მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი 4Е10

დეკემბერი 2005.


2000 წელს სს "ელმავალმშენებელმა" უმოკლეს ვადებში შეიმუშავა და დაამზადა 4Е10 სერიის ელმავალი. 4Е10 არის მუდმივი დენის ოთხღერძიანი სატვირთო–სამგზავრო ელმავალი ელექტროდინამიკური დამუხრუჭებით, რომელიც დაფუძნებულია თვითაგზნების პრინციპზე, 2680 კვტ სიმძლავრით და 100 კმ/ს მაქსიმალური სიჩქარით. 2000 წლიდან დამზადებულია 15 ერთეული 4Е10 ტიპის ელმავალი.
ელმავალი 4Е10 დამზადებულია ВЛ10, ВЛ11, ВЛ11М ელმავლების საეკიპაჟო ნაწილის ბაზაზე. წევის ძრავებად გამოყენებულია ТЛ-2К ძრავები 670 კვტ საათობრივი სიმძლავრით. წევის და სამუხრუჭე ძალვების გადაცემა ურიკას და ძარას შორის ხორციელდება ტაბიკის მოწყობილობის მეშვეობით.
ელმავალი 4Е10 აღჭურვილია ელექტროდინამიკური მუხრუჭებით თვითაგზნებადი სტაბილიზაციის ციკლური სქემით. გაძლიერებულია გამშვები და სამუხრუჭე რეზისტორები. ელმავალი შესრულებულია ელექტროპნევმატიური მუხრუჭის გარეშე, აღჭურვილია განტვირთვისსაწინააღმდეგო მოწყობილობით. ელმავლის სამუხრუჭე მაგისტრალის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სიგნალიზაცია. დაზიანებული წევის ძრავის გათიშვა ხორციელდება ძრავების დანური გათიშვით.
სამუხრუჭე სისტემის და სხვა პნევმატიური მოწყობილობის შეკუმშული ჰაერით უზრუნველყოფა ხორციელდება ПК-3,5 კომპრესორის მეშვეობით ТЛ-121 ამძრავით. მპტორვენტილატორად გამოყენებულია ელექტროძრავი ТЛ-120. დამხმარე მანქანების დაცვის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულია წევის ძრავების და დამხმარე მანქანების ცალკეული კვების სქემა. ძალური და დამხმარე წრედების დაცვა ხორციელდება სწრაფმომქმედი ამომრთველებით БВП-5-02 2600 ა დენით და БВЗ-2 300 ა დენით.
მოტორვენტილატორების ბრუნვის დაბალი სიჩქარიდან მაღალზე ავტომატური გადართვა და პირიქით მათი გათიშვის გარეშე მუშაობისათვის განხორციელებულია გადართვის ვენტილური სქემა, ხოლო პნევმატიური გადამრთველი სქემიდან გამორიცხულია.
წევის ძრავების დაზიანების შემთხვევაში ელმავლის სქემით გათვალისწინებულია ელმავლის მუშაობა ორი ან სამი გამართული წევის ძრავით.
მართვის წრედების და აკუმლატორის დამმუხტველის კვებისათვის ელმავალზე გამოყენებულია კომპაქტური მართვის პანელი, რომელიც შედგება ძაბვის რეგულირების ბლოკისაგან, აკუმლატორის დამუხტვის ბლოკისაგან, ავტომატებისა და მცველების ბლოკისაგან, რომლებიც შესრულებულია თანამედროვე ელექტრონიკის ბაზაზე.
4Е10 ელმავალზე გამოყენებულია ВЛ11М ელმავლის კონტროლერი, რომლის მთავარ სახელურშიც შეთავსებულია წევის რეგულირების რეჟიმის და ელექტროდინამიური დამუხრუჭების ფუნქციები.
ელმავალი აღჭურვილიაპნევმატიური მუხრუჭით, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო სამსახურებრივ და ექსტრემალურ დამუხრუჭებას, აგრეთვე მატარებლის სამგზავრო ვაგონების გათბობის სისტემით.
ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:
ნომინალური ძაბვა, ვ – 3000
სიმძლავრე წევის ძრავების ლილვებზე, კვტ:
საათობრვი რეჟიმის დროს – 2680
ხანგრძლივი რეჟიმის დროს – 2300
ელმავლის წევის ძალა, კნ(ტ):
საათობრვი რეჟიმის დროს – 193,6(19,7)
ხანგრძლივი რეჟიმის დროს – 156,5(15,96)
სიჩქარე, კმ/ს:
საათობრვი რეჟიმის დროს – 48,7
ხანგრძლივი რეჟიმის დროს – 51,2
კონსტრუქციული – 100
სავალი ნაწილის ფორმულა – 2о-2о
კბილანური გადაცემის შეფარდება – 88:23
წონა 2/3 ქვიშის მარაგით, ტ – 90±2
დატვირთვა ღერძიდან ლიანდაგზე, კნ(ტ) – 225,4±4,9 (23±0,5)
ლიანდაგის სიგანე, მმ – 1520
ელმავლის ზომები, მმ:
ელმავლის სიგრძე გადაბმის ღერძებზე – 16450
სიგანე ძარის ჩარჩოს მიხედვით – 3000
ურიკას თვალწყვილის ბაზა
ელექტრული დამუხრუჭება – ელექტროდინამიური
გასავლელი მრუდეების მინიმალური რადიუსი 10 კმ/ს სიჩქარით, მ – 125

დამსწრეების კომენტარები

01.04.2015 08:49:00Гость...
 Непонятно, что именно было освоено - ежу понятно, что перед нами одна секция ВЛ11у со второй кабиной и половинкой силовой схемы! Так что именно освоили в Тбилиси - приваривание вместо суфле второй кабины? Установку второго контроллера?
 
25.01.2006 18:59:42Сергей Жевак...
 Увы, не увидел ни основных технических данных, ни рис.1
 


Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=