მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

საწარმოს სტრუქტურა

Схема завода

ამწყობი საამქრო №1

ამწყობი საამქრო განთავსებულია №1 კორპუსში, საერთო ფართი S=6720 მ2. კორპუსი №6 - სამღებრო უბანი, საერთო ფართი S=3800 მ2. კორპუსი №11 - ელმავლების გამოცდის უბანი, საერთო ფართი S=1730 მ2. კორპუსი №9 - ხის დამამუშავებელი უბანი, საერთო ფართი S=840 მ2. საერთო საწარმო ფართი შეადგენს S=13090 მ2. ამწყობი საამქრო ასრულებს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ელმავლების აწყობა, მემანქანის კაბინის მოწყობა, ელექტრული და პნევმატიური მონტაჟი, აპარატების ბლოკების აწყობა და მონტაჟი, წინაღობების ყუთების და ბლოკების აწყობა და მონტაჟი, პნევმატიური სისტემის მილგაყვანილობის დამზადება და მონტაჟი. ელმავლის ძირითადი კვანძების შეღებვა, ელმავლის მთლიანად შეღებვა და გაშრობა, მაგისტრალური ელმავლების გამოცდა, დეფექტების შესწორება, ელმავლისგამოსახმარისება და ჩაბარება
Сборочный цех

ელექტროსამანქანო საამქრო №2

ელექტროსამანქანო საამქრო განთავსებულია №1 კორპუსში, საერთო ფართი  S=11900 მ2. საამქრო სპეციალიზირებულია ТЛ-2К, ТЛ3 წევის ძრავების და ТЛ-110В, ТЛ-122, НБ-110 დამხმარე მანქანების დამზადებაზე. საამქროში სრულდება შემდეგი ძირითადი პროცესები: ელექტროტექნიკური ფოლადისაგან დეტალების ტვიფრვა, წევის ძრავების და დამხმარე მანქანების დეტალების მექანიკური დამუშავება, ღუზების გაჟღენთა და გაშრობა. საამქრო დაკომპლექტებულია უნივერსალური და სპეციალური უნიკალური მოწყობილობებით და სატრანსპორტო საშუალებებით.
Электромашинный цех

სააპარატო, გრაგნილების და კოჭების საამქრო №3

სააპარატო, გრაგნილების და კოჭების საამქრო განთავსებულია №2 კორპუსში, საწარმო ფართი S=7200 მ2 . სააპარატო საამქროს წლიური საწარმო სიმძლავრე გათვლილია სამუშაოების შემდეგ სახეობებზე:
- მექანიკური დამუშავება;
- აპარატების აწყობა;
- აპარატები კვანძების გაჟღენთა და გაშრობა;
- კოჭების დამზადება მანქანური მეთოდით;
- კოჭების და აპარატების აწყობა სპეციალიზირებულ სტენდებზე;
- კოჭების გაჟღენთა, გაშრობა და გამოცდა.
Аппаратный и секционно-катушечный цех

ტვიფრვის და მეტალოკონსტრუქციების საამქრო№4

საამქრო №4 განთავსებულია №3 კორპუსში, საწარმო ფართი S=9520 მ2. საამქრო სპეციალიზირებულია შავი, ფერადი, მყარი იზოლაციური და რეზინის ნაკეთობების ტვიფრვაზე, მექანიკურ დამუშავებაზე, შავი ნაგლინის თერმიულ ჭრაზე, სხვადასხვა სახის მეტალოკონსტრუქციების და ნაკეთობების(საჰაერო რეზერვუარები, აპარატების ბლოკების კარკასების, კბილანური გადაცემის გარსაცმები, გზისგამწმენდის, სხვადასხვა ჩარჩოების, ყუთების, ფუნდამენტების და ა.შ.) დამზადება ხელის ელექტრორკალური, ნახევრადავტომატური, ავტომატური და წერტილოვანი შედუღებებით.
Цех штамповки и металлоконструкций

სამჭედლო საამქრო №7

Кузнечный цехსამჭედლო საამქრო განთავსებულია №7 კორპუსში, საერთო საწარმო ფართი S=3024 მ2. საამქრო სპეციალიზირებულია დეტალების თავისუფალი ჭედვით და ცხელი ტვიფრვით დამზადებაზე, სხვადასხვა სახის ზამბარების დამზადებაზე, დეტალების თერმიულდამუშავებაზე(წრთობა, ცემენტირება, გაშვება, გამოწვა, ნორმალიზირება) შავი ნაგლინის აირით ჭრაზე. საამქრო დაკომპლექტებულია უნივერსალური სამჭედლო–სატვიფრო, თერმიული, აირით ჭრის მოწყობილობებით და სატრანსპორტო საშუალებებით.

 

ექსპერიმენტალური და მექანიკური დამუშავების საამქრო №23

ექსპერიმენტალური და მექანიკური დამუშავების საამქრო განთავსებულია №5 კორპუსში, საერთო საწარმო ფართი S=7200 მ2. საამქრო სპეციალიზირებულია უნივერსალურ დაზგებზე, ავტომატებზე და პროგრამული მართვით აღჭურვილ დაზგებზე, ავტომატებზე და პროგრამული მართვით აღჭურვილ დაზგებზე დეტალების მექანიკურ დამუშავებაზე, აგრეთვე გამოცდილი ნიმუშის კვანძების და დეტალების დამზადებაზე, სამრეწველო კოქსმქრობიელმავლის აწყობაზე. საამქრო დაკომპლექტებულია უნივერსალური სახარატო დაზგებით, სახარატო ავტომატებით, პროგრამული  მართვით აღჭურვილი სახარატო  დაზგებით, უნივერსალური საბურღი და საღარავი დაზგებით.
Экспериментально механический цех

ურიკების საამქრო №39

ურიკების და ძარების საამქრო განთავსებულია №3 კორპუსში, საწარმო ფართი S=22300 მ2. საამქრო სპეციალიზირებულია ძარების ელემენტების და ურიკების დამზადებაზე, ძარი და ურიკას აწყობაზე, ლითონკონსტრუქციების ძარაში დაყენებაზე, ურიკას დეტალების გაწმენდაზე, მექნიკურ და თერმიულ დამუშავებაზე. საამქრო დაკომპლექტებულია სახარატო, საბურღი, სახეხი, საღარავი და უნიკალური გრძივი–საღარავი დაზგებით, გამოწვის ღუმელით, საფანტჭავლური კამერით, ხელის ნახევრადავტომატური და ავტომატური შედუღების აპარატებით, კვანძების ასაწყობად სპეციალურად მოწყობილი სტენდებით და ამწე–სატრანსპორტო საშუალებებით.

Тележно-кузовной цех


ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=