მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ელმავალი 4Е1

ნოემბერი 2005.


4Е1 ელმავლის ძირითადი მახასიათებლები
მომსახურეობის სახხეობა – სატვირთო–სამგზავრო
სავალი ნაწილის ფორმულა – 2 (2о - 2о)
ძაბვა დენმიმღებზე, კვ – 3
საათობრივი რეჟიმის სიმძლავრე, კვტ – 3000
ხანგრძლივი რეჟიმის სიმძლავრე, კვტ – 2800
საათობრივი რეჟიმის წევის ძალა, კნ – 158,8
ხანგრძლივი რეჟიმის წევის ძალა, კნ – 145,2
საათობრივი რეჟიმის სიჩქარე, კმ/ს – 66,25
ხანგრძლივი რეჟიმის სიჩქარე, კმ/ს – 67,8
კონსტრუქციული სიჩქარე, კმ/ს – 120
გასავლელი მრუდეების მინიმალური რადიუსი 10 კმ/ს სიჩქარით, მ - 125
წონა 2/3 ქვიშის მარაგით, ტ – 90±2
თვალწყვილის დაწოლა ლიანდაგზე, კნ – 220,7±4,9
ელმავლის ზომები:
ელმავლის სიგრძე გადაბმის ღერძებზე, მმ – 16750
ძარის სიგანე, მმ – 3160
ელექტრული დამუხრუჭება – რეკუპერაციული
წევის ძრავების დაკიდება – საყრდენი–ღერძისებური
2000 წელს სს "ელმავალმშენებელმა" უმოკლეს ვადებში შეიმუშავა და დაამზადა ახალი 4Е1 სერიის ელმავალი. ეს არის ელმავალი, რომელსაც აქვს მხოლოდ ოთხი ღერძი, აღემატება ექვსღერძიანს, ადრე ყველაზე გავრცელებულ ВЛ-22М ელმავალს 25% სიმძლავრით. ელმავალი დამზადებულია ТЛ-3 ტიპის კოლექტორული ძრავით და გათვლილია სამგზავრო და მცირე წონის სატვირთო მატარებლების სატარებლადმაგისტრალურრკინიგზებზე, რომლებიც ელექტრიფიცირებულია 3000 ვ მუდმივი დენით. ელმავლის სიმძლავრეა 3000 კვტ, მაქსიმალური სიჩქარე - 120 კმ/ს.
ოთხღერძიანი ელმავალი 4Е1 შექმნილია ВЛ15 და Э13 ბაზაზე, გამოდის ერთსექციანი შესრულებით. ელმავლის პროექტი შესრულებულია სს "ელმავალმშენებელის" სსბ–ს მიერ.
ელმავლის ძარა არის მთლიანად რკინის, შემომწვდომი ტიპის, დაღუნული ნაგლინი პროფილების შედუღებული კონსტრუქციის, ძარის ჩარჩო არის მზიდი კონსტრუქციის, წარმოადგენს გეგმაში მართკუთხედ შედუღებულ მეტალოკონსტრუქციას.
ძარა ეყრდნობა ორ ორღერძიან არაშენაწევრებულ ურიკას საკიდლიანი ჩამოკიდებით, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ელმავლის ჰორიზონტალურ დინამიკას.
წევის და სამუხრუჭე ძალვების გადაცემა ხორციელდება დახრილი ზოლურებით, რომლებიც ზრდის შეჭიდების და მოძრაობის დინამიკის მაჩვენებლებს.
ურიკას ჩარჩო არის მთლიანი შედუღების მართკუთხედი ფორმის და უყბო. ბუქსები არის უყბო გორგოლაჭიანი საკისარით. მბრუნავი მომენტი წევის ძრავის ლილვიდან გადაეცემა თვალწყვილებს ერთსაფეხურიანი ხისტი ირიბკბილას ორმხრივი გადაცემით.
ელმავალზე დაყენებულია ოთხი ТЛ-3 ტიპის წევის ძრავი მიმდევრული აგზნებით. წევის ძრავების ჩამოკიდება არის საყრდენი–ღერძისებური, ვენტილაცია – დამოუკიდებელი.
წევის ძრავების, გამშვები რეზისტორების, ინდუქციური შუნტების და მოტორკომპრესორების გაგრილებისათვის ელმავალზე დაყენებულია ცენტრიდანული ვენტილატორები ТЛ-120 ტიპის ელექტროძრავებით, რომლებიც იმავე დროს არიან НБ-110 მუდმივი დენის მართვის გენერატორების ამძრავები ნომინალური ძაბვით (50±2)ვ. ვენტილატორების ელექტროძრავების წრედებისათვის გათვალისწინებულია მუშაობის ორი რეჟიმი: "მაღალი სიჩქარე" და "დაბალი სიჩქარე".
სამუხრუჭე სისტემის და პნევმატიური აპარატურის შეკუმშული ჰაერით უზრუნველყოფისათვის გამოიყენება ПК-3,5 ტიპის კომპრესორი, რომლის ამძრავიც არის ТЛ-121 ელექტროძრავი.
ელმავლის სქემით გათვალისწინებულია წევის ძრავების და დამხმარე მანქანების ცალკეული დაცვა БВП-5-02 და БВЗ-2 სწრაფმომქმედი ამომრთველებით.
ელმავალზე მართვის წრედების და აკუმლატორის დამუხტვის კვებისათვის გამოყენებულია მართვის კომპაქტური პანელი, რომელიც შედგება ძაბვის რეგულირების ბლოკიდან, რომელიც შესრულებულია თანამედროვე ელექტრონიკის ბაზაზე.
4Е1 ელმავალზე გამოყენებულია კონტროლერის ახალი კონსტრუქცია, რომელშიც მთავარი სახელურის მაგივრად გამოყენებულია საჭევარი, რომელიც ანხორციელებს წევის რეჟიმის რეგულირებას, სადაც აგზნების მოდუნების რეჟიმის განხორციელების ფუნქციები სამუხრუჭე სახელურიდან გადატანილია სარევერსო–სარეჟიმო სახელურზე. კონტროლერს გააჩნია კომპაქტური კონსტრუქცია და ჩამონტაჟებულია ელმავლის მართვის პულტში.
ელმავალზე დაყენებულია ბუქსაობისაგან, წევის ძრავების გადატვირთვის და ატმოსფერული გადამეტძაბვების დაცვის აპარატები. ძალური წრედების კომუტირების აპარატურას გააჩნია ელექტროპნევმატიური ამძრავი, ხოლო დამხმარე წრედებს – ელექტრომაგნიტური. ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ელმავლის მუშაობას წევის ძრავების მიმდევრული და პარალელური ჩართვების შემთხვევაში. ელმავლის მოძრაობის სიჩქარის რეგულირება ხორციელდება წევის ძრავების შეერთების დაჯგუფების შეცვლით და წევის ძრავების აგზნების მოდუნებით. გათვალისწინებუია აგზნების მოდუნების ოთხი საფეხური.
წევის ძრავების ერთი შეერთებიდან მეორეზე გადასვლა, აგრეთვე ვენტილატორების ბრუნვის დაბალი სიჩქარიდან მაღალზე გადართვა ხორციელდება ნახევარგამტარი ვენტილების მეშვეობით.
ელმავალი აღჭურვილია ავტომატური, ელექტროპნევმატიური, დამხმარე და ხელის მუხრუჭებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო სასამსახურო და ექსტრემალურ დამუხრუჭებას. სქემით გათვალისწინებულია დაზიანებული წევის ძრავების დისტანციური გათიშვა. ელმავალი აღჭურვილია მატარებლის გათბობის მოწყობილობით.

დამსწრეების კომენტარები

კომენტარები ამ სტატიაზე ჯერ არ არის.

თქვენ შეგიძლიათ პირველმა დაამატოდ კომენტარი ამ სტატიაზე. კომენტარების დამატების ფორმა მდებარეობს ქვევით



Ваше имя:

Заголовок комментария:

Осталось симв.:
Текст:

Введите текст с картинки:




Он-лайн переводчик

ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=