მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

თემქ–ა დღეს

Здание СКБЭ

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, დღეს სს "ელმავალმშენებელი" – არის მუდმივი დენის ელმავლების ძირითადი მწარმოებელი ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე..

თემქის წარმოების ელმავლები ВЛ8, ВЛ10У, ВЛ11М, ВЛ15 აწარმოებენ რუსეთის და დსთ–ს რკინიგზების ნახევარზე მეტ ყველა სატვირთო გადაზიდვებს. 1976–დან 2000 წლამდე სულ გამოშვებულია 1923 ВЛ სერიის ელმავალი.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოდიფიკაციების სამრეწველო  კოქსმქრობი ელმავლების ერთადერთი მწარმოებელი, რომელსაც გააჩნია მათი წარმოების 35 წლიანი გამოცდილება.

  Музей завода                    Холл

1970 წლიდან 2005 წლამდე სულ გამოშვებულია 425 ერთეული ЭК. 400–ზე მეტი ერთეული ЭК მიწოდებულია სსრკ–ს, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ეგვიპტეს, ალჟირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მეტალურგიულ კომბინატებში. 2000 წელს ქარხანაში უმოკლეს ვადებში საქართველოს რკინიგზის შეკვეთით დაპროექტდა და აიწყო მუდმივი დენის ახალი 4Е1 ტიპის სამგზავრო ელმავალი.აქვს ოთხი ღერძი, აღემატება ექვსღერძიანს, ადრე ყველაზე გავრცელებულ ВЛ-22М ელმავლებს 25% სიმძლავრით.4Е1–ს სატვირთო ანალოგი 4Е10 წარმატებით გამოიყენება საქართველოს რკინიგზის მიერ.  მიმდინარეობს სამუშაოები მუდმივი დენის ექვსღერძიანი და რვაღერძიანი ელმავლების შესაქმნელად. დღევანდელ დღეს შემუშავებაშია ელმავალი, რომელიც გათვალისწინებული იქნება ევროპული ტიპის ლიანდაგისათვის.

Столовая                    Больница

მუდმივი განვითარებისადმი სწრაფვით, თანამედროვე ტენდენციებზე დაკვირვებით, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა აქტიურად მონაწილეობს  სპეციალიზირებულ საპრეზენტაციო ღონისძიებში.მარტო 2006 და 2007 წლებში ქარხანა გახდა უდიდესი სატრანსპორტო გამოფენის "InnoTrans"-ის მონაწილე , რომელიც გაიმართა ბერლინში, ყოველწლიური გამოფენის სტამბულში, Exporail  საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენის, "ТрансРоссия" XI და XII საერთაშორისო სატრანსპორტო გამოფენების, "Rail-Tech" სარკინიგზო დარგის გამოფენის და სხვა უდიდესი დარგობრივი ღონისძიებების მონაწილე.


ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=