მისამართი:

0141, საქართველო, თბილისი,
დ.გურამიშვილის გამზირი, 84





ქართული
ფოსტა
საიტის რუქა

ისტორიის გვერდები

 

 

 

 

1939 წელი.

ელმავალსარემონტო საამქროს გაფართოვებასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება მთლიანად რთქმავალშემკეთებელი ქარხნის გადატანა ქალაქის ბოლოში მისი ერთდროული რეკონსტრუქციით.

1945 წელი.
პირველად სსრკ–ში ჯერ კიდევ აუშენებელი ქარხნის ელმავალშემკეთებელმა საამქრომ შეასრულა მოტორ–ვაგონური შემადგენლობის მოდერნიზაცია, რომელიც მუშაობდა 3000 ვოლტზე.
1949 წელი.
ქარხანა გაიშვა ექსპლუატაციაში როგორც  ლოკომოტივშემკეთებელი.
1956 წელი.
სკკპ ცკ და სსრკ მინისტრთა კაბინეტის მიერ ქვეყნის სარკინიგზო ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებით და მაგისტრალური ელმავლების მოთხოვნილების გაზრდის გამო მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის ლოკომოტივშემკეთებელ ქარხანაში მაგისტრალური ელმავლების აშენებეის შესახებ.
1957 წელი.
თბილისის ლოკომოტივშემკეთებელ ქარხანას დაერქვა ელმავალმშენებელი ქარხანა.  იწყება ქარხნის რეკონსტრუქცია და გაფართოვება. პირველი ელმავალი  Н8-201, შემდგომში ВЛ8-201, გამოშვებულია ქარხნის მიერ 30 დეკემბერს. ასე დაედო საწყისი მაგისტრალური ელმავლების მშენებლობას  საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.
Первый электоровоз ВЛ8
1958 წელი.
ელმავალმშენებლობის დარგში ტექნიკური პროგრესის ტემპების დაჩქარების მიზნით ქარხანაში ორგანიზებულია სპეციალური საპროექტო–საკონსტრუქტორო ბიურო (სსბ) ახალი მაგისტრალური ელმავლების დაპროექტებისათვის, ათვისებულია ელმავლის ძირითადი კვანძების წარმოება: წევის ძრავის, დამხმარე მანქანების, გაშვებისმარეგულირებელი აპარატების, დაცვის აპარატურის ნაწილების, დენმიმღების და სხვა, სულ დაახლოებით 1000 კვანძი და დეტალი. არსებობის პირველ ათწლეულში თემქ–აში ათვისებულია ელმავლის 250 ათასი კვანძის და დეტალის გამოშვება, მოთხოვნილი რაოდენობის 80%–მდე.
1961 წელი.
შეიქმნა ВЛ10 სერიის მუდმივი დენის რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავალი .
1966 წელი.

 ქარხნის სსბ–მ დააპროექტა და ააწყო ВЛ-8В – მსოფლიოში პირველი ელმავალი  ძაბვაზე იმპულსური რეგულირებით 6000 და 3000 ვოლტიან საკონტაქტო ქსელში.

1970 წელი.
ათვისებულია ЭК13 სერიის სამრეწველო ელმავლების წარმოება, იმ პროდუქციის, რომელმაც ცნობილი გახადა თემქ–ის მარკა სსრკ–ს ფარგლებს გარეთ. პირველი სამრეწველო ელმავლები  ЭК-13  გაიგზავნა თურქეტში, ინდოეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და  ჩეხოსლოვაკიაში.
Первый промышленный электоровоз ЭК13
1971 წელი.
 ქარხნის კოლექტივის მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო ელექტროთაკარების ЭШ-186 ათვისებასთან და გამოშვებასთან დაკავშირებით, განკუთვნილია დატვირთვის და განტვირთვის სამუშაოების მექანიზაციისათვის, რომლებიც გამოიყენებოდა არა მარტო სსრკ–ში, არამედ იგზავნებოდა უნგრეთში , იუგოსლავიაში, თურქეთში, იემენში, ერაყში და ინდოეთში. ელექტროთაკარებს ЭШ-186 არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საერთაშორისო სამრეწველო გამოფენებში ბუდაპეშტში, ბუხარესტში, ბრნოში, ლეიპციგში.
1973 წელი.
ნახევარგამტარიანი ტექნიკის მიღწევების გამოყენების შედეგად სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შეიქმნა ახალი სამრეწველო ელმავალი ტირისტორული მართვით ЭК14, რომელიც ექსპლუატაციაში  უზრუნველყოფდა მაღალ საიმედობას, მართვის ავტომატიზაციას და ტექნოლოგიური სიჩქარეების ზუსტ სტაბილიზირებას, ЭК14 წარმატებით მუშაობენ ყოფილი სსრკ–ს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეტალურგიულ კომბინატებში.
Первый промышленный электоровоз ЭК14 с тиристорным управлением
1974 წელი.
 მუდმივი დენით ელექტრიფიცირებულ რკინიგზებზე გადაზიდვის უნარის ზრდისათვის შეიქმნა ახალი ВЛ11 სერიის რვაღერძიანი მაგისტრალური სატვირთო ელმავალი.
ВЛ11 ტიპის ელმავლები გამოდის ორსექციანი შესრულებით, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ლოკომოტივის ფორმირება სამი და ოთხი სექციიდან, რომლებიც მუშაობენ მრავალი ერთეულების სისტემის მიხედვით. ВЛ11 ელმავალს სამსექციან შეერთებაში შეუძლია ატაროს 6000 ტონაზე მეტი წონის მატარებლები. ეს მნიშვნელოვნად ზრდის რკინიგზის გადაზიდვების შესაძლებლობას და ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს.
ВЛ11
1976 წელი.
დაიწყო ВЛ10У  ელმავლისღერძზე 25 ტ.ძ. დატვირთვით პროტოტიპის გამოშვება.
Электровоз ВЛ10У
1978 год. დაიწყო ახალი, ЭШ-188М გაუმჯობესებული კონსტრუქციის ელექტროთაკარის , გამოშვება, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
Электроштабелер ЭШ-188М
მუდმივი დენის ელმავლების მოთხოვნილების ზრდის დასაკმაყოფილებლად ჩატარებულია ქარხნის გენერალური რეკონსტრუქცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული ფართების რეკონსტრუქციას და ახალი საწარმო ფართების მშენებლობას ელმავლის სავალი ნაწილების დამზადების და უახლესი მოწყობილობებით აღჭურვის გათვალისწინებით, ამის შედეგად გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაორმაგდა.
1985 год. ქარხანაში სსბ–ს პროექტის მიხედვით შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი თორმეტღერძიანი მუდმივი დენის მაგისტრალური ВЛ15 ტიპის ელმავალი. Первый двенадцатиосный электровоз ВЛ15

 

1992 წელი.
1990 წელს დაიწყო და 1992 წელს დასრულდა ახალი Э-13 ელმავლის დაპროექტება. იმავე წელს დამზადდა 2  ახალი ელმავალი.
Электровоз Э-13
2000 წელი.

2000 წელს საქართველოს რკინიგზის შეკვეთით დაპროექტდა და დამზადდა 2 ახალი ელმავალი 4Е1.
Четирехосный электровоз 4Е1
აგრეთვე საქართველოს რკინიგზის შეკვეთით ჩატარდა რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავლის 4Е10 ოთხღერძიან მაგისტრალურ ელმავალად გადაკეთება–მოდერნიზაციის სამუშაოები.
Модернизированный электровоз 4Е10 

2005 წელი.
სს "ელმავალმშენებელის" სპეციალური საპროექტო–საკონსტრუქტორო ბიუროს პროექტის მიხედვით შექმნილია ЭК-15 ახალი კოქსმქრობი ელმავალი
2007 წელი.
დაიწყო ВЛ11М/5 ელმავლის გამოშვება, რომელიც არის ВЛ11 ელმავლის მოდიფიკაცია. ელმავალზე არსებულად შემცირდა ნაკეთობის რკინის მოცულობა, გაზრდილია გაბარიტული ზომები და მემანქანის ჯიხურის მოცულობა, დაყენებულია გაუმჯობესებული მემანქანის და მემანქანის დამხმარეს პულტები, დაყენებულია MORS SMITT (გერმანია) წარმოების ვტომატური ამომრთველები და რელები.
2008 წელი.
უკრაინის რკინიგზის შეკვეთით დაიწყო ახალი ВЛ11М/6 ელმავლების გამოშვება. ლმავალი ВЛ11М/6 არის ВЛ11 ელმავლის მოდიფიკაცია. ელმავალზე დანერგილია შემდეგი სიახლეები: მოდულირი კაბინა, შუშაპლასტიკის მართვის პულტი, ელმავლის მართვის მიკროპროცესული სისტემა, დიაგნოსტიკის და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, სტატიკური გარდამსახები.
2008 წელი.
მუშავდება ახალი თაობის 6Е1, 8Е1 ელმავლების პროექტები,  ელმავლის პროექტი ევროპული ლიანდაგისათვის.

 


ЖелезМПЎПрПжМПе кПльцП РОССΊ#65533;ЙСКΊ#65533;Е ЭЛЕКТРОПОЕЗДА ΠейтОМг@Mail.ru à ­åŠªíŒíœ¥ó±©ªížºí° title=