევმატიური მოწყობილობა
ელმავალი აღჭურვილია პნევმატიური და ხელის დამუხრუჭებით. სამუხრუჭე სისტემის და სხვა პნევმატიური მოწყობილობის ჰაერით უზრუნველყოფა ხორციელდება КТ-6 ტიპის ორი კომპრესორით, ТЛ-122 ტიპის ამძრავით. სამუხრუჭე მოწყობილობა ტიპიურია.

დამსწრეების კომენტარები

01.01.2012 01:17:11Степанклассс
 вообще электровоэы это круто а вот ремонт их ещё круче))) по себе знаю)))
 
09.07.2011 14:18:27СергейВл-10у
 Вообще электровоз мощный классный мне нравится как вентиляторы работают классный звук мне вл-10у грузинского производства нравится у него морда симпатичная ТЭВЗ.
 
02.10.2010 20:32:25марквл10у
 отличная машина
 
27.04.2009 15:46:50АндрейСхема
 Электровоз действительно очень хороший получился, хорошо ведет себя на ЖД, берет хорошие составы. Однако завод мог бы разместить на своем сайте документацию по электровозу в электронном виде, в частности электрическую схему и ее описание.
 
21.04.2009 22:15:36Sunny-Va...
 Тбилисси - вы лучшие!
Спасибо, что сохранили предприятие!
Название ВЛ не надо менять!
 
16.04.2008 19:34:40помощниквл
 отличные мощные электровозы
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=